Hull City-ის საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ შოთა არველაძე გაათავისუფლა.
"შოთა და პეტერი გვტოვებენ ჩვენი მადლიერებით, უდიდესი პატივისცემა მათ და მომავალში კეთილი სურვილები".
"ჰალმა" სეზონი კარგად დაიწო და საწყის 4 ტურში არ დამარცხდა (2 მოიგო და 2-იც ფრედ ითამაშა), ამის შემდეგ კი 6 შეხვედრიდან 5-ში დამარცხდნენ და როგორც ჩანს, ეს ქართველი სპეციალისტისთვის უპატიებელი აღმოჩნდა...
ჯამში არველაძემ ინგლისურ გუნდში 30 თამაში ჩაატარა, საიდანაც 9 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 15 წააგო.
„ჰალ სიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, აარონ მაკლინმა შოთა არველაძეზე ისაუბრა.
„თუ ჰალ სიტის ქომაგი ხარ და სუონსისთან მატჩის შემდეგ, მისი ინტერვიუ ნახე, არ მგონია, შენი რწმენა გაზრდილიყო. ამ მომენტში, იგი დამარცხებული ადამიანივით ლაპარაკობს [loser] და როცა მწვრთნელს ვუყურებ, ვფიქრობ: „რამე მომეცი, რასაც ჩავეჭიდები და რწმენა მექნება."
სამწუხაროდ, მისი თავდაჯერებულობა დაბალ წერტილში იმყოფება და ეს ფეხბურთელებზეც ისახება. სუონსისთან მატჩი 0:3 დასრულდა. დიახ, რამდენიმე გოლი შეცდომის შედეგად გავიდა, მაგრამ მეტოქეს 6 ან 7 ბურთი უნდა შეეგდო. 0:3-ზე ჰალ სიტი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ბედნიერი იყო, რომ ამ ანგარიშით აგებდა და ამ მატჩის სადავეები ვეფხვებმა საწყის 6 წუთში გაუშვეს ხელიდან“.
(CrystalSports.ge)