U17 | სომხეთი 0:5 საქართველო

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ერევანში სომხეთის ასაკობრივ ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. სალომე ხუბულურის გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.

მატჩის მე-13 წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში ნინო ბუხრიკიძემ გახსნა. 34-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე ნათია ჯოჯუამ გაზარდა. 47-ე წუთზე ლიზი კანკიამ მესამე გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში. 52-ე წუთზე ნინო ბუხრიკიძემ დუბლი გაიფორმა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში თინათინ ამბალიამ დააფიქსირა.

საქართველოს და სომხეთის 17-წლამდელთა ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი 25 თებერვალს, კვლავ ერევანში გაიმართება.

სომხეთის 17-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური მატჩები
ჩვენი გუნდისთვის გაზაფხულზე გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსამზადებელი ეტაპია. 12 და 15 მარტს საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის "ბ" ლიგის ფარგლებში ისრაელს და შოტლანდიას დაუპირისპირდება.

nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვულოცავ გამარჯვებას
გიორგი
23 თებერვალი 2023 22:37
1
კარგით რა არ უხდება ქართველ ქალს ფეხბურთი, უამრავი ქალური სპორტი არსებობს, ფეხბურთს შეეშვით რა, ქართველ კაცებში ფეხბურთი თითქმის რელიგიას უტოლდება და ამასაც ნუ წაგვიბილწავთ რა, გემუდარებით!
ელგუჯა
23 თებერვალი 2023 20:51
25
უკაცრავად ბატონო ელგუჯა და იმასაც ხომარ გვეტყვით ქალებს რა პროფესია ავირჩიოთ. ვაიდა არ მომიხდეს ექიმობა ხო არ "წავბილწო" ეს პრიფესია არა?!


ვაი თქვნეს პატროოონს. რა გეშველებათ იმენა 5 ქულით გაანადგურეს და იამზე ნერვიულობთ რო არ წავბილწოთ?
Li
25 თებერვალი 2023 23:25
0
ელგუჯა ელგუჯა ელგუჯაააა
lsd
25 თებერვალი 2023 11:09
1
ყველა გამოხმაურება
სწორედ აქედან უნდა დაიწყოთ და გაიზარდოთ და არა პირდაპირ დიდებში მსოფლიო შესარჩევზე გაუშვათ ნაკრები და ორნიშნა რიცხვებით წააგონ.
ჟორა
23 თებერვალი 2023 19:01
2
მშვენიერი შედეგია!
ლაშა
23 თებერვალი 2023 18:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული