Tuttomercatoweb: "ნაპოლიში" შეიძლება კიდევ ერთი ქართველი ტალანტი ვიხილოთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაში შუამავალმა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა კრისტიან ძაკარდომ, 29 ნოემბერს Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში კიდევ ერთი ქართველის ტრანსფერზე მიანიშნა, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა და თქვა, რომ შემტევია, 2003 წელს დაბადებული, ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, მის სახელს კი მოგვიანებით დაასახელებენ.

დღეს AreaNapoli იტყობინება, რომ 19 წლის ნახევარმცველ გიორგი კვერნაძის სამსახურით, რომელიც სათამაშო სტილით კვარაცხელიას ჰგავს, "ნაპოლი" დაინტერესდა.

"ის ხვიჩას მსგავსი ტალანტია, კარგი დრიბლინგი აქვს და მარცხენა ფლანგზე წინ წაწეულ პოზიციაზე თამაშობს, ზუსტად ისე, როგორც ნეაპოლელთა 77-ე ნომერი. ასევე ქართველია და
შეიძლება საერთო მომავალი ჰქონდეთ: მისი ქვეყნის მედიის ცნობით, კვერნაძით ნეაპოლური კლუბი დაინტერესდა. ზაფხულში განხორციელებული დიდი ტრანსფერის გათვალისწინებით, კლუბის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი, როგორც ჩანს, ახალ შესაძლო შენაძენს აკვირდება.

შთაბმეჭდავი აღნაგობის (თითქმის 190 სმ), მაგრამ ძალიან ტექნიკური უნარებით დაჯილდოებულმა კვვერნაძემ "ნაპოლის" სკაუტების ყურადღება "თელავსა" და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშით მიიპყრო".

საიტი გულშემატკივრებს კვერნაძის თამაშის ვიდეოს სთავაზობს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მოკლედ ამ ნაპოლის მაგრად ევასება ქართული გვარები რომლებიც ასე იწყება კვარ….კვერ …და თუ კი სერიოზულად შევხედავთ ამ თემას ეს ბავშვიც ზუსტად იმ პოზიციაზე და კვარას სტილში თამაშობს მონაცემები ისეთი აქვს ( კარგი მწვრთნელების ხელში) ლეაოს დაიკიდებს სულ მალე …მაგრამ ეგ ბავშვი ნაპოლის ხვიჩას შემცვლელად თუ გაოდგება ან თუ დაცვაში ჩაწევენ თეო ერნანდესსაც დაიხევს მალე …წარმატება კვარასაც და კვერ-ნასაც ))))
მდაა
21:19 26-12-2022
2
ძალიან მაგარი ჩანს მაგრამ ნაპოლიში არ მინდა რომ წავოდეს ! იქ ხბიჩას გამო სკამზე უნდა დაჯდეს და უფრო მაგარი იქნება ნაპოლის რომელიმე სხვა გუნდმა დაასწროს ან იუვემ ან ინტერმა და თავისთან წაიყვანონ ! ისე რა ხდება რაამბავიაააა ასე ყველა როგორაა მარცხენა ფლანგელი ? ეს კვარა ჩაკვეტაძე დავითაშვილი ბერიძე წიტაიშვილიი...ერთი მარჯვენაფლანგელი მაინც გამოჩდეეს !
zura222
23:36 26-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული