"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.

ჟორდანიას თქმით, სპალეტის გუნდი ცუდად არ გამოიყურება და "პარტენოპეის" ღირსებას ბევრი კარგი ფეხბუთელი იცავს, თუმცა ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია

"ნაპოლიში" ცუდი ფეხბურთელები არ თამაშობენ, თუნდაც პოლიტანო, ზელინსკი, ზამბო ანგისა, ოსიმენი, საერთო ჯამში მაინც, უნდა შევთანხმდეთ, რომ იტალიაში სულ რამდენიმე ძალიან დიდი კლუბია: მილანი, ინტერი, იუვენტუსი, რაც შეეხება "ნაპოლის", მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი სოფლის გუნდი კვარაცხელიას გარეშე, თუ მათ
ხვიჩას დავუმატებთ, საქმე ძალიან სერიოზულ გუნდთან გვექნება" - განაცხადა ჟორდანიამ.

შეგახსენებთ, მერაბ ჟორდანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს 1998 წლიდან 2005 წლამდე იკავებდა.

alt"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

alt"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

 

მკითხველის კომენტარები / 51 /
კაცი დაბერდა, თან რამდენიმე გუნდის პრეზიდენტი იყო და ასე თქმა რომ არ შეიძლება ეს ვერ გაუგია!
დავით 67
02 ოქტომბერი 2022 17:25
3
ასეთი შეფასება არაობიექტურიცაა და არაეთიკურიც. ჯერ ერთი, ნაპოლი თუ სოფლის გუნდია ჩვენი გუნდები რაღა გამოდიან? მეორე, ხვიჩას ეფექტი საგრძნობია, მაგრამ ნაპოლი კარგ გუნდურ ფეხბურთს თამაშობს. ასეთი კომენტარები არავის მატებს სოლიდურობას.
თენგაბი
02 ოქტომბერი 2022 15:30
0
ნაპოლის ფეხბურთელების საერთო ჯამური ფასი ხვიჩას გარეშე არის დაახლოებით $500 მილიონი ანუ 1.5 მილიარდი ლარი. შედარებისათვის საქართველოს დედაქალაქის მთლიანი ბიუჯეტი არის ასევე 1.5 მილიარდი ლარი. ერთი რიგითი "სოფლის გუნდის" ფასი როცა 1.5 მილიონიანი ქალაქის ბიუჯეტის ტოლფასია დასკვნები ყველამ თვითონ გამოიტანოს.
Spaletti
02 ოქტომბერი 2022 16:55
0
რა აუცილებელია შეურაცხოფა მიაყენო ნაპოლის ფეხბურთელებს. თამაშს ერთი ფეხბურთელი ვერ მოიგებს.
ზაქრო
02 ოქტომბერი 2022 13:58
1
რა საჭიროა ახლა ეგეთები, კარგით რა.
თვითონ ხვიჩა მსგავსს არაფერს ფიქრობს და რატომ უჩენენ მტრებს აქედან ამ არაჩვეულებრივ ბიჭს, ვგიჟდები რა
!!
02 ოქტომბერი 2022 14:04
2
ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს! ჯერ ერთი იმიტომ რომ ობიექტურად ნაპოლი დაბალანსებული გუნდია, მეორეც დინამოზე რომ ეთქვა ვინმეს ჩისკოს გარეშე სოფლის გუნდიაო (რაც სიმართლეს შეესაბამება) გაგვისწორდებოდა!?
ეხ, მერაბჩიკ, მერაბჩიკ ....
ძველი გულშემატკივარი
02 ოქტომბერი 2022 13:55
2
მაგრა აჭრაჭუნებს.კოდალაა და უკაკუნებს.რა გინდათ.გაუცინე,გაიარე.ეგაა რა
გელა
02 ოქტომბერი 2022 17:23
2
მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ფეხბურთისგან ძალიან შორს დგას და როცა თამაშობდა, მაშინაც შორს იდგა.
ცვეტში
02 ოქტომბერი 2022 18:52
0
მაშინ ქართული კლუბები ნასოფლარის გუნდები ყოფილა. ძალიან გადამეტებული შეფასებაა
David
02 ოქტომბერი 2022 14:07
0
ეგ დინამოს დუბლებში ვისაც აქვს ნათამაშევი, იმისი გადმოსახედიდან ჩანს ეგრე ))
ვვვ
02 ოქტომბერი 2022 14:03
1
ნაპოლიზე დიდი წარმოდგენის ნამდვილად არ ვარ, მაგრამ როდესაც კაცი ასე აზროვნებს და მეტყველებს საერთოდ ფეხბურთში რა ესაქმება ვერ ვხვდები. შენი პრეზიდენტობის დროს იყო ფედერაცია მართლაც, რომ სოფლის კლუბი იყო.
H
02 ოქტომბერი 2022 14:40
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული