
ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში ევროთასებზე მონაწილე ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.: მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისი", დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები - "დინამო ბათუმი" და გორის "დილა".
30 ივნისს, სუპერთასის ნახევარფინალში, "დინამო თბილისი" გორის "დილას" შეხვდება, ხოლო ქუთაისის "ტორპედო" - "დინამო ბათუმს". ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.
სუპერთასის
საქართველოს სუპერთასის ფინალური შეხვედრა და მესამე ადგილისთვის მატჩი 4 ივლისს გაიმართება.
GFF.GE