"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი და ტელეკომენტატორი ლევან სალუქვაძე ყოველთვის გამოირჩევა პირდაპირობით და დაუფარავად ამბობს სათქმელს...

ამჯერად, მან სანაკრებო ბატალიები შეაფასა - ისრაელთან მარცხი და ოლიმპიადაზე მოხვედრის ხელიდან გაშვებული შანსი...

- ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, წავაგეთ პენალტების სერიაში... მაგრამ წავაგეთ არა ერთი მატჩი, არამედ წავაგეთ ოცნება... ოცნებების სასაფლაოა მთელი ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება. ჯერ ქინქლაძისა და არველაძეების თაობის გვჯეროდა, მერე იყო კიდევ სხვა გამონათებები...

მერე მაკედონიასთან მატჩის გვჯეროდა... მერე ამ თამაშის გვჯეროდა... თან ბოლო ორივე დიდი მატჩი თბილისში იყო, ჩვენს ხელში იყო ყველაფერი... მაგრამ
ორივეჯერ რაღაც დავაკელით, ამიტომაც არ ვიმსახურებდით მოგებას! პირველში დავაკელით ის, რომ უეფას მიერ სანქცირებული მაყურებლების რაოდენობა არ შევუშვით სტადიონზე, რომის პაპზე უფრო კათოლიკეები აღმოვჩნდით და წავაგეთ ის თამაში...

მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებდით, ასეთ რამეებზე ვერ გამომედავებით, მაგრამ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა, ხალხი რომ შეგვეშვა... მეორე იყო და, აგერ, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა... მთელი მსოფლიო აქ იყო, ჩვენ კი ორ საუკეთესო მოთამაშეს არ ვათამაშებთ...

მე არ ვიცი, ეს მოთამაშეების გადაწყვეტილება იყო, იმათი კლუბების, მენეჯერების, ფედერაციის, მწვრთნელების, სანიოლის თუ ვისი... არ მაინტერესებს...

მთავარი არის, ვისაც ეხებოდა ამის დარეგულირება, იმას უნდა ექნა ყველაფერი, რომ ამათ ეთამაშათ... როგორ მოხდებოდა? იმიტომ არის იქ ის ხალხი, იმიტომ მართავენ, რომ თვითონ უნდა იცოდნენ...

მესმის, რომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მესმის, რომ მე არ შემეკითხებოდა ვინმე, როგორ მოვქცეულიყავით და არც მაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ პრეტენზია იმაზე მაქვს, დამდგარ შედეგზე შეფასება გავაკეთო...

და ამ შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოს იმ ხალხმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. და გითხრათ, რა შედეგი გაქვთ? - ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში!..

თუ ეს არის თქვენი მენეჯმენტი, მაშინ ასე გააგრძელეთ. გაუფუჭეთ ხასიათი ყველას! გადაღლილი-გადმოღლილი... პატარა ბიჭები არიან და დალაპარაკებოდით... 20 წუთით რომ შემოსულიყვნენ ისრაელთან კვარაცხელია და მიქაუტაძე, გაარღვევდნენ შუაზე ისრაელის დაცვას და გავიდოდით...

თქვენც კარგად იცით, რომ ასეა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხთ. ვისი გადაწყვეტილებაც იყო, ახლა ეს კვიპროსის 3 ქულა სადაც გინდათ, იქ წაიღეთ. გავუშვით ხელიდან ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატი...

რომელი ჯობდა? ამას დიდი რაღაც არ სჭირდება, გააჩერეთ ხალხი ქუჩაში და ჰკითხეთ. ნახევარფინალი კი არა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა გაგვიხდება აუხდენელი ოცნება...

რატომ არ იყო სანიოლი ჯგუფური ეტაპის თამაშებზე? მთელი მსოფლიო აქ იყო ფეხბურთის საყურებლად... თბილისში იცხოვრებსო. თბილისში ცხოვრება იმიტომ კი არ მინდა, "შარდენზე" კაფეში დაჯდეს...

ნაკრების მწვრთნელი ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიდოდა? სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, იქ წავიდოდი საყურებლად სანიოლის ადგილას...

ჯერ ერთი, 10 ფეხბურთელი ამ ნაკრებში ჰყავს, და მერე, ვინც არ არის, პოტენციურად ეროვნულ ნაკრებში მისაწვევია ხვალ და ზეგ... დაგიბერდათ იქ მოთამაშეები, ასაკში არიან... კანკავა რომ წავიდა, სხვები ნაკლები კი არ არიან ასაკით, უკვე მოდის მათი შეცვლის დრო და ამ ნაკრებიდან უნდა შეცვალოთ...

...და დიდი აფიშები - "სანიოლი ისრაელთან მატჩს დაესწრება". დიდი მადლობა! გქონდეთ ახლა კვიპროსის 3 ქულა და ვნახოთ, რაში გამოგადგებათ მაგ ჯგუფში, - თქვა ლევან სალუქვაძემ.


წყარო: Lelo
მკითხველის კომენტარები / 127 /
ვეთანხმები რომ კვარას და მიქაუტაძეს უნდა ეთამაშა, თუმცა რომ არ ითამაშეს ამისგან ტრაგედიაა არ უნდა შევქმნათ და ბიჭებს ლამის ანათემაზე ნუ გადაცემთ. ახალგაზრდა ბიჭები არიან და თავადაც კარგად მოხვდებიან შეცდომას. საერთო ჯამში შედეგებში ყველაფერი იმაზე უკეთაა ვიდრე იყო. თუმცა სანიოლის ბოლოდროინდელი ქცევა და მუშაობა არადამაკმაყოფილებელია, სანიოლთან მიმართებით მთლიანად ვეთამხმები, უფრო მწვავედაც შეიძლებოდა
გიო
04 ივლისი 2023 16:16
4
ლევან გენაცვალე, მაგ აზრზეა მთელი საქართველო..
დაიცა
04 ივლისი 2023 15:46
19
მთელი საქართველოს სახელით, რო ბოდავ, რა რეფერენდუმი ჩაატარე თუ რაშია საქმე?
დაიცას
04 ივლისი 2023 16:43
9
მესმის რომ შეიძლება დაიღალა კვარაცხელია, მაგრამ, ვფიქრობ, უნდა ეთამაშა, თუნდაც თითო ტაიმი, თუნდაც ბოლო 10-15 წუთი, სხვა თუ არაფერი, ფსიქოლოგიურად უდიდესი მუხტი იქნებოდა გუნდისთვის. დიდი ალბათობით, არც კვარაცხელიას და არც არავის არ ჯეროდა არათუ ნახევარფინალის შანსი, ჯგუფიდან გასვლაც კი, ამიტომაც დაიკიდა ნაკრები. დარწმუნებული ვარ, პირველივე თამაშის მერე ინანა, მაგრამ... კვარაცხელიამ უკვე მეორედ მიქარა, ერთი როცა პუტჩისტებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა, მეორე, როცა ნაკრები, თუნდაც ახალგაზრდული, ღიად დაიკიდა. აშკარად წინსვლა აქვს კვარას, მალე პრაიდზეც ვიხილავთ ალბათ ცისარტყელა დროშით
ლუკა
04 ივლისი 2023 13:34
20
პუჩისტებს? პროღრუსუნა სპორტულ საიტზე რა გესაქმება?
ლუკას
04 ივლისი 2023 14:21
11
მაინც მგონია ლევანი მართალია, კი გასაგებია მეორეხარისხოვანი ტურნირია და ასე შემდეგ, მაგრამ ქევყნისთვის ოლიმპიადაზე გასვლა დიდი ამბავი მგონია და აქედან გამომდინარე, როცა ჭირდები ქვეყანას მაშინ უნდა გამოადგე სწორედ....
Zviads
04 ივლისი 2023 17:42
9
ფეხბურთი ვისაც გესმით გეცოდინებათ რომ ფეხბურთში ოლიმპიადაც მეორეხარისხოვანი ტურნირია...მესამეხარისხოვანი თუ არა კიდე..
Gambler
04 ივლისი 2023 19:15
9
უმეტესობა ამ დღეებში იძახის მადლობა ბიჭებს მონდომებისთვის და დავდადებისთვისო!
ანუ სად ვართ წარმოგვიდგენია?
თავდადება გვიხარია....
Lobotka
04 ივლისი 2023 12:51
4
შენ სად გდიხარ?
lobotkas
04 ივლისი 2023 13:46
5
ის სალუქვაძე არა ხარ შენ, ჩაკვეტაძემ პირველი ტრავმა როცა მიიღო, ყვავივით რომ დააჩხავლე, ახლა ესეც სადღაც საქართველოს ჩემპიონატში დაამთავრებს კარიერასო რომ დასცინოდი? ვერც გაიხარა ჩაკვემ მაგის მერე, არადა მთელი ქვეყანა ჩაკვეს იმედად იყო. შენი თბილისის დინამოში ყოფნის პერიოდის წარმატება გამახსენე ერთი რა, მაშინ კვარაცხელია იქ გყავდა, მაგრამ რუსთავში გაუშვით. ვერც მამარდაშვილის პოტენციალი ვერ შეამჩნიე გენიოსა. კვარამ შარშან ივლისში დაიწყო ბათუმის დინამოში თამაში და წელს ივნისამდე არ გაჩერებულა, ამ ტურნირზე ტრავმა რომ მიეღო, დარწმუნებული ვარ, რომ კვარასაც დაცინვას დაუწყებდი, შენი წუწუნა ლექსიკა რომ ვიცი. რაღაც შენი მენეჯმენტით არავინ არაა მოხიბლული დინამოში ყოფნის დროს და რატომაა ეგრე, ხომ ვერ მეტყვი. ტალახის და ბოღმის სროლაში კი ხარ სპორტის დამსახურებული ოსტატი, შენ კაი კაცი რომ იყო, ახლა, ამ ცხელ გულზე, როცა 2 დღის წინ წავაგეთ თამაში, ასეთ პოსტს არ დადებდი, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთი ხარ ბუნებით, წუწუნა და ინტრიგანი.
ბმბ
04 ივლისი 2023 12:20
19
სწორია ლევანი 100%-ით!
თუ ვინმეს მისი ნათქვამი არ მოეწონა სწორი მენეჯმენტის და ჩამოყალიბებული ნორმალური კონცეფციის გაწერის გაგებაში არ არის თუ რეალურად რა განავითარებს ფეხბურთს!
ლაშა
04 ივლისი 2023 12:11
11
ანუ რას ითხოვთ ან ითხოვდით ნაკრებისგან რომელიც ბევრის აზრით გოლსაც ვერ გაიტანდა ისე განადგურდებოდა ყველა შეხვედრაში, რომ ევროპის ჩემპიონები რატომ ვერ გახდნენ???!!! მართლა სულ ბოლომდე გარეკეთ ისე რომ ფსიქიატრიულიც რომ ვეღარ გიშველით წესით??? ესაა კოლოსალური წარმატება რასაც მივაღწიეთ და გმირის წოდება ეკუთვნის თითოეულ ფეხბურთელს. ღმერთმა უფრო მეტს მიგვაღწევინოს, მაგრამ ადეკვატურები ხო ხართ თქვენ აბა ჩაიხედეთ სარკეში რა!!
ალექს
04 ივლისი 2023 18:11
30
ალექს! აქ რომ იკითხო, ყველა მეორე ფეხბურთის პროფესორი,ან მინიმუმ დოცენტია. სამწუხაროდ საქართველოში ნამდვილ გულშემატკივარს, ვაი გულშემატკივარი ჭარბობს.
ზურა
04 ივლისი 2023 23:21
7
ახლა ამას დააბრალეთ ნაცობა ტუ სიმარტლე ტქვა. ვაი ქოცო ვიტომ.პატრიტებო სეზვერით იმ დიდ ხვრელსი სადაც ხართ. რა ტქვა ტყუილი? არ დაგვაკლდნენ ორივე ? გვექნებოდა თუ არა მეტი შიანსი?
არა რუსეთს
04 ივლისი 2023 15:04
6
ენლნა როგორ გისველდება ხვიჩაზე და ბიჭებზე საერთოდ...შენ არ იძახოდიი ვერ გავალთ ამ ჯგუფიდანოო გრანდები არიანოოო??ახლა.ოლიპიადა მოგინდა ენატლიკინაა უნამუსოო
ირაკლი
04 ივლისი 2023 14:40
23
მაგას რა მოუნდა არ ვიცი და შეიძლება სხვა ინტერესიც ქონდეს, მაგრამ მე პირადად მომინდა რომ ოლიმპიადაზე ეთამაშა ჩვენ ქვეყანას და რა არი მერე ამაში ცუდი? და არ იყო ამის შანსი? და არ ჩავისვარეთ ამ შანსში? და რა, არ ჩაგვეჯ..ა ამ ოცნებებში? იქნება თქვა არაო! იქნება თქვა რომ ყველამ ვისაც შეეძლო რამე გაეკეთებინა ამ მიზნისათვის მართლა ყველაფერი გააკეთა და ჯიგარი ჩადო ამ საქმეშიო? თქვი აბა რომ ყველა ასე მოიქცა ფედერაციიდან დაწყებული ხელისუფალ-ფეხბურთელიანა! მიპასუხე ყველამ გააკეთა ის რისი გაკეთებაც შეეძლოთ?
ქორ-პარიკმახერი
04 ივლისი 2023 15:12
1
შენი ლოგიკა არ მესმის. ამან თუ თქვა ადრე, რომ შანსი არ გვაქვსო, ეგ იმას აპრავებს, რომ კვარას და ჟორჟს არ უნდა ეთამაშათ? გაიაზრე ცოტა. იმენნა გაპრავება გინდა და საიდან მიუდგე ჩალიჩობ. თქვი რაცაა და დაისვენებ. არ გინდოდა ძმაო მოგება? მაშინ გქონდეს წაგება და უყურე ახლა ნაპოლის თამაშებს. ჩემთვის პირადდა ნაპოლის წარმატება მეასეხარისხოვანია და საქართველოს ნაკრების (U21-იც ისევე როგორც დიდების) უპირველესი.
ირაკლის
04 ივლისი 2023 16:06
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული