ბათუმი ამას არ იმსახურებდა - როგორ გაგრძელდება ფეხბურთი საქართველოში?

AutoSharing Option
"საბურთალოს" გააზრებული თამაშით, შეტევების ორგანიზებითა და გამარჯვებით კმაყოფილები ვართ, თუმცა იმ კოშმარს ვერავინ და ვერაფერი გადაფარავს, რაც პოზნანში ვიხილეთ - საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" იმაზე უარესად ითამაშა, ვიდრე ცოტა ხნის წინ მისმა მეტოქე "ლეხმა" აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან"; საპასუხო მატჩს ინტრიგა დაუკარგა და ისევ მწარედ ჩაგვაფიქრა...

დემორალიზება...

გასაგები იყო, რომ "სლოვანთან" იმ კოშმარული მარცხის დავიწყება ჩვენს ფეხბურთელებს ძალიან გაუჭირდებოდათ, მაგრამ ამისთვის მათ დაახლოებით ერთი კვირა ჰქონდათ. პოლონური შეხვედრის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ გია გეგუჩაძემ გუნდის სათანადოდ განწყობა ვერ შეძლო. სანამ წაგების სხვა მიზეზებს
ჩავწვდებოდეთ, ეს უპირველესად უნდა ითქვას.

ერთი გამარჯვება ჰაერში აგვაფრენს ხოლმე, პირველივე იმედგაცრუება კი კალაპოტიდან სრულიად გვაგდებს. ეს ჩვენს ნაკრებსა თუ გუნდებს აქამდეც ხშირად მოსვლიათ, ევროტურნირებიდან ნაადრევი გამოვარდნაც არ გვიკვირს, მაგრამ ბათუმელთა ასეთი მარცხი ძალიან მტკივნეული იყო. შეიძლება იმიტომაც, თამასა ყველამ ავწიეთ - ჟურნალისტებმა, გულშემატკივრებმა, ფეხბურთელებმა... არა! ჩვენი საკლუბო ფეხბურთი საერთაშორისო დონეზე ისევ კატასტროფულად გამოიყურება.

უფრო ღრმა მიზეზები

პოზიტიური ელემენტების აღნიშვნა და გამხნევება ბათუმელებისთვის არასდროს დაგვიმადლებია, პირიქით, ბევრი მშვენიერი ეპითეტიც მიგვიძღვნია. თუმცა ყოველთვის მივუთითებდით იმ კომპონენტებზე, რომლებიც გამოსასწორებელი იყო და ეს სწორედ იმიტომ, გულშემატკივრებს რაღაც ზედმეტად ფერადად რომ არ დავუხატოთ და ასეთი ჩავარდნის მერე არ მოგვიბრუნდნენ, ყველაფერი კარგად თუ იყო, რაღა მოხდაო.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი ტრანსფერი განხორციელდა, საბოლოოდ მაინც ვერ მივიღეთ ის კონტინგენტი, რომელიც ევროტურნირების ჯგუფში მოსახვედრად თამამად იბრძოლებდა. ამაში მხოლოდ ერთ კლუბს ვერ დავადანაშაულებთ, ჩვენ ისევ ფეხბურთელების მიმწოდებლად ვრჩებით, სტაბილურად გუნდების შენარჩუნება არ ხდება. გარდა ამისა, ძლიერი ლეგიონერებისა თუ ჩვენი გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერება შეუძლებელი თუნდაც იმ დროით ხდება, შემოდგომამდე რომ მიგვიყვანოს. ვარსკვლავებს არ ვითხოვთ, სომეხი ბარსეგიანის დონის მოთამაშეებზეა საუბარი...

დაცვის ხაზში კონკურენციის არარსებობაზე იმდენჯერ მივუთითეთ, გამეორებაც კი უხერხულია. ბათუმელებს საქართველოს ნაკრების თითქმის ყვლა ცენტრალური მცველი დაუკავშირეს, მაგრამ საბოლოოდ, ასე არ მოხდა.

ნებისმიერ რგოლში უფრო დიდი კონკურენციაა საჭირო, რათა წარმატებას მიაღწიო. ბათუმელებს ქართული კლუბებიდან ეს ყველაზე ნაკლებად აწუხებდათ, მაგრამ ძლიერ მეტოქესთან კარგად გამოჩნდა, უფრო დიდ ფიგურებს რა ფასი აქვს. სხვა ტიპის სირთულეებიცაა. მაგალითად, ფლამარიონი ახლა ცუდ ფორმაშია და გუნდი მისი ლიდერობის გარეშე თამაშს შეჩვეული არაა. სამწუხაროდ, ჯოვინოს რეგრესი ევროტურნირების დაწყებას დაემთხვა. მას უკვე ქართული პასპორტი აქვს, მაგრამ ამ ფორმით ვილი სანიოლს ყურადღებას რამდენად დაიმსახურებს, რთული სათქმელია...

გეგუჩაძის შეცდომები

მთავარი პრობლემა, შოკიდან ვერგამოსვლა, უკვე ვახსენეთ. გარდა ამისა, ბათუმის "დინამოს" თავკაცის მიერ შერჩეული შემადგენლობა და თამაშის სტილი მეტოქეთათვის თითქოს იოლად გასაშიფრი გახდა. ამას ისევ საკადრო რესურსამდე მივყავართ. გუნდურობისა და მრავალფეროვნების მაგალითები ჩვენი ჩემპიონიდან ნამდვილად ვერ ვნახეთ...

მატჩის შემდეგ გეგუჩაძე პასუხისმგებლობაზე საუბრობდა. მისთვის და ბათუმელი გულშემატკივრებისთვის (რომლებიც განმეორებით მატჩს მაინც იმედიანად ელიან) ეს ძალიან მტკივნეულად აღსაქმელია, თუმცა, როგორც ჩანს, გუნდში გარკვეული ეტაპი სრულდება და სიახლეებია საჭირო. სავარაუდოდ, რამდენიმე ფეხბურთელი კიდევ წავა და ესეც საკმაოდ დიდ ცვლილებებს გამოიწვევს.

Sportall.Ge

როგორ ვაგრძელებთ?

კარგია, როცა "საბურთალომ" სიხარულის საშუალება და უფლება მოგვცა, მაგრამ საკლუბო ფეხბურთში სულ შემთხვევითობის იმედად ვერ ვიქნებით. ახლა ეროვნულ ლიგას ისევ ყველა "გადაუვლის", არადა, მის მიმართ ინტერესი გაზრდილი იყო, ბევრი კარგი მატჩი და გოლი ვნახეთ, თუმცა არ იცვლება მთავარი - საერთაშორისო დონეზე ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ.

სანაკრებო წარმატებები, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი - ახლა ბევრი სასიამოვნო ხდება და გულშემატკივრები მასზე გადართვას თავისუფლად შეძლებენ, თუმცა ის, რომ იმ ქვეყნის კლუბები აღწევენ ჩვენზე მეტ წარმატებას, რომელთა ნაკრებებსაც ბევრად აღვემატებით და უფრო ნიჭიერი ფეხბურთელებიც გვყავს, ტკივილს იწვევს. ლიეტუვის საუკეთესო კლუბმა შევედეთის ჩემპიონი დაამარცხა, სომხურმა "პიუნიკმა" რუმინული "კლუჟი" კონფერენს ლიგაზე გაისტუმრა - ეს უახლესი ამბებია. ამის გაგრძელება უფრო შორსაც შეიძლება, ჩვენ კი მუდმივი ოპტიმიზმის "ტყვეობაში" ვართ.

altკოშმარი პოზნანში - ბათუმის "დინამო" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

altგეგუჩაძე: ბოდიში - ჩვენმა გუნდმა ვერაფერი ვერ აჩვენა

მკითხველის კომენტარები / 41 /
ნურავის ეწყინება და ჩვენს გარდა ყველამ ისწავლა ჭკუა, აზერებმა გააკეთეს ყარაბაღი, გუნდის მთავარი ბირთვი არის ლეგიონერები შემდეგ შეხედეს სომხებმა რომ აზერების პროექტმა გაამართლა და თვითონაც დაიწყეს ლეგიონერების ჩაყვანა ქვეყანაში, საიდან არ ყავთ ლეგიონერი ჩემპიონატში, ძალიან კვალიფიციურ სკაუტინგ პოლიტიკას ატარებენ. ჩვენ ვაწაძეთი გავაძლიერეთ გუნდი და გეგუჩაძეს რომ ეუბნებოდნენ რომ დაცვა უნდა გააძლიეროო ის პასუხობდა ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლი გვაქვს გაშვებულიო, რეალობის აღქმა არ აქვთ.
დათო
22 ივლისი 2022 14:33
1
100%
ხო სულ ესე ვართ, რატო აქამდე არაფერ არ შეიცვალა?!
ზურა
22 ივლისი 2022 22:26
0
სანამ გუნდის მარცხს წინა თამაშის შედეგის გამო შოკიდან ვერ გამოსვლას დავაბრალებთ იქ უნდა დაამთავრო ყველაფერი. ეს რა შეფასებაა? რა შოკიდან ვერ გამოვიდნენ?, საბავშვო ბაღია თუ ინდური სერიალი?. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია არცერთი ქართული კლუბი არ არის მზად ევრო ტურნირებისთვის არც მენტალურად და არც ფიზიკურად და ეს გრძელდება უსასრულოდ.
WTF
22 ივლისი 2022 12:39
0
2ვე წაგებაში დიდი ბრალი უდევს მეკარეს.არ იცის კარიდან გამოსვლა,ითიშება ღამაშის დროს,გვიან რეაგირებს დარტყმულზე,მოგერიებაში სუსტია.მარტო სიმაღლე ვერ უშველის
მიმინო
22 ივლისი 2022 15:59
2
რა ვიცი აქ ბევრი იძახდა მამარდაშვილს სჯობსო. შემთხვევითი არაფერია და იმიტომაცაა მამარდაშვილი იქ სადაცაა
ზურა
22 ივლისი 2022 17:50
0
არალი მასე
მეკარე
22 ივლისი 2022 18:52
2
თუ თავიდანვე ობიექტურად შეაფასებთ ჩვენი კლუბების დონეს ასეთი მარცხი მოულოდნელი არ იქნება. ატასი გადამეტებული შეფასება გქონდათ ჯურნალისტებს ბათუმის დინამოსი, ის რომ საქართველოს ჩემპიონატში ყველას უგებს ეგ არ ნიშნავს რომ ევროპულ კლუბების დონეს ქაჩავს. აქვე ერთ საიდუმლოსაც გეტყვით, არც აზაროვი, არც მამუჩაშვილი არც ჩაბრაძე არ არიან საშუალო ევროპული გუნდის დონის ფეხბურთელები. ამ ბათუმის დინამოდან მაქსიმუმ დავითაშვილი იყოს საშუალო დონის ზამენის ფეხბურთელი.
semi
22 ივლისი 2022 12:56
1
ერთადერთი ახსნა რატომ ტარდება საქართველოში სამოყვარულო (ოფიციალურად პროფესიული) ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში და რატომაც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ესაა ის, რომ აზიურ ტოტალიზატორებში მავანმა და მავანმა კარგი კუშები მოხსნას და შემდეგ გადაანაწილოს საკუთარ მაფიოზურ კლანში. სხვა ახსნა არ არსებობს, აბა მაყურებელი მაგას არ ესწრება და ევროტურნირებზე ჯგუფში გამოსვლა აუხდენელ ოცნებად რჩება ათწლეულებია. ფეხბურთი რომ უყვარდეთ მაგ კლანს, ფინასნურად გაჭირვებულ ნიჭიერ ბავშვებს სკოლებს შეუქმნიდნენ და აღზრდიდნენ, მაგრამ მერე ვინ უნდა ჩაიხრჩოს ფულში?
ირაკლი
22 ივლისი 2022 13:41
1
ლიეუტუვის ჟალგირისის შემადგენლობაში,რომელმაც შვედური მალმიო დაამარცხა მხოლოდ ერთი ლიეტუველი იყო ძირითადში და ისიც მეკარე.
დასკვნები თქვენთვის მომინდვია;)
ახალგაზრდა ქართველები არ გვყავს თუ რა?!
22 ივლისი 2022 13:37
2
ეხლა კრიტიკა ყველაზე უფრო ადვილია, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ბათუმი სლოვანის შოკიდან უბრალოდ ვერ "გამოძვრა"! კიდევ ჩემს აზრზე ვრჩები რომ, ლეხი არაა ის გუნდი რომელიც ბათუმის დინამოს 5-0-ს უნდა უგებდეს.მთელი მიმდინარე ჩემპიონატის და გასული ჩემპიონატიდან მოყოლებული ვწერდით რომ ბათუმის დინამოს დაცვის ხაზი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და აი ისიც.როგორ დავიჯერო ეხლა, ეს თუ რიგითმა გულშემატკივრებმა ამდენი ხნის განმავლობაში ასე დავინახეთ, გეგუჩაძემ არ იცოდა რომ აზაცკის და კობახიძის იმედად შორს ვერ წავიდოდით?ამხელა რესურსის და შესაძლებლობების მქონე გუნდისათვის რა გახდა 2 ნორმალური ცენტრალური მცველის შეძენა?კვირკველია აზერბაიჯანში გაიშვებოდა?
გულშემატკივარი
22 ივლისი 2022 12:43
4
სუუულ ამ დღეში ვიქნებით სანამ ბავშვებს ნაკლებად შეძლებული ოჯახებიდან არ ექნებათ საშუალება ივარჯიშონ ფეხბურთზე.სხვა შემთხვევაში წარმატებები გვექნება მხოლოდ ძიუდოში,ჭიდაობაში,რაგბში,მკლავჭიდში,მძლეოსნობაში.არა გჯერათ?,,აგერა ვართ ჩვენ და აგერაა გერმანია"!
jordan beli
22 ივლისი 2022 12:06
0
ბათუმის ამ ანგარიშით მარცხი წინა თამაშიდან გამოყოლილ ემოციებს შეიძლება დაბრალდეს, მაგრამ ეგ უარესიცაა და გამოდის არაპროფესიონალების ბანდა ყოფილა. დაცვის ცენტრს კი აკრიტიკებს უმეტესობა, მაგრამ ორი მაღალი და მძიმე ცენტრალური მცველი რომ ხშირად მოედნის ცენტრამდე ადის, მათ რომ ფეხბურთელები გაეპარება ფაქტია. მწვრთნელის შეცდომაა ეგ პირველ რიგში. ჯერჯერობით რაც ჩანს, გეგუჩაძე შეიძლება კარგია გუნდის ნოლიდან ასაწყობად, მაგრამ არაა საკმარისი ევროტურნირებისთვის. ჩემპიონატში არა მარტო ნორმალური ლეგიონერებია ჩამოსაყვანი, არამედ მწვრთნელების ჩამოყვანაცაა საჭირო. მაგალითად, ლეხს ნიდერლანდების და ბელგიის ჩემპიონატის გამორჩეული მწვრთნელი ყავს დანიშნული.
შუმპეტერი
22 ივლისი 2022 15:25
1
ამ უსაქმურებს და თაღლითებს მიაქვთ 500 მილიონი ხო. სამარცხვინო უსაქმური მუქთამჭამელები
გიორგი
22 ივლისი 2022 14:20
1

სიახლეები პოპულარული