"ხვიჩა დიდი ვარსკვლავი გახდება! მისი მონაწილეობით "ნაპოლის" ამხანაგურ მატჩებს ვუყურე და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა! ეს მხოლოდ წინასასეზონო მატჩებია, მაგრამ უკვე ცხადია, რომ მას იქ თამაში შეუძლია!
თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი, როდესაც პირველად ეს ბავშვი ვნახე და მაშინვე მივხვდი, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია! ვარჯიშების შემდეგ ხვიჩა მოედანზე რჩებოდა, კიდევ უფრო მეტს მუშაობდა და სხვადასხვა დარტყმას ხვეწდა. მას მხოლოდ ფეხბურთი უნდა, ამით ცხოვრობს და მეტი არაფერი!
ვურჩიე თუ არა სიომინს მე კვარაცხელიას წაყვანა? – კი, მაგრამ პალიჩმა ჯერ თვითონ გაიგო ხვიჩას შესახებ, მერე კი დამირეკა და მკითხა, ვიცოდი თუ არა მის შესახებ. ეს ჩვეულებრივი და მიღებული პრაქტიკაა. შემდეგ კი მას კვარაცხელია ვურჩიე. პალიჩთან კარგი ურთიერთობა მაქვს, არასდროს მომიტყუებია და არც ვატყუებ. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს როგორც ცხოვრებაში, ასევე წმინდა სამუშაო საკითხებში.
მოერგება თუ არა იტალიურ ფეხბურთს კვარაცხელია? იტალიური ფეხბურთი აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. ახლა ცოტა უფრო ადვილია იქ თამაში. ხვიჩა ტექნიკურია, სწრაფია და, აქედან გამომდინარე, რთულია ასეთ ფეხბურთელებთან თამაში. მას აქვს ძალაც და გამძლეობაც. ყველაფერი მასთანაა!
არის თუ არა კვარაცხელია ბოლო დროის ქართული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი? – არა. შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეც ძალიან კარგი ფეხბურთელია. საქართველოში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა. სხვათა შორის, მალე ჩვენს ქვეყანაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, ნახავთ, რა ძლიერი თაობა გვყავს. ტურნირს მთელი ქვეყანა ელოდება", – ამბობს ჯანაშია.
ხარაიშვილი კი ყველამ ჩამოწერა არადა ძაან მაგარი ფეხბურთელია... რონსლფო მაგ ასაკში მაგარი იყოო რო ამბობთ პორტუგალიაში რო დაბადებულიუო კვსრა 18 წლის ასაკში პორტუში ითამაშებდა და იქიდან 21 წლის ასაკში ქე გადსვიდოდა რეალში
ჩაკვეტაძეს რათქმაუნდა ჩემი პატივისცემა, უბრალოდ იმ წლებში როცა ჩაკვეტაძეზე იყო აჟიოტაჟი, მე ძალიან მშვიდად ვუყურებდი ამ ყველაფერს, ჩემთვის არიყო საკმარისი ანდორას და ყაზახეთის კარში გატანილი გოლები, იმისთვის, რომ ავღფრთოვანებულიყავი მისით ზედმეტად. როცა ტრავმა მიიღო, როცა რთული პერიოდი ჰქონდა ყველაზე მეტად ვიცავდი და ზუსტად ის ხალხი უვლიდა ზედ, მაშინ რომ აქებდა.
ჩემთვის ჩაკვეტაძე ჩვეულებრივი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც რათქმაუნდა აქვს პოტენციალი ავიდეს მაღალ დონეზე.
მაგრამ კვარა საერთოდ სხვა განზომილებაა ჩემთვის. რაც გამოჩნდა იმის მერეც ეგრე ვარ, თამაშს რომ ჩააგდებდა რუბინში და ლანძღავდით აქ, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ რომელიმე ჩავარდნილი თამაში ან ვერ გატანილი გოლი მის ნიჭს დააკნინებდა.
ვიცი ბევრი ხართ ჩასაფრებული და როგორც კი ერთ თამაშში ვერ გაიტანს ისევ გამოხვალთ "სცენაზე", მაგრამ ეგ არაფერი...
როგორაც არ უნდა წავიდეს მისი კარიერა, ყოველთვის დარჩება იმ დიდი ფეხბურთელების გვერდით ჩემთვის, ვინც მიყვარდა და ვაფასებ დღემდე.
ჩაკვეტაძის კი რა მოგახსენოთ, საუბედუროდ მისი მატარებელი უკვე წავიდა.