"უცბად, ურეკავენ ხვიჩას მამას და ეუბნებიან, დედაშენი გარდაიცვალაო..." - ნიკოლოზ წულუკიძემ ერთ-ერთი ადამიანის საშინელი საქციელის შესახებ მოჰყვა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედზე", გადაცემა "იმედის დღეში",  ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ნეაპოლში მოგზაურობის შესახებ ისაუბრა და ერთ-ერთი ადამიანის საშინელი საქციელის შესახებ მოჰყვა.

ის ქალაქ ნეაპოლში იმყოფებოდა და "იუვენტუსთან" შეხვედრას დაესწრო.

"ურთულესი სოციალური პრობლემების, გაჭირვების მიუხედავად, კვარაცხელიების ოჯახმა იმდენი იშრომა, რომ ხვიჩა ასეთ დონემდე მოსულიყო და ასეთი ბედნიერება მიენიჭებინა მთელი ერისთვის.

რა განცდა იყო - ფეხბურთის გულშემატკივრობა სრულიად დავიწყებული გვქონდა, მათ შორის, ჩემშიც, ეს გრძნობა მიძინებული იყო, თუმცა მისი თამაშის დღეს საოცარი ემოცია მქონდა.

ამ დროს კი ვიღაც "კლავიატურის ვირთხას" უჩნდება განცდა, რომ ასეთი
უმსგავსობები წერო მის შესახებ.

ასეთი ბედნიერი დღის ("ნაპოლისა" და "იუვენტუსის" თამაშის შემდეგ) ოჯახმა დაგვპატიჟა სადილად, წარმოიდგინეთ, როგორი გახარებული იყვნენ მისი დედა და მამა, ყველა ხვიჩას ეფერება... უცბად კი ურეკავენ ხვიჩას მამას და ეუბნებიან, დედაშენი გარდაიცვალაო. წარმოიდგინე, რა ემოცია გაქვს, როცა იცი, რომ დედა შეუძლოდაა, დატოვებულია საქართველოში, ჩაგშხამდა ყველაფერი... დაახლოებით 20 წუთში ირკვევა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი და ყალბი ინფორმაციაა.

რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს, რომ შენი ქვეყნის ასეთ ელჩს, რომელმაც იტალიაში დამოკიდებულება შეცვალა ქართველების მიმართ... იმ მომენტში, ხვიჩას მშობლებს ყველაფრის ხალისი გაუქრათ.

alt"რუსეთის ჩემპიონატში ვერაფერი განსაკუთრებული აჩვენო და..." - უტკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

alt"ხვიჩა ტოპ-კლუბების ყურადღებას მიიქცევს, მაგრამ..." - ქინქლაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

altკვარაცხელია სკუდეტოსა და ნეაპოლის "ახალი მარადონობისაკენ"!..

მკითხველის კომენტარები / 52 /
ჩემს აზრს ვაფიქსირებ.(და არავინ გამომიხტეს)თუ ქართული ფეხბურთი გიყვარს ტყიბულის მეშახტეს და წალენჯიხის სქურსაც უნდა უყურო და "აქამდე არ ვუყურებდი და ახლა დავიწყე" სიაფანდობა მგონია.კვარას კი ვენაცვალე გულში,უკვე ჩამოყალიბებულ კაცს და დიდ ფეხბურთელს
დათოლ
17 იანვარი 2023 10:18
0
კალაძეს საერთოდ რა გაუკეთეს,ძმა მოუკლეს წარტებულობის გამო
MARGALONA
17 იანვარი 2023 00:25
6
ნეტა ეს 6 დისლაიკი ვინ დასვა? სასწაული ხალხი ვარტ, სასწაული...
alexandre
17 იანვარი 2023 15:38
0
კრებითი სანაია-გვარამია-გაბუნიები(ფენომენს ვგულისხმობ და არა პიროვნებებს) არასდროს არ აკლდა საქართველოს,მაგრამ დიდება უფალს- ბოროტსა სხლია კეთილმან
ადამიანი
17 იანვარი 2023 00:10
17
ქოცების პოსტ ტვ-ს ჟურნალისტმა გაავრცელა პირველმა.
"ადამიან" -ს
17 იანვარი 2023 11:20
2
პოსტივის ჟურნალისტი იყო ვინც გაავრცელა ეს ამბავი.
ადამიანს
17 იანვარი 2023 03:28
2
როგორი ნაძირალა, არა კაცი უნდა იყვე, რომ ეს იკადრო. მაშ ამის გამკეთებელი ვირის აბანოში არ უნდა გაუშვა?
ლიახვისპირელი
16 იანვარი 2023 23:15
0
იმიტომმ გააკეთა რომ ფალოსია
რავი სხვა რა ვთქვა
ASSASIN
16 იანვარი 2023 21:05
0
გასაწმენდია საქართველო ქაჯებისგან
X
16 იანვარი 2023 20:15
0
ხვიჩა გოლუაფირო! რაც უფრო წინ წახვალ, კი იცი, მით უფრო მეტ ტალახსაც გესვრიან; ქართველებს განსაკუთრებით უყვართ ეს საქმე; ისინი ხომ ვერ იტანენ გენიალურ ადამიანებს. ეს შურის გამო მოსდით, მაგრამ არცერთს არ წამოსცდება. მილიონი სიკეთე რომ გაუკეთო და ერთი შეგეშალოს, იმ ერთს დაუწყებენ კირკიტს, ამიტომ როგორც ერს, მას ჯერჯერობით არ შეუძლია მსოფლიო გააოცოს ნიჭიერებით, გენიალურობით, სიკეთითაც კი. ეს ჯერჯერობით! აი, ამ ერიდან რჩეულებს კი ყველაფერი შეუძლიათ დღესაც.
შენ კი ყურადღება ამას არ მიაქციო; გული არაფერზე გაიტეხო ჯიმა; იშრომე დაუზარებლად; იფრინე; გააოცე; აღაფრთოვანე მსოფლიო! ეს შენი მოედანია და შენი ბურთია! დაიხარჯე ბოლომდე და გაალამაზე საფეხბურთო სამყარო, გააბწრყინე! ეს შენ შეგიძლია და აუცილებლად გამოგივა! გწყალობდეს უფალი!
მარღანია
16 იანვარი 2023 19:05
2
ღმერთოო როგორ გაუწყალეს ამ ბიჭს გული,ძირითადათ იმ ხალხმა ვისაც ნაკრების თამაშებისთვის და ზოგადათ ფეხბურთისთვის არასდროს უყურებია!!! აცადეთ ფეხბურთის თამაში!!!!!ნეტა უკრაინელებიც ასე იქცეოდნენ შევჩენკო რომ მილანში თამაშობდა?!ხამებიიიი!!!!
ლადო
16 იანვარი 2023 18:38
0
ანუ შევჩენკოსაც ასე აკითხავდნენ უკრაინელები დელეგაციებით მილანში??და ყველა უკრაინელს ხვდებოდა??აქ მაგაზეა საუბარი და არა სხვა რამეზე ზომა წონა არ იციან ქართველებმა გულშემატკივრიბაშიც,ზომიერება ჩვენი ქართველების პრობლემაა თორემ ნახავთ კიდევ რამდენი ჩააკითხავს კვარას ნეაპოლში და მოაბეზრებენ თავს!!!!!
დავითს
16 იანვარი 2023 22:28
0
რა შუაშია აქ უკრაინა და საქართველო? ნაბიჭვარი ყველა ქვეყანაშია კონა ათშაურად! მე უკრაინაში დაახლოებით 2 წელიწადი ვცხოვრობდი, კიევში. იმის მერე კიდევ უფრო მეტად მიყვარს ეს ხალხი. მაგრამ ვთქვა რომ არაკაცი არ მინახავს მეთქი?! - სრული სისულელეა! იქნებ დაფიქრდეთ, სანამ საკუთარ ერს ვიღაც ერთი ნაბიჭვრის გულისთვის ლაფს შეასხამთ... თუ ეს თქვენი ერია!
დავით
16 იანვარი 2023 20:15
2
გამძლეობა ხვიჩას და მის ოჯახს ამდენი არეული ქართველის ატანისთვის,ყველა ნეაპოლში ჩადის ხამებივით
ბექა
16 იანვარი 2023 18:32
3
გეხვეწებით ქართველებოო!!შეეშვით ამ ბიჭს ცოტა ხანი აცალეთ თამაში,ნუ ჩადიხართ ამ დელეგაციებით უხერხულ მდომარეობაში აგდებთ ხვიჩასაც და მის ოჯახსაც, წარმოიდგინეთ რამდენი ჩადის ნეაპოლში და ყველას უნდა ხვიჩასთან შეხვედრა და მაისური,არ იტყვიან იტალიელები ესენი რა ხამი ერი არიანო,ლოჩოშვილიც თამაშობს ერია ა-ში და მის თამაშებსაც დაესწარით,იქონიეთ ყველაფერში საზღვარიიი!!!!!!!!
სოსო
16 იანვარი 2023 17:44
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული