კოშმარი პოზნანში - ბათუმის "დინამო" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ სტუმრად „ლეხთან“ 0:5 დამარცხდა.

„ლეხის“ წარუმატებელი სტარტის გამო შეხვედრამ დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 43 269-იან სტადიონზე 8 ათასამდე გულშემტკივარი მივიდა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და სკორაშმა შორიდან დალაშქრა კუპატაძის კარი. შემდეგ მის მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ბათუმელებმა თამაშის დალაგება ვერ შეძლეს, კონტრშეტევა გაეპარათ და მეკარესთან პირისპირ გასულმა ველდემ მიზანს ვერ უწია. 24-ე წუთზე ამარალმა მეორე გოლი გაგვიტანა, 33-ე წუთზე კი სკორაშის დარტყმული ბურთი კობახიძეს მოხვდა და რიკოშეტით მესამე
გოლი მივიღეთ.

შესვენების შემდეგ ბათუმელთა მწვრთნელმა გეგუჩაძემ ცვლილებებით თამაშის სურათის შეცვლა სცადა. აჭარულმა გუნდმა შეუტია, კონტრშეტევაზე კი კინაღამ მეოთხე გოლი გაგვიტანეს, როდესაც ველდეს დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან აზაცკიმ გამოიტანა. მერე მცველების შეცდომით ამარალმა ისარგებლა და დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში აზაროვმა შეცდომა დაუშვა და შეცვლაზე შესულმა წიტაიშვილმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, კომპენსირებულ დროში იშაკმა გამოიყენა და 0:5 გავნადგურდით.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 28 ივლისს ბათუმში ჩატარდება.

პოზნანი. „პოზნანი“

ლეხი - დინამო (ბთ) 5:0
გოლები: 1:0 სკორაში (10), 2:0 ამარალი (24), 3:0 სკორაში (33), 4:0 ამარალი (66), 5:0 იშაკი (90+4)

ლეხი: რუდკო, დუგლასი, შატკა (ჟერვინსკი 67), პერეირა, რებოჩო (კოზუბალი 89), სკორაში, კარლსტრიომი, კვეკვესკირი (სოუზა 80), ველდე (წიტაიშვილი 67), ამარალი (ჟიმჩაკი 89), იშაკი

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე (ზარია 26), კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი (ფალავანდიშვილი 71), ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (რადინი 46), დავითაშვილი (ფანცულაია 79), ფლამარიონი (ვაწაძე 46)

მკითხველის კომენტარები / 98 /
იმ ხალხს მინდა ვკითხო, ვინც ამბობს რომ ფედერაცია არაფერ შუაშიაო.
ანუ საკლუბო ფეხბურთის დაბალი დონე ფედერაციასთან არანაირ კავშირშია???
სულ მინიმუმ შუამავალი ხო მაინც უნდა იყოს სახელმწიფოსა და კლუბებს შორის და დაალაგოს სიტუაცია რომ ბიზნეს უღირდეს ჩემპიონატში ფულის ხარჯვა???
თუ კიდე აკეთებენ ამას ე.ი. არასაკმარისია, ანუ გამოდის რომ ვიღაც მეტსენატებზე ვართ დამოკიდებული, რომ უანგაროდ ჩადონ ფული ფეხბურთში???
ანუ იქნებ ვინმე მადლიანმა ჩამოიაროს???
მაშინ წინა ფედერაციას რატო აკრიტიკებდა კობი, იაშკა, ყაველა, მუჯირი და ყველა ვინც ეხლა მართავს? მაშინ იმათი ბრალი რა იყო, თუ ნაკრებზე საუბარი რავი, ამათ დროს რომ ნაკრებს შანსი ქონდა ეგეთი არ არსებობს, მაგრამ ვერც ეგ გამოვიყენეთ. მეც მომხრე ვიყავი ამათი მოსვლის, მაგრამ თუ ამათზე არაფერი ყოფილა დამოკიდებული მაშინ რა აზრი ქონდა???
ზურა
18:14 22-07-2022
0
სწორი სელექცია ჭირდება ბათუმს. ეხლა კლუბი იმ კონდიციაშია რომ აქვს უნარი 7-10 წელიწადში მყარი ფილოსოფიის გუნდად ჩამოყალიბდეს. მეტი ყურადღება ბავშვებს და უფრო მეტი განათლება აღმრზდელებს.
ბათუმი
13:40 22-07-2022
2

სიახლეები პოპულარული