"გუნდის მოსამზადებლად ორი დღე მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ევროპულ ტურნირებზე უფრო შორს უნდა გავიდეთ.
ძალიან რთული თამაში გვაქვს კარგ გუნდთან, მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია.
ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, შეკრული გუნდი. ერთ მოთამაშეს შეუძლია 2-3 თამაშის მოგება, მაგრამ ჩემპიონატისა და ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად კი გუნდურობა და ერთიანობაა საჭირო.
ორ ვარჯიშზე ტაქტიკურად ბევრი ვიმუშავე, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.
პრეზიდენტმა მითხრა და წუხელ გავიგე, რომ ფლორიან ტანასე გუნდიდან მიდის. ვკარგავთ დიდ მოთამაშეს, კაპიტანსა და ბოლო ორი სეზონის საუკეთესო ბომბარდირს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდეთ", - თქვა დიკამ.
შეგახსენებთ, რომ "საბურთალოს" საშინაო მატჩი 1:0 აქვს მოგებული. განმეორებითი შეხვედრა ბუქარესტში ხვალ, 21:30 საათზე დაიწყება.
"საბურთალოსთან" მატჩის წინ "სტიაუას" ახალმა მწვრთნელმა გარანტია მოითხოვა