დავითაშვილი და აზაროვი სერია "ა"-ში? - მამუკა ჯუღელი ხვიჩასა და სხვა ამბებზე

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "სპორტი იმედზე" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი სტუმრობდა და "კვარას" ტრანსფერის გარდა, სხვა თემებზეც ისაუბრა, მათ შორის, ქართველი ფეხბურთელების მიმართ იტალიური კლუბების ინტერესზე:

"პირველი შეკრება ხვიჩამ საშუალოზე მაღალ დონეზე ჩაატარა. აქებენ, ვარჯიშებზე მაქსიმალურად იხარჯება. კვარაცხელია ისეთი ადამიანი და ფეხბურთელია, ის ყველაფერს შეძლებს.

ვინ რას ამბობს, ეს ერთია, რეალობა კი ისაა, რომ ხვიჩას "ნაპოლიში" 2 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ის შესწავლილი ჰყავდა "იუვენტუსსაც". გადაწყვეტილი იყო, კვარაცხელია ზაფხულში იტალიაში წავიდოდა და რუსეთ-უკრაინის ომი არაფერ შუაშია. კვარაცხელიას მიმართ სხვა ინტერესებიც იყო,
მაგრამ ჩვენ სწორება იტალიაზე გვქონდა. დაველოდოთ, მეორე შეკრებაზე რა მოხდება...

ამ წუთას ყველა საქმე გადადებული მაქვს, დავითაშვილისა და აზაროვის ტრანსფერებზე ვმუშაობ. ჩვენ ამბიციური ხალხი ვართ. მეც მინდა, მათ "არსენალსა" და "რეალში" ითამაშონ, თუმცა ეს ჩვენი ჩემპიონატიდან მარტივი არაა. ინტერესი სერია "ა"-ს გუნდებიდან არსებობს...

კობიაშვილმა ქართულ კლუბებთან დაკავშირებით ის თქვა, რასაც ხედავს. მან ფეხბურთი ძალიან მაღალ დონეზე იცის. მას ეს ბოროტი განზრახვით არ უთქვამს, აღნიშნა, რომ არ ვართ მზად, ევროტურნირებზე ხალხი გავაგიჟოთ. ამას მეც ვეთანხმები... ბათუმის "დინამომ" თუ ასე გააგრძელა, ჯგუფში მომავალში აუცილებლად შევლენ...

ფოთის "კოლხეთში" ყველაფერი რიგზეა. ცუდია, რომ ისინი ახლა ეროვნული ლიგა 3-ში არიან, თუმცა პროგრესი აუცილებლად იქნება. მე ფოთთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს, აქ გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი."

alt"ხვიჩა სალაჰს გავს, "ნაპოლის" თამაშები მაინტერესებს..." - "რეალის" ექს მწვრთნელს "კვარა" მოჰამედს აგონებს

მკითხველის კომენტარები / 19 /
ომი იმ შუაშია ჩემო მამუკა, რომ რომარა სანქციები რუბინი 18-20 მილიონის დამკლები არ იყო და მერე 10ზეც დათანხმა.
რრრ
24 ივლისი 2022 14:11
6
ომი გამო მოხდა, რომ ხვიჩამ ბათუმის დინამოში ითამაშა. ხვიჩას შეეძლო ზაფხულამდე დარჩენილიყო რუბინში, და მერე წასულიყო ნაპოლიში მაგრამ ზუსტად ომის გამო და მისი ხალხის ნერვიულობის გამო (რათქმაუნდა არ ვგულისხმობ აგრესიულ და მაგინებელ ბრბოს) დატოვა ის გუნდი და უკეთესი პირობები ვიდრე მას საქართველოს ჩემპიონატში ექნებოდა, ჩამოვდა და ტრავმის რისკების ფონზე აქ ითამაშა, ცუდ მინდვრის საფარზეც მოუწია ბევრჯერ. ბოლომდე იბრძოლა და დაიხარჯა, ნაპოლიც ყველა მის თამაშს აკვირდებოდა.
ჩვენი ჩემპიონატის დონზეც ასწია და ამისთვის გულშეატკივარს მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.
ომი რომ არა შეიძლება ზაფხულამდე რუბინში ყოფილიყო და მერე წასულიყო ნაპოლიში მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ შარშანდელისნაირი სურათი გვექნებოდა ყოველ წელს, გვეტყოდნენ მერე, მაინც არავის უნდა და ტყუილად შექმენით მისგან პელეო :)
ნუთუ არ გახსოვთ შარშან რას აკეთებდნენ რუსები.
Skeleton
24 ივლისი 2022 15:22
1
ბათუმის დინამოში გადასვლა, ხვიჩასაც გამოადგა,რუბინში სეზონი რო დაიწყო ცუდ ფორმაში იყო და გულშემატკივარი მისგან გოლებს ითხოვდა,ირონიულად გოლ ნახევარას ეძახდნენ,ასე რომ ბათუმში და ნაკრებში ჩადგა ფორმაში
სოსო
24 ივლისი 2022 17:15
0
ჯუღელი... იმედზე... ყველა სიტყვა მართალი იქნება 100%, უეჭველი გეუბნებით!
ბეტანკური
24 ივლისი 2022 17:31
4
ჯუღაევი არის მატყუარა. ომი და სანქციები რომ არა, ხვიჩა დღესაც რუბინში იქნებოდა.
ქ. გ.
24 ივლისი 2022 18:29
26
ჯუღელს 100-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი ეროვნულ ჩემპიონატში! სანამ მასზე რამეს იტყვით მასზე მეტი გააკეთეთ ჯერ ქართული ფეხბურთისთვის!
პროფესტო
24 ივლისი 2022 20:37
17
ვინმეს სჯერა ამ კაცის? მე - არა
patrioti
25 ივლისი 2022 10:04
7
გასაგებია მაგრამ ახლა მას რუსეთის ბაზარი გამოეცალა ხელიდან და უფრო არის მოსალოდნელი მართლა გაიყვანოს ხალხი დასავლეთში,ხო უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა?☺️
მას ადრე ქონდა რუსული ბაზარი და გაცილებით მეტ ფულს შოულობდა რის გამოც იქ მიყავდა ყველა,მოკლედ საკუთარ ჯიბეზე ზრუნავდა და არა ფეხბურთელების დონეზე,ახლაც ასეა მარა უკვე სხვა ბაზარზე უწევს გასვლა სადაც ნაკლები ფული ექნება მარა მოღვაწეობა უნდა გააგრძელოს რაც შესაძლოა ზოგი ჭირი მარგებელიასავით გამოვიდეს სბოლოოდ...
გომორძგუა მარგალეფც
25 ივლისი 2022 13:09
2
ბათუმიდან კვარაცხელია წაიყვანე, ახლა დავითაშვილი და აზაროვი მიმყავსო, ბარემ გეგუჩაზესაც მოუძებნე ევროპაში ადგილი და მთლად დაასახლებ ბათუმის დინამოს, ეს ხუმრობით. სინამდვილეში კი დიდებულ საქმეს აკეთებ ბატონო მამუკა, სწორედ ესაა ჩვენი გზა ფეხბურთი მწვერვალებისაკენ, რაც შეიძლება ბევრი ქართველი ევროპის ძლიერ გუნდებში და პარალელურად ნაკრებში. პარალელურად კი ბავშვთა და ახალგაზრდულ ასაკში ფულის ჩადება და ახალგაზრდა ტალანტების აღზრდა.
ჟორა გაბრიჭიძე
24 ივლისი 2022 16:00
13
აქ თუ ვერ გაზარდე ბავშვი ბევრს როგორ წაიყვან? ხვიჩა ინდივიდუალური მოვლენაა. სისტემურად ბავშვებს თუ გაზრდი იქნებ ფეხბურთიც უკეთესი გახდეს ჩვენთან, და ფულიც აქვე დატრიალდეს.
ანდრი
24 ივლისი 2022 20:30
1
კვარაში გადახდილი 10 მილიონიდან, ბათუმს რამდენი დარჩა?
გიო
24 ივლისი 2022 23:14
2
და რომც არ დარჩენოდა რაა?ჩამოვიდა კაცი უფასოთ დაეხმარა გუნდს ცალკე რეკლამაში ახლა ყველამ იცის საიდან მივიდა ნაპოლში.ზაგრების დინამოდან რამოდენიმე კაი ფეხბურთელი რომ წავიდა ახლ ტოპ 5თის გუნდებმა იციან რომ იქ კარგი ფეხბურთელბს ყიდვა შეილება.მაგრამ ბათუმს ფული მაინც დარჩებოდა საკომისიოს სახით:)
მოსეხონელი
25 ივლისი 2022 05:31
2
ხვიჩასაც მაგრად გამოადგა ბათუმი,მანდ ჩადგა ფორმაში და გოლების გატანა დაიწყო,რუბინში უჭირდა გატანა
მოსეხონელს
25 ივლისი 2022 16:43
0
ჯუღაევს გატანილი გოლები ყველა მოსყიდული მცველებით ჰქონდა,ღრუსეთის მოქალაქეა ეს ჯუღაევი და დღემდე ცივ ნიავს არ აკარებს თავის ბელად პუტინს..
andro
24 ივლისი 2022 23:14
25
'ძილეც' 'რაზბლატავალსა' :))
ანდრი
24 ივლისი 2022 20:32
11
ეეჰ წელს იყო შანსი რომ 1 ეტაპი გაევლო ბათუმს და კონფერენსზე მაინც გავიდოდა დიდი ალბათობით.თავისთავად მეორე წელს არც დავითაშვილი იქნება არც აზაროვო და კიდევ რამდენიმე სხვაც და უფრო დასისტებული ბათუმის დინამო შეგვრჩება:(
qomahi
25 ივლისი 2022 10:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული