
სუპერთასისთვის მატჩში ერთმანეთს ეროვნული ლიგის გამარჯვებული თბილისის "საბურთალო" და თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" შეხვდებიან.
მატჩი 16:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულს განახლებული დიზაინის თასი გადაეცემა.