დავითაშვილი "ბორდოში" ვერ წარადგინეს - სახელფასო განაკვეთი ჯერ არ შემცირებულა

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს ფრანგულმა "ბორდომ" 4 ფეხბურთელი წარადგინა - მცველები იოან ბარბეტი, ვიტალ ნ'სიმბა, კლემენტ მიშლენი და ფორვარდი ალიო ბაჯი. ბათუმის "დინამოდან" იჯარითა და გამოსყიდვის უფლებით შეძენილმა ქართველმა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, კონტრაქტი გააფორმა, რაც LFP-ს (საფრანგეთის საფეხბურთო ლიგა) გადაეგზავნა, თუმცა "ბორდომ" ფეხბურთელის გაფორმება ვერ შეძლო, რისი მიზეზიც sudouest-ის თანახმად, ფრანგულ კლუბებში დაწესებული სახელფასო განაკვეთია, რომელიც უნდა შემცირებულიყო.

L'Equipe-ი წერს, იოან ბარბეტი და ვიტალ ნ'სიმბა ანაზღაურების შემცირება/გადავადებას დათანხმდნენ, რათა კლუბს სხვა ტრანსფერის უფლება მიეცეს. ცნობილი ფრანგული გამოცემა
ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის ალბათობას თავიდანვე მხოლოდ ამ ვითარების გათვალისწინებით უშვებდა.

შეგახსენებთ, დავითაშვილის "ლორიენში" ტრანსფერი არაევროკავშირელის ლიმიტის გამო ვერ შედგა. იმედია, "ბორდოში" არსებული საკითხი მოგვარდება და ზურიკო რეგისტრაციასა და თამაშს უმოკლეს დროში მოახერხებს. 

altზურიკო დავითაშვილი ბათუმის "დინამოს" დაემშვიდობა

altL'Équipe: დავითაშვილი კარიერას ცნობილ ფრანგულ კლუბში გააგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 10 /
ავაზა ძალიან ბნელი ხარ ფეხბურთში, ბნელი თუ არა ბოღმა ხარ!
თენგო
03 სექტემბერი 2022 17:01
0
კიი, დაბოღმილიც ვარ და გაბრაზებულიც, ევრო თასებზე ქართული კლუბები რომ აპრიწუწობენ. ფიზიკური გამძლეობითაც ძალზედ ჩამოვრჩებით, ათლეტურადაც და კლასითაც.
ავაზა
03 სექტემბერი 2022 20:15
0
საფრანგეთის მეორე ლიგა არამარა, საქართველოს უმაღლესი ლიგისთვის ჰაჰა, კარგ ფეხბურთელად ჩაითვლება, ჰოდა დარჩეს აქ. სიმართლე ასეთია და თუ არ გჯერათ, ქართული გუნდების, ევროპულ შეჯიბრების შედეგებს გადახედეთ.
ავაზა
02 სექტემბერი 2022 17:51
4
Ise am temaze vinmem komentari ar unda gaaketos an agentma an vinmem kompetenturma da saqmeshi chaxedulma adamianma ra xdeba boloboloo?mteli tvea zuriko safrangetshi gadadis da ver egirsa es bichi da misi gulshematkivrebi am ambavs...
Givi
02 სექტემბერი 2022 17:33
0
ძალიან არადამაჯერებელი არგუმენტია მოყვანილი,ადრე არ იცოდნენ ეს წესია თუ კანონი? ასე არ კეთდება კონტრაქტი,რომ მერე იგებდნენ დამატებით პრობლემებს.ეს უკვე დიდი არაპროფესიონალიზმი გამოდის და ნუთუ ბორდო ასეთი დონის გუნდია რომ ჯერ მოაწერა ხელი და მერე გაიგეს პრობლემებზე? ასეთი რამე არ ხდება,გამორიცხულია. კითხეთ აგენტებს,იურისტებს,ყველა დაგიდასტურებთ რომ ასე საქმე არ კეთდება.ძალიან ცოდოა ეს ბიჭი უკვე,რა აქვს ვინმეს სახვეწარი.
გია
02 სექტემბერი 2022 14:38
0
Raga es da raga chveni sakaladburto nakrebi vin dawkevlat asee...
Givi
02 სექტემბერი 2022 13:41
0
:')
დემე
02 სექტემბერი 2022 13:17
0
ზურიკო კარგი ფეხბურთელია ნამდვილად და წარმატებებს ვუსურვებ ზოგიერთი წერს რომ საფრანგეთის ლიგა-2 ში გადასვლა არ ღირდაო ჯერ ერთი საფრანგეთის ლიგა 2 ბევრ საშუალო დონის ევროპულ ლიგას ჯობია მეორე ბორდო ისეთი გუნდია რომელიც იბრძოლებს ლიგა-1ში დაბრუნდებისთვის და მე 3 ჯერ საფრანგეთის ლიგა 2 ში დამტკიცოს თავისი შესაძლებლობები და იქ ითამაშოს მაღალ დონეზე შედეგიანად და შემდეგ თუ ბორდო ვერ გადავა ლიგა 2 ში ზურიკოს კარგ თამაშს არავინ დაუკარგავს და მაღალი დონის ლიგებიდანაც იქნდება დაინტერესება და ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ რომ ზურიკო არ მისულა იქ ბარსელონადან ან აიაქსიდან მივიდა ბათუმის დინამოდან და იქამდე როტორში და ტულაში თამაშობდა და როტორს ტულას და რუბინს ბორდო რომ ბევრად ჯობს და საფრანგეთის თუნდაც ლიგა 2 ი მგონი ამაში არავინ შემეკამეთბით ვინც ფეხბურთი იცის გაცილებით უკეთეს გუნდში წავიდა ვიდრე აქამდე იყო.
გოჩა
02 სექტემბერი 2022 12:58
0
დავითაშვილის დონის ფეხბურთელისთვის რატომაა სახვეწარი ლიგა 2 ის გუნდი? აგენტი ყავს გადასარევი პირდაპირ
ფფფ
02 სექტემბერი 2022 12:44
5
აგენტთან რა გინდა. კიდევ კარგად შეინახა რუსეთის პირველობაზე, ამდენი წელი.
ავაზა
02 სექტემბერი 2022 17:57
0

სიახლეები პოპულარული