"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი და ტელეკომენტატორი ლევან სალუქვაძე ყოველთვის გამოირჩევა პირდაპირობით და დაუფარავად ამბობს სათქმელს...

ამჯერად, მან სანაკრებო ბატალიები შეაფასა - ისრაელთან მარცხი და ოლიმპიადაზე მოხვედრის ხელიდან გაშვებული შანსი...

- ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, წავაგეთ პენალტების სერიაში... მაგრამ წავაგეთ არა ერთი მატჩი, არამედ წავაგეთ ოცნება... ოცნებების სასაფლაოა მთელი ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება. ჯერ ქინქლაძისა და არველაძეების თაობის გვჯეროდა, მერე იყო კიდევ სხვა გამონათებები...

მერე მაკედონიასთან მატჩის გვჯეროდა... მერე ამ თამაშის გვჯეროდა... თან ბოლო ორივე დიდი მატჩი თბილისში იყო, ჩვენს ხელში იყო ყველაფერი... მაგრამ
ორივეჯერ რაღაც დავაკელით, ამიტომაც არ ვიმსახურებდით მოგებას! პირველში დავაკელით ის, რომ უეფას მიერ სანქცირებული მაყურებლების რაოდენობა არ შევუშვით სტადიონზე, რომის პაპზე უფრო კათოლიკეები აღმოვჩნდით და წავაგეთ ის თამაში...

მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებდით, ასეთ რამეებზე ვერ გამომედავებით, მაგრამ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა, ხალხი რომ შეგვეშვა... მეორე იყო და, აგერ, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა... მთელი მსოფლიო აქ იყო, ჩვენ კი ორ საუკეთესო მოთამაშეს არ ვათამაშებთ...

მე არ ვიცი, ეს მოთამაშეების გადაწყვეტილება იყო, იმათი კლუბების, მენეჯერების, ფედერაციის, მწვრთნელების, სანიოლის თუ ვისი... არ მაინტერესებს...

მთავარი არის, ვისაც ეხებოდა ამის დარეგულირება, იმას უნდა ექნა ყველაფერი, რომ ამათ ეთამაშათ... როგორ მოხდებოდა? იმიტომ არის იქ ის ხალხი, იმიტომ მართავენ, რომ თვითონ უნდა იცოდნენ...

მესმის, რომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მესმის, რომ მე არ შემეკითხებოდა ვინმე, როგორ მოვქცეულიყავით და არც მაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ პრეტენზია იმაზე მაქვს, დამდგარ შედეგზე შეფასება გავაკეთო...

და ამ შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოს იმ ხალხმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. და გითხრათ, რა შედეგი გაქვთ? - ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში!..

თუ ეს არის თქვენი მენეჯმენტი, მაშინ ასე გააგრძელეთ. გაუფუჭეთ ხასიათი ყველას! გადაღლილი-გადმოღლილი... პატარა ბიჭები არიან და დალაპარაკებოდით... 20 წუთით რომ შემოსულიყვნენ ისრაელთან კვარაცხელია და მიქაუტაძე, გაარღვევდნენ შუაზე ისრაელის დაცვას და გავიდოდით...

თქვენც კარგად იცით, რომ ასეა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხთ. ვისი გადაწყვეტილებაც იყო, ახლა ეს კვიპროსის 3 ქულა სადაც გინდათ, იქ წაიღეთ. გავუშვით ხელიდან ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატი...

რომელი ჯობდა? ამას დიდი რაღაც არ სჭირდება, გააჩერეთ ხალხი ქუჩაში და ჰკითხეთ. ნახევარფინალი კი არა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა გაგვიხდება აუხდენელი ოცნება...

რატომ არ იყო სანიოლი ჯგუფური ეტაპის თამაშებზე? მთელი მსოფლიო აქ იყო ფეხბურთის საყურებლად... თბილისში იცხოვრებსო. თბილისში ცხოვრება იმიტომ კი არ მინდა, "შარდენზე" კაფეში დაჯდეს...

ნაკრების მწვრთნელი ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიდოდა? სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, იქ წავიდოდი საყურებლად სანიოლის ადგილას...

ჯერ ერთი, 10 ფეხბურთელი ამ ნაკრებში ჰყავს, და მერე, ვინც არ არის, პოტენციურად ეროვნულ ნაკრებში მისაწვევია ხვალ და ზეგ... დაგიბერდათ იქ მოთამაშეები, ასაკში არიან... კანკავა რომ წავიდა, სხვები ნაკლები კი არ არიან ასაკით, უკვე მოდის მათი შეცვლის დრო და ამ ნაკრებიდან უნდა შეცვალოთ...

...და დიდი აფიშები - "სანიოლი ისრაელთან მატჩს დაესწრება". დიდი მადლობა! გქონდეთ ახლა კვიპროსის 3 ქულა და ვნახოთ, რაში გამოგადგებათ მაგ ჯგუფში, - თქვა ლევან სალუქვაძემ.


წყარო: Lelo
მკითხველის კომენტარები / 127 /
შეეშვით რა კვარას.კაცმა სამ დიდ ტურნირში ითამაშა,რამდენი ფიზიკური და ემოციური დატვირთვა გადაიტანა.რომ ეთამაშა და ჩაეგდო თამაშები მაშინ რას იტყოდა ბატონი სალუქვაძე?
ოთო
04 ივლისი 2023 16:26
41
ესე იგი ყველა ემოცია და ძალა იტალიაში შემოეხარჯა კაცო. ჩვენ რაღა დაგვრჩა? ვირის თავ-ფეხი?
ირაკლი ქუთაისელი
04 ივლისი 2023 17:13
9
მადლობა სალუქვაძეს აბა ჩემ ხმას ვინ გაიგინებდა?

მეც იგივე დავწერე ჯერ კიდევ დაწყებულიც არ იყო U21 ევროპა და ვწერდი რომ ჯგუფიდან გაგვიჭირდებოდა გასვლა, რადგან სქოთები უკვე დაწინაურებულები იყვნენ და ესპანეთის ამოგდება ჩვენთვის ჯერ ძალიან ადრეა თანაც ჯგუფურ ტურნირზე. ვფიქრობდი რომ მთავრაი აქცენტი ახალგაზდულზე უნდა გაკეთებულიყო და არა შესარჩევზე. ბოლოს გამოგვივიდე ისე როგორც დონკიხოტს ქარის წისქვილის შემთხვევაში. ხელში ბოლოს დაგრჩება არაფერი არც ოლიპმიადაზე მოხვედრა, რაც საკამოდ იოლად შეიძლებოდა და ვერც ჯგუფიდან გავალთ. დაგვრჩება ერთი შანს ევროპაზე პლეი ოფიდან მოხვედრის და უკვე ასეთი უგუნურება რადენჯერ მომხდარის შემდეგ, იქნებ ეგეც ვეღავ გავქაჩოთ. როცა საკუთარ თავს ამდენს აზიანებ, შანცია ბოლომდე დაზიანდე. ეს ყველაფერი კი ვისი უტვინობაცაა ისინი არც გრძნობენ პაუხისმგებლობას და მე აქედან რამდენიც უნდა ვიყვირო ან სალუქვაძემ აზრიც არა აქვს. კრება დარჩა მხიარული.... საბჭოს თავჯდომარე ბუჩქებში კარგად გრძნობდეს თავს და ქვეყნის დედაც....))) ყველაფერი უგუნურებას და უტვინობას ერთი სათავე აქვს. უპასუხისგებლობა და დაუსჯელობა. მე არავის ჩამოხრჩობას არ ვქადაგებ. მაგრამ ამდენ ხელიდან გაშვებულ შანსებს ზოგიერთები თავის თავს არ უნდა პატიობდნენ. მარა ამ ქვეყანაში ქვეყნის საქმის კეთება კი არა, გაზულუქების აღლუმია. გულდასაწყევეტია ეს ყველაფერი და იმედების დიდი გაცრუება. მადლობა სალუქვაძეს.
G.LA
04 ივლისი 2023 12:54
9
შენ კი ყველაფერში მართალი ხარ ლევან მაგრამ ვინ აგებს ამ ყველაფერზე პასუხს?ან წარუმატებლობაზე ვინმეს როდესმე უგია პასუხი?.ფედერაცია პირველად მაშინ უნდა გადამდგარიყო ხალხი რომ არ შეუშვეს სტადიონზე და მაკედონიასთან ისტორიული შანსი დავკარგეთ მაგრამ ნამუსმა შეაწუხა ვინმე?ან ეხლა ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი რომ დავკარგეთ ვინმე ინამუსებს და გადადგება?ჩვენც არ ვარგივართ ხალხი თორემ ალყაში უნდა მოაქციო ფედერაცია და სულ კინწისკრით გაყარო.
გიორგი.
04 ივლისი 2023 16:16
6
ასე ანადგურებენ ყველა მომავალ საფეხბურთო თაობას და ამაში ის კლავიატურის ლომებიც ეხმარებიან, აქ რომ აპრავებენ კვარას და ჟორჟის ართამაშს. არცერთი თქვენგანი არაა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი. არ გინდოდათ მოგება? იყავით დამარცხებულები და უყურეთ ნაპოლის თამაშებს. სულ გაჭედა ხალხმა?!
სიმართლე
04 ივლისი 2023 16:02
11
როგორ ხდება, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია და მიდის 10000 კაცით ნაკლები. 100-200 კაცი ვთქვათ შესაძლოა ამა იმ მიზეზით ვერ მივიდეს, მაგრამ 10000? როჰორ ხდება და ამ ბილეთებს უფასოდ არიგებთ მერიის თუ გამგეობებზე მიუხედავად უყვარს თუ არა ფეხბურთი, მოსაწვწვებს გასცემთ და ნამდვილი გულშემატკივარი რჩება უბილეთოდ. რეკორდით მოგაქვთ თავი, რეკორდი იქნებოდა 55000 და არა 44.
ლადო
04 ივლისი 2023 12:46
3
მართალია, ჩვენი აქილევსის ქუსლია, იქ გავისვრით სადაც არავინ ელოდება, სადაც ველოდებით და აუცილებელია- იქ დავაკლებთ ხოლმე. ასპროცენტიანია ეს კაცი: ისრაელი ძვლივს დადიოდა 2-ე ტაიმის 20-ე წუთიდან, მეორე ტაიმის ბოლოს და დამატებით დროში კვარაცხელია აუცილებლად იზამდა მისას, ჟორჟიც, გავიდოდით ევროპის ჩემპიონატის მინიმუმ 4-ე ადგილზე, იქნებ უფრო მეტიც გამოგვედნო, მოვხვდებოდით ოლიმპიადაზე. ხალხი გაიხარებდა, კვარა გახდებოდა გმირი, მეტი ხარისხით წარდგებოდა მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში, მეტი სანსი ექნებოდა მომავალში ოქროს ბურთის.ჟორჟი, იქნებოდა მეტად მოთხოვნადი ტოპ კლუბებისათვის!
ეხლა კი რა: ყველა, ვინც ეხლა აქ ვუზივართ და გადაცილებული ვართ 30 წელს: ვერ ვეღირსებით ვერც ოლიმპიადას და ვერც მსოფლიოს! მითუმეტეს ვერც მედლებს მსგავს ტურნირებზე! დაბარდება კვარა და აღიარებს, რომ ცხოვრების შეცდომა დაუშვა!
დათი
04 ივლისი 2023 19:30
2
ოდესმე გამოვა და იტყვის კვარაცხელია მინდოდა თამაში მაგრამ მითხრეს დაღლილობას დააბრალე და ჩაეხსენიო... აქ ხო მაფიოზები მართავენ ფეხბურთს აქ ხო მთავარი ფულია და მერე ხალხი... უნდა ეყოს კვარას ვაჟკაცობა და თქვას რატო არ დაუდგა მის ძმებს გვერდით როცა ასე ძალიან ჭირდებოდათ მისი დახმარება იმ ცრემლებს რაც ბიჭებმა ღვარეს კვარა დავიჯერო გულგრილად შეხედავდა? დარწმუნებულივარ მათან ერთად მასაც წამოუვიდოდა მწარე ცრემლები... ჩემთვის წარმოუდგენელია ქვეყანა გიყვარდეს რაღაც შეგეძლოს და დაღლილობის გამო არ დაეხმარო? ხალხი 5შვილს ტოვებს და ომში ტყვიაზე მიდის და შვილებს ობლად ტოვებს რა დაღლილობა კვარა დაგვცინი??ქართველი გულშემატკივარი არაა სულელი ყველაფერს კარგად ხედავს დღეს მაფიოზები მართავენ აქ ფეხბურთს ან როდის არ მართავდნენ ჟორდანიას დროს არა თუ მას მერე? აკეთეთ ფულები მიდის მაფიოზებო გაგდით და თქვენი რა მიდის....
რონი
04 ივლისი 2023 21:00
4
რასაც ვფიქრობდი ზუსტად ამას იძახის ეს კაცი. არ ვიცი ვინაა, მაგრამ 100% სიმართლეს ამბობს. ის ვერ გავიგე რატომ ღიზიანდებით ზოგიერთები, რა ნაცი და რა ქოცი და რა ცარიელი ჭიქა , კონკრეტულად რა წერია აქ ისეთი, რაშიც არ ეთანხმებით. ხვიჩას და მიქაუტაძის წარმატება იმიტომ მიხარია მე პირადად, რომ საქართველოს ნაკრები გაქაჩონ და ისტორიულ წარმატებებს მივაღწიოთ, თორემ კრემონეზეს რომ ნაპოლი მოუგებს რატომ უნდა გამხარებოდა?!!! გინდა ისე გაიმართლონ თავი ბიჭებმა, გინდა ასე, ფაქტია რომ "არ იკადრეს" თემაა! ვიღაცამ უთხრა: მაგ "დონის" არ ხარ, შენ გაცილებით მეტი ხარ, არ უნდა დაიღალო ტყუილად და ვსო, ასეა სავარაუდოდ ეს გადაწყვეტილება მიღებული.
lasha-giorgi
04 ივლისი 2023 16:17
10
სრული სიმართლეა ლევანის ნათქვამი. მეტის ღირსი ვართ, იმიტომ რომ ბევრი ისევ უკუღმართად აზროვნებს და კვარას თუ ჟორჟის ართამაშს აპრავებს. მარაზმში ვცხოვრობთ, სრულ მარაზმში. ასეთი რამ არ გამიგია, ხალხი აპრავებდა წაგებას და მოგება არ უნდოდეს!- უნიკალური შანსი გავუშვით; ასეთი შანსები ძალიან იშვიათია!
სიმართლე
04 ივლისი 2023 15:55
7
მეც მაქვს და ყვრლას ამ თენაზე ჩვენი აზრი.. მიქაუტაძეც და კვარაცხელიაც ამ ნაკრებთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ!
ეს იყო ისტორიული შანსი, რომელიც როგორც ყოველთვის მიზეზთა გამო ქარმა წაიღო. აწი ველოდოთ ამისთანა შანს...! გული დამწყდა მაგრად.. სადღაც , მუდამ უაზრო მიზეზით ვიჩაგრებით. წარმატებას ვუსურვებ ყველა სპორცმენს. უბრალოდ არის მომენტი, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
დავით
04 ივლისი 2023 14:05
3
50ათასი ადამიანი რო მიდის სტადიონზე ესეიგი ხალხს აინტერესებს ეს ტურნირი... პლაკატებზე კვარა და ჟორჟი რო გამოაკრეს რის გამო გამოაკრეს?მარტო ხალხის მისაზიდად? მე ვერ დავიჯერებ მეც ვაკრიტიკებ კვარას და ნახევარი საქართველოც უბრალოდ არ მჯერა რომ ამ ბიჭებმა თავისი სურვილით თქვეს თავის ძმების დახმარებაზე უარი... არარსებულია მომკალით და ვერ დავიჯერებ! ისრაელთან წაგებულ თამაში კვარა თუარ განიცდიდა ამას მაშინ არ გაიშვას მისი ქართველობა არსად! უბრალოდ ხალხს თვალში ნაცარი არუნდა შეაყაროთ მესმის მაფიოზები მართავენ ფედერაციას მაგრამ ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს რატომ აღარ ათამაშეს კვარა და ჟორჟი????? ქვეყანას ეხლა ქონდა შანსი ოდესმე რამისთვის მიეღწია და ჩაუსვარეთ ხალხს ოცნებებში... კვარა მაფიოზები არაფრის მთქმელი არიან შენ უნდა გეყოს კაცობა და ქართველ ხალხს უთხრა რა იყო მიზეზი დაღლა და ზღაპრები ბავშვებს მოუყევი.. ტონალმა შენზე მეტი ითამაშა სერია ა შიც ლიგაზეც და მაინც აქ იყო...ესეიგი შენც შეგეძლო
Roni
04 ივლისი 2023 13:49
2

სიახლეები პოპულარული