"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.

ჟორდანიას თქმით, სპალეტის გუნდი ცუდად არ გამოიყურება და "პარტენოპეის" ღირსებას ბევრი კარგი ფეხბუთელი იცავს, თუმცა ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია

"ნაპოლიში" ცუდი ფეხბურთელები არ თამაშობენ, თუნდაც პოლიტანო, ზელინსკი, ზამბო ანგისა, ოსიმენი, საერთო ჯამში მაინც, უნდა შევთანხმდეთ, რომ იტალიაში სულ რამდენიმე ძალიან დიდი კლუბია: მილანი, ინტერი, იუვენტუსი, რაც შეეხება "ნაპოლის", მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი სოფლის გუნდი კვარაცხელიას გარეშე, თუ მათ
ხვიჩას დავუმატებთ, საქმე ძალიან სერიოზულ გუნდთან გვექნება" - განაცხადა ჟორდანიამ.

შეგახსენებთ, მერაბ ჟორდანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს 1998 წლიდან 2005 წლამდე იკავებდა.

alt"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

alt"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

 

მკითხველის კომენტარები / 51 /
ეს მემგონი საქარტველოს ბალეჩიკებს აწონებს ტავს. ნაპოლი სოფლის გუნდია ხვიჩას გარეშეო. ნაპოლი მაგარი გუნდია და ამტკიცებს ტამაშიდან ტამშამდე. ხვიჩა კი ჯოკერი ყავს ნაპოლს, რა მაგარი გოლი შაგდო ტორინოსტან, დაიწყო და დაგვირგვინა კიდეც
SIMARTLE
02 ოქტომბერი 2022 13:56
2
ძაანაც ნუ აგვივარდება თავში! ნაპოლი ყოველთვის ნაპოლია!!
???
02 ოქტომბერი 2022 16:52
1
ესეთი მსგავსი საუბარი, რომ ხვიჩას გარეშე ნაპოლი სოფლის გუნდია უტაქტობაა!
ნაპოლი ხვიჩას ზრდაში დაეხმარება და კი, ხვიჩა უძლიერესი ფეხბურთელია და მე პირადად ჰალანდს მირჩევნია პროდუქტიულობით, მაგრამ მხოლოდ ხვიჩა არ არის ნაპოლი...
ლაშა
02 ოქტომბერი 2022 22:50
3
ხვიჩა, რომ ჰალანდს გირჩევნია პროდუქტიულობით, შენნაირებზეა გამიზნული მსგავსი განცხადება. თორემ, ფეხბურთში გარკვეულმა ხალხმა,ისედაც მშვენივრად იცის ნაპოლის დონე-გინდ ხვიჩასთან ერთად, გინდ მის გარეშე.
პ.ს ჟორდანიას, თავმოყვარე ქვეყანაში, ჭკუას არ შეეკითხებოდნენ. რაც მან დინამოს და ზოგადად, ქართულ ფეხბურთს დამართა.
ციციკორე
03 ოქტომბერი 2022 03:19
1
ცოტა უხერხულია ასეთი ლაპარაკი ნაპოლიზე.გუნდს აქვს წარსული,აწმყო და მომავალსაც ვხედავთ.ერთ ერთი ძლიერი ევროპული კლუბია ( იტალიური მაინც ) ხვიჩას წარმატება ჩემ წარმატებად მიმაჩნია.სულით და გულით მიყვარს ეს ბიჭი,მაგრამ მომკალით და მაინც უხერხულია რაა...
ჯელა
02 ოქტომბერი 2022 17:19
0
ჯერ ეს ნაპოლი მაგარი გუნდია, კვარა ჯოკერია ნაპოლში, ნაპოლში ტამაშობდა მარადონა და ასეტ სოფლის გუნდებში გვიმრავლოს ქარტველები
kaxa
02 ოქტომბერი 2022 15:22
2
ანგისა, ლობოტკა, კიმი, ოსიმენი... ეს კაცი ნაპოლის თამაშებს Fლეშკორით აფასებს
ß
02 ოქტომბერი 2022 16:45
0
ვერცერთი სოფლის გუნდი ვერ მოუგებს მილანს და ლივერს რამოდენიმე დღის ინტერვალით რაც არ უნდა გვიყვარდეს ხვიჩა სამი მუშკეტერის ცნობილი ფრაზა ერთი ყველასთვის ყველა ერთისთვის ეჭვი მაქ არ გაუგია :)
ნოდო
02 ოქტომბერი 2022 15:00
3
რას გულისხმობს სოფლის გინდში? ესე დაკნინება როგორ შეიძლება ნეაპოლია სოფელი? თბილისი მისი ოკრიბათი, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიით სადაც ფსლიკის სუნით ყაარს ყველაფერი და წერეთლის ულამაზესი ბაზრობით მსოფლიო დედაქალაქია? თუ რას საუბრობ ჟერ სადაც ხარ იმას მიხედე
beqa
02 ოქტომბერი 2022 14:33
2
ასეთი რამის თქმა როგორ შეიძლება, ესაა უნებლიე ან შეგნებული მავნებლობა ხვიჩას წინააღმდეგ, ზრდასრულმა აფამიანებმა ენაზე კბილის დაჭერა უნდა ისწავლონ!
ელგუჯა
02 ოქტომბერი 2022 14:32
1
ეტყობა მაგარ ხოდზე იყავი, ეგ როცა თქვი, ვინაა სოფლის გუნდი?! რასპადორი სკამზე უზის, ის გუნდი სოფლის როგორაა, ან რა ბაზარია ეს, რა საჭიროა, თუნდაც ეგრე იყოს ბლინ....
D
02 ოქტომბერი 2022 14:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული