კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.
ბათუმის "დინამო" ალბანეთის "ტირანას" შეხვდება. პირველი მატჩი ტირანაში ჩატარდება.
გორის "დილას" მეტოქე სლოვაკეთის "დუნაისკა სტრედა" იქნება. პირველი შეხვედრა დუნაისკა სტრედაში გაიმართება.
ქუთაისის ტორპედო" ბოსნიის "სარაევოს" დაუპირისპირდება. პირველი თამაში ქუთაისში ჩატარდება.
პირველი მატჩები 13 ივლისს, საპასუხოები კი 20 ივლისს გაიმართება.