"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი და ტელეკომენტატორი ლევან სალუქვაძე ყოველთვის გამოირჩევა პირდაპირობით და დაუფარავად ამბობს სათქმელს...

ამჯერად, მან სანაკრებო ბატალიები შეაფასა - ისრაელთან მარცხი და ოლიმპიადაზე მოხვედრის ხელიდან გაშვებული შანსი...

- ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, წავაგეთ პენალტების სერიაში... მაგრამ წავაგეთ არა ერთი მატჩი, არამედ წავაგეთ ოცნება... ოცნებების სასაფლაოა მთელი ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება. ჯერ ქინქლაძისა და არველაძეების თაობის გვჯეროდა, მერე იყო კიდევ სხვა გამონათებები...

მერე მაკედონიასთან მატჩის გვჯეროდა... მერე ამ თამაშის გვჯეროდა... თან ბოლო ორივე დიდი მატჩი თბილისში იყო, ჩვენს ხელში იყო ყველაფერი... მაგრამ
ორივეჯერ რაღაც დავაკელით, ამიტომაც არ ვიმსახურებდით მოგებას! პირველში დავაკელით ის, რომ უეფას მიერ სანქცირებული მაყურებლების რაოდენობა არ შევუშვით სტადიონზე, რომის პაპზე უფრო კათოლიკეები აღმოვჩნდით და წავაგეთ ის თამაში...

მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებდით, ასეთ რამეებზე ვერ გამომედავებით, მაგრამ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა, ხალხი რომ შეგვეშვა... მეორე იყო და, აგერ, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა... მთელი მსოფლიო აქ იყო, ჩვენ კი ორ საუკეთესო მოთამაშეს არ ვათამაშებთ...

მე არ ვიცი, ეს მოთამაშეების გადაწყვეტილება იყო, იმათი კლუბების, მენეჯერების, ფედერაციის, მწვრთნელების, სანიოლის თუ ვისი... არ მაინტერესებს...

მთავარი არის, ვისაც ეხებოდა ამის დარეგულირება, იმას უნდა ექნა ყველაფერი, რომ ამათ ეთამაშათ... როგორ მოხდებოდა? იმიტომ არის იქ ის ხალხი, იმიტომ მართავენ, რომ თვითონ უნდა იცოდნენ...

მესმის, რომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მესმის, რომ მე არ შემეკითხებოდა ვინმე, როგორ მოვქცეულიყავით და არც მაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ პრეტენზია იმაზე მაქვს, დამდგარ შედეგზე შეფასება გავაკეთო...

და ამ შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოს იმ ხალხმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. და გითხრათ, რა შედეგი გაქვთ? - ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში!..

თუ ეს არის თქვენი მენეჯმენტი, მაშინ ასე გააგრძელეთ. გაუფუჭეთ ხასიათი ყველას! გადაღლილი-გადმოღლილი... პატარა ბიჭები არიან და დალაპარაკებოდით... 20 წუთით რომ შემოსულიყვნენ ისრაელთან კვარაცხელია და მიქაუტაძე, გაარღვევდნენ შუაზე ისრაელის დაცვას და გავიდოდით...

თქვენც კარგად იცით, რომ ასეა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხთ. ვისი გადაწყვეტილებაც იყო, ახლა ეს კვიპროსის 3 ქულა სადაც გინდათ, იქ წაიღეთ. გავუშვით ხელიდან ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატი...

რომელი ჯობდა? ამას დიდი რაღაც არ სჭირდება, გააჩერეთ ხალხი ქუჩაში და ჰკითხეთ. ნახევარფინალი კი არა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა გაგვიხდება აუხდენელი ოცნება...

რატომ არ იყო სანიოლი ჯგუფური ეტაპის თამაშებზე? მთელი მსოფლიო აქ იყო ფეხბურთის საყურებლად... თბილისში იცხოვრებსო. თბილისში ცხოვრება იმიტომ კი არ მინდა, "შარდენზე" კაფეში დაჯდეს...

ნაკრების მწვრთნელი ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიდოდა? სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, იქ წავიდოდი საყურებლად სანიოლის ადგილას...

ჯერ ერთი, 10 ფეხბურთელი ამ ნაკრებში ჰყავს, და მერე, ვინც არ არის, პოტენციურად ეროვნულ ნაკრებში მისაწვევია ხვალ და ზეგ... დაგიბერდათ იქ მოთამაშეები, ასაკში არიან... კანკავა რომ წავიდა, სხვები ნაკლები კი არ არიან ასაკით, უკვე მოდის მათი შეცვლის დრო და ამ ნაკრებიდან უნდა შეცვალოთ...

...და დიდი აფიშები - "სანიოლი ისრაელთან მატჩს დაესწრება". დიდი მადლობა! გქონდეთ ახლა კვიპროსის 3 ქულა და ვნახოთ, რაში გამოგადგებათ მაგ ჯგუფში, - თქვა ლევან სალუქვაძემ.


წყარო: Lelo
მკითხველის კომენტარები / 127 /
ათასი პროცენტი სიმართლე.ხალხს აბრიყვებენ ბილეთებს გადამყიდველებზე აძლევენ წინასწარ.მერე თამაშებს ყიდიან და სულში გვაფურთხებენ მაგრამ ქართველი ხალხი ჯიუტად მაინც იბრიყვებს თავს და ამ ნაძირლების მილიონების შოვნას აპრავებს.
ბაჯო
04 ივლისი 2023 12:19
16
100% მართალი ხარ,არა აქვს გამართლება დაღლილი იყო,სხვას დაუთმო ადგილი თუ მცირე ტრამვა ქინდა შენი ქვეყნის ღირსებას იცავ და თუ არ გსურს და თავს ინახავ კლუბისთვის კაპიკია შენი ფასი.რაც შეეხება ფედერაციას ეტყობა კარგათ იჭრება მაყუთი,ესეთი ხალხი არ უნდა გააკარო ფეხბურთს.
ბატონი ბორია
04 ივლისი 2023 12:19
12
რა შუაშია კლუბისათვის თავის შენახვა , აზრზე ხართ საერთოდ ფეხბურთის ?! ეროვნული ნაკრები კვარაცხელიას და მიქაუტაძის გარეშე წარმოადგენს დღეს რაიმეს ? ცოტა საპასუხისმგებლო თამაში აქვს ქვეყნის მთავარ გუნდს ? კლუბს რაც შეეხება , კარგ კლუბში თუ არ იქნა კვარაცხელია , განვითარდება და რაიმე სარგებელის მომტანი იქნება ან თავისთვის , ან ქვეყნისთვის ? ფიზიკურად კიდევ , ტრაქტორი ხო ასრ არის გაფუჭებული ნაწილი რომ გამოუცვალო და ისევ ამუშაო . ადამიანი არაა და დასვენება არ უნდა 21 წლის ბიჭს ? 2 წელი არ დაუსვენია საერთოდ , არ იცით ?
ტარიელი
04 ივლისი 2023 13:21
8
ამისთანა "ექსპერტების" გამოა ქართული ფეხბურთი ოცნებების სასაფლაო. სერიოზული განხილვა ამათ არ შეუძლიათ.
გიორგი
04 ივლისი 2023 12:17
19
100000%
დაახლოებით იგივე მაქვს დაწერილი აქ ჩემპიონატის დაწყებამდე.
ვეთანხმები სრულიად!!!!
Lobotka
04 ივლისი 2023 12:14
13
თავი დაანებეთ კვარას. ერთი ფეხბურთელი ვერაფერს შეცვლის. ახალგაზრდულნა ნაკრებმა მხოლოდ მონდომება აჩვენა, რაც მართლა დასაფასებელია. მაგრამ ამ ახალგაზრდებმა ძალიან ბევრი რამ უნდა ისწავლონ და ამაზე საუბარია აუცილებელი. ოთხივე მატჩში გაგვიმართლა, ძელები დაგვიმტვრიეს მაგრამ ღვთის წყალობით ბურთები არ გავიდა. ამას მიხედეთ.
გიორგი
04 ივლისი 2023 12:13
15
პირდაპირობით გამოირჩევა კი არა ამაზე დიდი ქლესა კაცი არ მეგულება! თუ რამეში სარგებელი აქვს ხმას არ ამოიღებს! აი თუ რამე სიკეთეს ელის მაშინ ამაზე ვაზელინი იშვიათად სადამე მოიძებნოს!
შოთა
04 ივლისი 2023 12:12
16
რატოა ქლესა, ფედერაციას გააკრიტიკებდა ქლესა, რომ იყოს? თუ ვცდები შემახსენე ვის მიექლესა...
რატი
04 ივლისი 2023 12:49
11
ლევან სალუქვაძე ნამდვილად "ბიძაშვილია", ასევე არანაკლები ქლესასი, რომელსაც ქართველმა ხალხმა "საქანელა" შეარქვა, გახლავთ ალეკო ელისაშვილი.
შოთას
04 ივლისი 2023 12:31
12
სწორია ლევანი 100%-ით!
თუ ვინმეს მისი ნათქვამი არ მოეწონა სწორი მენეჯმენტის და ჩამოყალიბებული ნორმალური კონცეფციის გაწერის გაგებაში არ არის თუ რეალურად რა განავითარებს ფეხბურთს!
ლაშა
04 ივლისი 2023 12:11
11

სიახლეები პოპულარული