Geo Team: თბილისის "დინამოს" შეძენა თურქულ გრანდს სურს

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" შეძენით თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთი გრანდია დაინტერესებული და ამის შესახებ ისინი ოფიციალურ წინადადებას ამზადებენ.

შეგახსენებთ, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

alt"ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც..." - ფიფიამ "დინამოს" გაყიდვის ამბავი დაადასტურა და ასევე უპრეცედენტო გადაწყვეტილება გვამცნო

მკითხველის კომენტარები / 52 /
უცხოელი არა, მაგას ისევ ფიფია სჯობს.
ამო
29 ივლისი 2022 09:38
0
დინამოს სტადიონი მთელმა ერმა ააშენა. ის უნდა ეკუთვნოდეს ქალაქს. ეხლა იმ თურქმა/რუსმა/პაპუასმა რომ იყიდოს დინამო, სტადიონიც დარჩება და უზარმაზარი მიწები დიღომში. სახლები რომ ააშენოს ან ბაზრობა გახსნას, კანონით ხომ ვერ შეედავები? ამიტომ, ფიფიამ ჯერ სტადიონი დაუბრუნოს ქალაქს, მერე პირობა დაიდოს რომ ბაზა დარჩება 50 წელი. ამის მერე გინდა გაყიდე, გინდა იყიდე.
ჰაჰა
29 ივლისი 2022 09:25
1
დინამოს სტადიონი სახელმწიფო საკუთრებაა და იჯარით აქვს კლუბს აღებული, გარდა ამისა, სტადიონის ტერიტორიაზე გახსნილია ავეჯის, ღამის კლუბი,სამედიცინო ნაწარმის და ათასი არასპორტული დანიშნულების ბიზნესები, არცერქვეყქნაში არ ხდება მსგავსი რამ, ჯობია ისევ თურქებმა მიხედონ, გახსნან სპორტული სექციები!
სააკაძე
29 ივლისი 2022 10:19
7
ეჰაა დიადო ვეტერანებო ხმა არ ამოიღოთ ოღონდ ვინმეს რამე არ ეწყინოს დინამო გინდვსულ გამქრალა არა?! 1500 წლის წინ თასების თასი გვაქვს მოგებული ჩვენ, აპაა!!! შე საცოდავო თბილისის დინამო რა დღეში ხარ!!!
S.O.S.
29 ივლისი 2022 09:04
0
რატომ ღირს თბილისიდან გაფრენა უფრო ძვირი ვიდრე ქუთაისიდან? თბილისის აეროპორტი ეკუთვით თურქებს და ბილეთიდან 40% იღებენ ეგენი, ეგეთი რამე არსად არ ხდება, თურქების ხელში არაფერი უნდა მოხვდეს
მეკარე
29 ივლისი 2022 07:13
0
zura222-ს,
ისტორიის მანძილზე ბევრ მიწაზე ბევრ სხვადასხვა ქვეყანას ჰქონია პრეტენზია, მაგრამ ცივილიზაციის განვითარების რაღაც ეტაპზე, დამთავარდა დაპყრობები (რამდენიმე ველურ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით), ქვეყნებმა აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული საზღვრები და პატივს სცემენ მას. საქართველო, მის საზღვრებს, როგორც თვითონ საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს, ისევე აღიარებს და პატივს სცემს თანამედროვე თურქეთიც. წარსულში სხვა დრო იყო და დროსთან ერთად განვითარდნენ ისინი და ბევრად ცივილურად იქცევიან დღეს, ვიდრე თქვენს მიერ მათთან გათანაბრებული რუსები. თურქეთი ასევე აქტიურად გვიჭერს მხარს ნატოში ინტეგრაციის კუთხით (ანუ "სამშვიდობოზე" გასვლაში). ზოგადად, ქვეყნებს საკუთარი ინტერესები აქვთ და ეს გასაგებია, მაგრამ ცოტა ჩვენც უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და თურქეთთან კარგი პარტნიორობის ჩამოყალიბება შეიძლება, ისე, რომ ორივემ მოვიგოთ. (მე შეიძლება შვეიცარიასთან მირჩევნია, მაგრამ მეზობლად დიდი არჩევანი არ გვაქვს).
პ.ს. რუსული პროპაგანდა აქტიურად ცდილობს ხოლმე, რომ რუსეთი და თურქეთი გაათანაბროს, რადგან ამით, ერთის მხრივ, თურქეთთან გაგვიფუჭონ ურთიერთობა და მეორეს მხრივ, რუსეთის სიბოროტის განეიტრალება მოახდინონ. ასე რომ, ეცადეთ არ მოექცეთ მათი გავლენის ქვეშ. წარმატებებს გისურვებთ!
Vertical
29 ივლისი 2022 06:27
4
სიმართლე, თუ გვინდა ეს არის. როცა რაიმეს ვაპირებთ უნდა გავითვალისწინოთ მარტო წარსული კი არა არამედ დღევანდელი რეალობა და მომავალი, თორემ ალია და ოსმანა, რომ ორივე თათარია, ეს სიბრძნე წინაპრებმა დაგვიტოვეს. დღეს ალია მაგივრად, ვანია შეიძლება დაგვეწერა.
გიზოგ
29 ივლისი 2022 11:29
1
ილუზიაში ხარ, თურქეთი ისეთივე მტაცებელია როგორიც იყო ისტორიულად , უბრალოდ დაპყრობის მეთოდი შეცვალა უფრო "ცივილიზებული" გახადა,ის პირველ რიგში თავის ინტერესებზე იფიქრებს და არა დინამოს აღორძინებაზე და ქართველ გულშემატკივრებზე
მიხო
29 ივლისი 2022 11:08
2
რა თურქები,თქვენ ხომ არ გაგიჟდით.ვეტერანებმა ეს წელი ჩაამთავრა უკვე ეხლა 2023წლის 13 მაისს ელოდებიან.13მაისის და ტკბილი მოგონებების გარდა სხვა არ ადარდებთ არაფერი.და გუნდი,რომელმაც წარმატება მოუტანა რო იღუპება ეგ ანაღვლე.
კახა ქ.
29 ივლისი 2022 05:12
0
შეიქმნას ფონდი, და თითოეულმა მოქალაქემ ვისაც სურვილი აქვს ჩარიცხოსთანხა, შესაბამისი მფლობელობის პროცენტი მიიღოს და ქართული კლლუბი ქართველ ხალხს ეკუთვნოდეს ეგ იქნება ძალიან კარგი
გნ
29 ივლისი 2022 02:16
3
ვაი შენს პატრონს
feola
29 ივლისი 2022 03:18
4
ნეტავ რას იტყოდით რუსს რო უნდოდეს და შეეძლოს ყიდვა? ნახევარი საქართველო ნაყიდი აქვთ და მეორე ნახევარი დაპყრობილი. თქვენ კი უნიჭო რუსულ პოპს უსმენთ უპრობლემოდ. რა რუსი ის თურქიც.
გიორგი
29 ივლისი 2022 02:07
4
იგივეს ვიტყოდით მეგობარო. რატომ ასეთი დამოკიდებულება? რუსი მითუმეტეს არ მინდა. თურქი, რომ იძენს ამაში კი არაა საქმე, ფარმკლუბად უნდათ გადააქციონ და ეგ კლუბის გაუქმებას ნიშნავს. ამიტომ სანამ კომენტარს დაწერ - იქნებ გაერკვე ჯერ, ვიდრე პოლიტიკაში წახვალ და მიმართულებას შეუცვლი სუფთა სპორტულ საკითხს...
ზურა
29 ივლისი 2022 08:48
0
ერთიშეწვი მეორე მოხარშე მაგრამ თუ ვერ ხედავ განსხვავებას ინტელქტან პრობლემა გაქ?200 წელი ყავდი დაპყრობილი რუსეთს მაგრამ ქართულად წერდი და და ქრთულად ქმნიდი ცეკვავდი და მღეროდი ქართულად და ქართულად ადიდებდი უფალს.ხოლო 100 წელი არაა რაც ტაოკლარჯეთი აღარ გვაქ და იქ ქართულის ჭაჭანება არაა.
მოსეხონელი
29 ივლისი 2022 05:27
3
აქ ზოგიერთი წუწუნებდა კალაძემ არ იყიდოსო, ხოდა იმ ზოგიერთებმა მიირთვით ეხლა რძე და ყველი
საქართველო
29 ივლისი 2022 00:48
2
ასეა ძმაო, ქართველს მეტი საშუალება არ აქვს და.. უცხოელი არ გვინდა. სულ ასეთ დღეში ვიქნებით.. სხვა წინადადებებს დაველოდოთ. დავიჯერო დინამო არავის უნდა ?? ბიძინა იყიდე რა იქნება ან კახი ..
ილია
29 ივლისი 2022 00:32
11
ჰო, დინამო არავის უნდა. არც ტორპედო და არც სპარტაკი. სსრკ დაიშალა და აღარც აღდგება. დაივიწყეთ.
გიორგი
29 ივლისი 2022 02:10
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული