"რუსების გარეშე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა აღვადგინოთ" - იაგო ხვიჩია

AutoSharing Option
პირველი არხის გადაცემა "ტაიმ აუტის" სტუმარი პარტია "გირჩის" ლიდერი, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, იაგო ხვიჩია იყო. საუბარი ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებას შეეხო:

"საქართველოში არსებობდა საბჭოთა ფეხბურთი, მაგრამ ქართული ფეხბურთი ვერ შევქმენით. შენ თუ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე არ გადიხარ, შენი გუნდები არ მონაწილეობენ თუნდაც ევროპალიგის ფინალურ ეტაპებზე, ფეხბურთი არ გაქვს...

ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით ბოლო მოლოდინი მაშინ მქონდა, როდესაც ჩვენი ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფში გავიდა, მაგრამ ეს თამაში კორონავირუსს შევწირეთ, გულშემატკივარი არ შევუშვით და ხვიჩა კვარაცხელია არ ვათამაშეთ... ეს
იყო ბოლო თამაში, როდესაც ქართულ ფეხბურთზე ვიყავი – არადა, სულ დავდიოდი, ბავშვობაშიც, მერეც, ნაკრების თამაშებზეც. მაგრამ თუ ჩვენ ყველაფერს ფუნდამენტურად არ შევცვლით, ორიოდე ტალანტის იმედად ვიქნებით, არაფერი გამოვა...

ჩემი აზრით, უნდა შევქმნათ გარემო, რომ ფინანსურ "გენიოსებს" ფეხბურთში მოსვლა მოუნდეთ. დამენეჯმენტდება ეს სფერო და მოსვლის სტიმული ექნებათ. მაგრამ ჯერ მოედანზე აზარტი უნდა დაბრუნდეს. ადრე ქართული ფეხბურთი ეთნიკურ ნიადაგზე იდგა და რუსებს, უკრაინელებს, სომხებს, ბელარუსებს, ბალტიისპირელებს ვამარცხებდით. იქ მთელი ერი იბრძოდა მოედანზე – ეს აზარტი საბჭოთა ფეხბურთის დანგრევამ გამოგვაცალა...

რუსების გარეშე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა აღვადგინოთ. თუ გვინდა, რომ მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშოთ, კონკურენცია უნდა გავაჩინოთ. თუ ეს ჩემპიონატი შეუძლებელია, ვისთანაც შესაძლებელია, იმასთან უნდა გავაკეთოთ. თორემ თბილისის და ბათუმის "დინამო“ რომ თამაშობენ, ორივე ჩემი გუნდია და ეს აზარტი არაა."

წყარო: პირველი არხი

altბათუმი ამას არ იმსახურებდა - როგორ გაგრძელდება ფეხბურთი საქართველოში?

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 45 /
ვეთანხმები იაგოს. უფრო მეტიც, მატჩამდე დინამოს ტერიტორიაზე გავმართოთ იარმარკები, შესვენებაზე კი სოფია როტარუ და ლევ ლეშენკო ვამღეროთ.
P.S. ეს ფრიდონ ინჯიას შვილია? ძალიან გავს აზრებით
დინამოელი
21:54 23-07-2022
14
სულ ასეა საქართველოში. წაკითხულის გააზრება არავის არც შეუძლია და არც აქვს სურვილი. რა კომენტარებია. გაიგეთ რას იძახის? რამდენი წელია ქართულ კლუბებს არ დაადგა საშველი, არ გინდათ დაფიქრდეთ, რამ შეიძლება შეცვალოს სიტუაცია? იძახის ადამიანი იდეას, გააზრება სჭირდება კარგად რასაც ამბობს. ფული რომ არ იდება ქართულ კლუბებში ხომ ფაქტია? რამ შეიძლება მოიტანოს ფული ფეხბურთში? ყურებადობამ, ინტერესმა. რა აინტერესებს ხალხს? სხვა ქვეყნების წინააღმდეგ თამაში და არა მაგალითად სამგურალის დამარცხება. საინტერესო იდეაა, ეს ან რამე მსგავსი, ზუსტად ასე ქენითო არ უთქვამს. არ გინდათ და ვუყუროთ როგორ ნადგურდება ჩვენი ჩემპიონი პოლონეთის არც ისე ძლიერი ჩემპიონატის ჩემპიონთან 5:0!
Modric
03:25 24-07-2022
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული