"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.

ჟორდანიას თქმით, სპალეტის გუნდი ცუდად არ გამოიყურება და "პარტენოპეის" ღირსებას ბევრი კარგი ფეხბუთელი იცავს, თუმცა ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია

"ნაპოლიში" ცუდი ფეხბურთელები არ თამაშობენ, თუნდაც პოლიტანო, ზელინსკი, ზამბო ანგისა, ოსიმენი, საერთო ჯამში მაინც, უნდა შევთანხმდეთ, რომ იტალიაში სულ რამდენიმე ძალიან დიდი კლუბია: მილანი, ინტერი, იუვენტუსი, რაც შეეხება "ნაპოლის", მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი სოფლის გუნდი კვარაცხელიას გარეშე, თუ მათ
ხვიჩას დავუმატებთ, საქმე ძალიან სერიოზულ გუნდთან გვექნება" - განაცხადა ჟორდანიამ.

შეგახსენებთ, მერაბ ჟორდანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს 1998 წლიდან 2005 წლამდე იკავებდა.

alt"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

alt"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

 

მკითხველის კომენტარები / 51 /
კითხვა რატომ გადავიდა სოფლის გუნდში სამეფო გუნდი არ ჯობდა? :)
ნოდო
02 ოქტომბერი 2022 14:31
3
მარადონა თურმე სოფლის გუნდში თამაშობდა? ეს კაცი წამლებს სვაამს?
იმერელი
02 ოქტომბერი 2022 19:10
0
კლუბს , სადაც მარადონა და კარეკა თამაშაობდნენ *სოფლის გუნდს* რომ დაარქმევ , მართლა დაქნეული ხარ !)
კახა
02 ოქტომბერი 2022 21:47
1
რა უბედურებაა, რა მდაბიო შეფასება - ,,სოფლის გუნდი". მაგ გუნდმავ აიყვანა კვარაცხელია, როცა სხვები ქართველს ეჭვის თვალით უყურებდნენ. ეგ გუნდი ხელს უწყობს მის განვითარებას, მასზე ზრუნავს, გულშემატკივარმა შეიყვარა და ცოტა მეტი მადლიერება არ გვაწყენდა... არც ტაქტი ქონია ამ კაცს სხვა დანარჩენ ღირებულებებთან ერთად...
რამაზი
02 ოქტომბერი 2022 21:36
0
საინტერესოა დაბოლილი იყო თუ წამლის ქვეშ
ვა რა დონეა
02 ოქტომბერი 2022 21:47
1
სოფლელი შენ ხარ
გელა
02 ოქტომბერი 2022 19:24
2
ხო, თუ ნაპოლი ეგაა სიმონ, მაშინ დინამო თბილისი, (ეხ რა სახელს არცხვენენ) არის; სოფლაბჭოსთან არსებული სანეპკავშირის, ცეკავშირის და ბუნებრივი სასუქის, (ანუ ნეხვის) სასაწყობო კორპორაციის სახელობის გუნდი.
თბილისის სასცნის.სახ. დინამო! . მის სტადიონს კი, ჯავა ჰარლალ ნერუს სახელობის სტადიონი უნდა ერქვას. დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე მერჰაბ ჟორჟ დანიან დე კაკალია.
კ ო მ ბ ო ს ტ ე ლ ა დე მ ი მ ი ნ ო
03 ოქტომბერი 2022 02:40
1
ეს ეხლა რა კომტნარია საერთოდ, ან რატო გამოაქვეყნეთ. ჯერ დინამო იყო ამის ხელში სუპერკლუბი და მერე ფედერქცია აყვავდა
გიონატ
02 ოქტომბერი 2022 22:04
1
მერაბი რას გულისხმობს ვერ მივხვდი, მე ერთის თქმა მინდა, ,,ტორინოსთან,, ყველა საუბრობს პირველ და მესამე გოლზე, ასისტზე და თვითონ გოლზე, მაგრამ მე უფრო ყურადღება მივაქციე მეორე გოლს, სამი მცველიდან ორივე თვალით ხვიჩას უყურებდა ორი და ერთი კი ერთი თვალით )), ანგისა მივიდა და 7 მეტრის სიგანის სივრცეში ბურთი შეაგორა. არ ვაკნინებ რათქმაუნდა, უბრალოდ ხვიჩას ფაქტორს მინდა გავუსვა ხაზი.
100%
02 ოქტომბერი 2022 19:04
0
ნაპოლი ხვიჩას გარეშე სოფლის გუნდი არაა,ასეთი შეურაცყოფა მიაყენო ერთ დროს საფეხბურთო ფუნქციონერმა გუნდს უზრდელობაა.მასე რომ აზროვნებდი იმიტომაც ვერ მიაღწიე ვერაფერს
ლევან
03 ოქტომბერი 2022 09:18
0
დოზას დაუკელი,,,ასაკში ხარ უკვე,,,,
FEOLA
02 ოქტომბერი 2022 18:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული