თბილისის "დინამოს" დასანანი მარცხი "ლუდოგორეცთან"

AutoSharing Option
დინამოელებმა შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცთან" გამართეს. შეხვედრა თბილისელთა რიგებიდან მიკროტრავმების გამო ზორან მარუშიჩმა, სტანისლავ ბილენკიმ, ანზორ მექვაბიშვილმა და ჯადული იობაშვილმა გამოტოვეს. მეორე ტაიმში ჩვენი გუნდის რიგებში ახალწვეული მცველის ფრანსის ნზაბას დებიუტიც შედგა. ასევე პირველად ითამაშა პირველი გუნდის რიგებში ახალგაზრდა ფორვარდმა დავით გოცირიძემ.

მატჩი ბულგარელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველ წუთებში სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს. რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ "ლუდოგორეცის" ფეხბურთელებმა მე-14 წუთზე პენალტი მოიპოვეს, რომელიც ზუსტად მატიას ტისერამ შეასრულა. გაშვებული გოლის შემდეგ დინამოელებიც გააქტიურდნენ და შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა.
რამდენიმე მომენტში ვაგნერ გონსალვეშს, ბარნს ოსეის და იმრან ულად ომარს შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ბოლო მომენტში ზუსტი დარტყმა არც ერთ მათგანს არ გამოუვიდა.

მეორე ტაიმში დინამოელებმა ცვლილებებს მიმართეს, სათამაშო უპირატესობაც მეთოდურად მოიპოვეს და უფრო მწვავედ შეუტიეს მეტოქეს. მეორე ტაიმის შუაში თბილისელთა სწრაფი კომბინაცია თორნიკე კირკიტაძის მეკარესთან პირისპირ გასვლით დასრულდა, შემტევმა კი გოლკიპერს ვეღარ აჯობა. საპასუხოდ დავით კერესელიძემაც ივარგა და შორეულ კუთხეში სახიფათოდ დარტყმული ბურთი მოიგერია. ცოტა ხანში კიდევ ერთხელ გადარჩა "ლუდოგორეცის" კარი, ამჯერად გაბრიელ სიგუას დარტყმული ბურთი ხარიხამ უკუაგდო. დინამოელთა შეტევებმა შედეგი 76-ე წუთზე გამოიღო, ფრანსის ნზაბას რეიდი მარცხენა ფრთიდან რაზგრადელმა ფეხბურთელმა წესების დარღვევით ჩაშალა, საჯარიმო დარტყმა კი ზუსტად და ძლიერად იმრანმა შეასრულა და ანგარიშიც გათანაბრდა. მატჩის ბოლო წუთებზე "ლუდოგორეცმა" მიჯრით რამდენიმე კუთხური მოაწოდა "დინამოს" კართან, მესამე მცდელობა კი შედეგიანად კირილ დესპოდოვმა დაასრულა და გუნდი წინ გაიყვანა. დინამო დარჩენილ დროში უტევდა, ბოლო წუთზე იმრანმა გოლიც გაიტანა, თუმცა წამით ადრე მსაჯმა წესის დარღვევა აღნიშნა და შეხვედრაც დაასრულა.

მომდევნო მატჩს თურქულ შეკრებაზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 1 თებერვალს ლიეტუვის ჩემპიონ - ვილნიუსის "ჟალგირისთან" ჩაატარებს.

დინამო 1-2 ლუდოგორეცი

დინამო: კუტალაძე (კერესელიძე 46), მალი (მაისურაძე 60), ხვადაგიანი (ნზაბა 46), კობოური (კალანდაძე 46), იმრანი (მოისწრაფიშვილი 46), სხირტლაძე (გოცირიძე 80), ტაბიძე (ლაცაბიძე 80), ოსიყმაშვილი (სიგუა 46), ოსეი (იმრანი 60), კირკიტაძე (უგრეხელიძე 70), გონსალვეში (კამარა 46)

ლუდოგორეცი: სლუგა, ტერზიევი, პლასტუნი, რუსო, გრუპერი, შოუ, პიოტროვსკი, ნონატო, ტისერა, დელევი, ჟორჟინიუ

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამხანაგურ თამასში რატომაა დასანანი ეს ხომ მომზადებისთვისაა. ასეთ თამაშებში დამარჩხება, შეძლება უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე მოგება, ვინაიდან ხარვეზებს უფრო ხედავ.
ემზარი
22:59 29-01-2023
0
მარტო დინამო არაა ქართული ფეხბურთი,სამგურალიც ქართული გუნდია ცნობისთვის და მოიგო ამხანაგური.დაწერეთ არაა სირცხვილი.
კახა
21:00 29-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული