წლის მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას! - ქართული უნარები დიდ არენაზე...

AutoSharing Option
2022 წელი სრულდება. შეუძლებელია, მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ პოზიტიური ხდებოდეს, ბევრია ტკივილი და იმედგაცრუებაც, თუმცა მადლიერების გრძნობა არასდროს უნდა დავკარგოთ. ჩვენი პროფილი სპორტულია. აქაც ჩვენს პატარა ქვეყანას ბევრი წარმატებაც პქონდა და მარცხიც.

Sportall.Ge

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალიასა და უელსთან გამარჯვება მოახერხა, რაც ბრწყინვალე შედეგია; ოლიმპიური წელი არ ყოფილა, თუმცა საჭიდაო სახეობებში მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც იყო და მაინც მოულოდნელი წაგებებიც; გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცი - ლაშა ტალახაძე; ევრობასკეტის მასპინძლობა კარგი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ჯგუფის დაძლევა ვერ მოვახერხეთ; საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა "ერთა
ლიგა" (ჯგუფური ეტაპი) მოიგო, რამდენიმე ლეგიონერი კი პროგრესითა და წარმატებით გამოირჩეოდა, თუმცა არავინ დაგვამუნათებს იმის გამო, თუკი ხვიჩა კვარაცხელიას განსაკუთრებულ მადლობას ვეტყვით - ის ამას იმასახურებს! ზოგიერთ მიღწევას მაინც შეჩვეული ვართ, რაღაც კი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ხდება...

Sportall.Ge

გიორგი მამარდაშვილმა ჩვენი ლეგიონერები სხვა სიმაღლეზე დააბრუნა, თუმცა ის, რაც კვარაცხელიამ შეძლო, განსაკუთრებული მასშტაბისაა - გადასვლა სკუდეტოს მაძიებელ ერთ-ერთ მთავარ გუნდში, მაშინვე უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ ქცევა, არა მარტო ევროპული, არამედ შეერთებული შტატების მედიისა და გულშემატკივრების გაოცება - მოთამაშე, რომელსაც დრიბლინგი საოცარი სილამაზითა და მოხდენილობით გამოსდის. "კვარადონა", როგორაც მას შეარქვეს, შედეგიანია, გოლის გატანა იცის და არც მნიშვნელოვანი პასების გაკეთება ეშლება, მკვეთრად ინდივიდუალისტური უნარები აქვს, ამავდროულად, გუნდური მოთამაშეა. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ქართული გოლი დიდხნიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. კარი არ დაულაშქრავს, თუმცა მისი შეჩერება ისეთ კლუბს გაუჭირდა, როგორიც "ლივერპულია". ხვიჩას ვერაფერი მოუხერხეს "მილანის", "რომასა" თუ "ლაციოს" მცველებმა. ამავდროულად, "კვარა" საქართველოს ნაკრების უპირობო ლიდერია, წარმატების მთავარი ფაქტორი და ფეხბურთელი, რომელიც ბოლომდე იხარჯება და თავმდაბლობასაც არ კარგავს...

Sportall.Ge

ერთგვარი სადღეგრძელოც კი გამოგვივიდა, თუმცა წლის ბოლოს უხდება. მადლობა, ხვიჩა, რომ ჩვენი სიტყვა თუ საფეხბურთო უნარები დიდ არენაზე გამოამზეურე! ბევრის დაწერა და თქმა არ გვჭირდება, არც კვარაცხელიაა ის, ვინც დითირამბებს ითხოვს. ის მუდმივად განვითარებასა და კიდევ უფრო კარგ მომავალზეა ორიენტირებული.

უკეთესი ხვალინდელი დღე აქაა. თითოეულ ბავშვს შეუძლია, ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითი გამოიყენოს და დიდ სპორტში თავისი ადგილის დამკვიდრებაზე თამამად იფიქროს...

მომავალ, 2023 წელს გამარჯვების კვარცხლბეკზე კიდევ უფრო მეტ ქართველს ველით!

alt"ქართველი ტალანტების" აღარ გვეშინია - დავითმა, ხვიჩამ და რატიმ პრობლემური ადგილები აღმოფხვრეს

altრა შეიცვალა ხვიჩას თამაშში იტალიაში გადასვლის შემდეგ? - ის ისევ კეთილ ბიჭად დარჩება...

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვიჩას მომენტები Villarreal-ის წინააღმდეგ
https://www.youtube.com/watch?v=qa4fQrg_fPo
ქ. გ.
23 დეკემბერი 2022 16:09
0
იმედია ხვიჩას ეს მცირეოდები ჩავარდნა დეკემბერშივე დარჩება და იანვრიდან ყველაფერი რიგზე იქნება.
რრრ
23 დეკემბერი 2022 12:02
0
ჩვენო სანაქებო ბიჭებო,მომავალ წლებს კიდევ უფრო დიდი მადლობისა და ქების საბაბი მისცემოდეთ თქვენი ჩინებული გარჯისადა გამო!
მერაბი
23 დეკემბერი 2022 11:57
1
ამინ!!!
ქართველი
23 დეკემბერი 2022 17:49
1
ყოველთვის ვცდილობ,გადამეტებული ემოციები არ გამოვხატო,მაგრამ,აქ ჩამოთვლილმა ყველა სპორტსმენმა და არა მხოლოდ მათ,დაიმსახურეს წლის მადლობა.მათ უდიდესი სიხარული გვაჩუქეს და საჩუქრისათვის მადლობის გადახდა,არასოდესაა ზედმეტი.რაც შეეხება ცალკე ხვიჩას,ის რამდენიმე თვე თამაშობდა საქართველოს ჩემპიონატში და ყველამ საკუთარი თვალით ვნახეთ,მის გვერდით როგორ შეიცვალნენ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე,მისი თანაგუნდელი თუ სხვა გუნდის ფეხბურთელებიც.ყველა ცდილობდა მისთვის მიებაძა და ტექნიკურად,სანახაობრივად ეთამაშა.მისი წასვლის შემდეგ,ეს თანდათან გაქრა.ესეც მიგვანიშნებს,რომ ხვიჩა და საერთოდ ვარსკვლავის თამაში,ფაქტორად ხდება სპორტის ამ სახეობის განვითარებისათვის.ამიტომაცაა მისასალმებელი,როცა სახელოვანი სპორტსმენები, კარიერის უკანასკნელ წლებს,სამშობლოში ატარებენ და მათ გვერდით მოთამაშე ახალგაზრდებს,მასწავლებლებად ევლინებიან.
სოსო
23 დეკემბერი 2022 11:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული