ქეცბაია ფრანგით გაძლიერდა და იწყებს - მნიშვნელობა საქართველოსთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "ერთა ლიგის" B დივიზიონსა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშის უფლება გაინაღდა, ახლა კი მთავარი ისაა, C ლიგის ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულებიდან, ნახევარფინალები როგორ დაკომპლექტდება. ოთხივე პრეტენდენტი ვიცით - საქართველოს, თურქეთი, საბერძნეთი, ყაზახეთი - თუმცა, ყველაფრის დასრულებას ველით, რათა წყვილები შედგეს. მოგეხსენებათ, საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მეოთხეს უმასპინძლებს, მეორე კი - მესამეს. აქედან გამომდინარე, თითოეულ ქულასა და გოლს დიდი მნიშვნელობა აქვს.

მეხუთე ტურის შეხვედრა საბერძნეთის ნაკრებს ჯერ არ ჩაუტარებია. ბერძნები დღეს, 24 სექტემბერს (22:45 სთ), კვიპროსს ესტუმრებიან. ეს მატჩი
ჩვენთვის კიდევ უფრო საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და სადებიუტო დაპირისპირება ექნება.

ქეცბაიას გუნდს 4 შეხვედრის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვს და მათი მთავარი მიზანი ისაა, ქვედა დივიზიონში არ დაქვეითდნენ. ამ საქმეში მთავარი კონკურენტი ჩრდ. ირლანდიის ნაკრებია, კოსოვოელებს კი, რომელსაც ქართველი სპეციალისტის შეგირდები უკანასკნელ ტურში ესტუმრებიან, 6 ქულა აქვთ.

Sportall.Ge

კვიპროსის ნაკრებში ერთი სიახლეა. ქეცბაიამ ქვეყნის ჩემპიონ "აპოლონის" 35 წლის მცველი, ვალენტინ რობერჟი გამოიძახა. წარმოშობით ფრანგმა კვიპროსული პასპორტი ახლახან აიღო.

თუკი "ერთა ლიგის" პლეი-ოფში ესტონეთის ნაკრების ძლევას არ ჩავთვლით, კვიპროსელებს ძალიან ცუდი დროება უდგათ, ისინი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში რუსეთის ნაკრებთან გამანადგურებელი ანგარიშით (0:6) დამარცხდნენ და ნაკლები დღე არც მალტელებისგან დაჰყრიათ (0:3). მათი ერთადერთი გამონათება სლოვენიის ნაკრებთან მოგება (1:0) იყო.

ასე რომ, ორმაგი მოტივაცია გვაქვს, თემურ ქეცბაიას ვუქომაგოთ, "ერთა ლიგის" ნახევარფინალის (ერთმატჩიანი) ისევ თბილისში თამაში თუ გვსურს, კონკურენტებს (ამ შემთხვევაში ბერძნებს) უნდა ვაჯობოთ. აქვე, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - თუკი "ერთა ლიგის" პლეი-ოფში გასული რომელიმე ნაკრები ევროპირველობაზე შესარჩევი ეტაპიდან გავა, მაშინ პლეი-ოფში მას სხვა ჩაანაცვლებს.

altქეცბაიას წარმატების გასაღები, საკადრო რესურსი და მნიშვნელობა საქართველოს ნაკრებისთვის

მკითხველის კომენტარები / 12 /
რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ კვიპროსი ბერძნებს ქულებს დააკარგვინებს. ქეცბაიას ფაქტორიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ რომ ბერძნებმა საერთოდ წააგონ ეს თამაში... ჩემი პროგნოზია 0:0 ან 1:0 კვიპროსის სასარგებლოდ!
უნივერსალი
24 სექტემბერი 2022 18:11
0
კაი პროგნოზი გამოგივიდათ
გიორგი777
25 სექტემბერი 2022 00:46
0
ღმერთმა ქნას, რომ საქართველო ევროპაზე შესარჩევის ჯგუფიდან გავიდეს და ეს ერთა ლიგა არ დაგვჭირდეს. :)
ქუთაისელი
24 სექტემბერი 2022 17:26
0
ეგ ქარტველების ნამუსზე იყოს
pepe
24 სექტემბერი 2022 15:29
0
წარმატებები ჯიგარ ყოველტვის კარგი გიკეტებია ქვეყნისტვის გააკეტებ კიდევაც ვერ გაფასებტ ისე როგორც გეკუტვნის მარა გმერტი დაგლოცავს წარმატებები
kaka
24 სექტემბერი 2022 15:28
0
ra pleiofi,chven shesarchevidan unda gavidet pirdapir.erta liga turqebs qondet.geniosi kvara ufalma kargad gvimyofos da gamoushvit vinc gindat jgufshi.evropas naxet ras gavakvirvebt.magari taoba movida da modis.
Gia
24 სექტემბერი 2022 13:36
3
მიდიი თემოო! წარმატებები,გგულშემატკივრობთ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
24 სექტემბერი 2022 13:35
0
Პირველი ადგილი კარგია, მაგრამ არა გადაწყვეტი, ფინალი მაინც მოგვიწევს თურქებტან ან ბერძებთან. Მე ისიც მგონია რომ თურქეთი შესარჩევიდან გავა დიდი ალბათობიტ და სავარაუდოდ სხვას შევხდებით.ასე მოხდება 70% ბერძნების შემთხვევაში.
Გაბო
24 სექტემბერი 2022 11:52
1
Პირველი ადგილი კარგია, მაგრამ არა გადაწყვეტი, ფინალი მაინც მოგვიწევს თურქებტან ან ბერძებთან. Მე ისიც მგონია რომ თურქეთი შესარჩევიდან გავა დიდი ალბათობიტ და სავარაუდოდ სხვას შევხდებით.ასე მოხდება 70% ბერძნების შემთხვევაში.
Გაბო
24 სექტემბერი 2022 11:44
1
ბერძნებმა ამ ორი თამაშიდან 1 ფრე რომ ითამაშოს მორჩა მინიმუმ მეორე ადგილი და სახლში თამაში განაღდევული გვაქვს ! და შეიძლება პირველიც დავითრიოთ--ფარერები აღარაა ის გუნდი სახლში 5-6-8 ნოლებს რომ აგებდა და იმედი მაქვს თუ წააგებენ 1 ბურთით წაქაგებენ და ჩვენ გიბრალტარს 4 ბურთით რომ მოვუგოთ პირველზე გავალთ და სახლსი ყაზახებს შევხვდებით !
zura222
24 სექტემბერი 2022 11:25
1
მიდი თემურ კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთე საქართველოსთვის---წაართვი ქულები ბერძნებს და მერე პატივისცემა ჩვენზე იყოს ((((
zura222
24 სექტემბერი 2022 10:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული