"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი და ტელეკომენტატორი ლევან სალუქვაძე ყოველთვის გამოირჩევა პირდაპირობით და დაუფარავად ამბობს სათქმელს...

ამჯერად, მან სანაკრებო ბატალიები შეაფასა - ისრაელთან მარცხი და ოლიმპიადაზე მოხვედრის ხელიდან გაშვებული შანსი...

- ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, წავაგეთ პენალტების სერიაში... მაგრამ წავაგეთ არა ერთი მატჩი, არამედ წავაგეთ ოცნება... ოცნებების სასაფლაოა მთელი ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება. ჯერ ქინქლაძისა და არველაძეების თაობის გვჯეროდა, მერე იყო კიდევ სხვა გამონათებები...

მერე მაკედონიასთან მატჩის გვჯეროდა... მერე ამ თამაშის გვჯეროდა... თან ბოლო ორივე დიდი მატჩი თბილისში იყო, ჩვენს ხელში იყო ყველაფერი... მაგრამ
ორივეჯერ რაღაც დავაკელით, ამიტომაც არ ვიმსახურებდით მოგებას! პირველში დავაკელით ის, რომ უეფას მიერ სანქცირებული მაყურებლების რაოდენობა არ შევუშვით სტადიონზე, რომის პაპზე უფრო კათოლიკეები აღმოვჩნდით და წავაგეთ ის თამაში...

მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებდით, ასეთ რამეებზე ვერ გამომედავებით, მაგრამ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა, ხალხი რომ შეგვეშვა... მეორე იყო და, აგერ, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა... მთელი მსოფლიო აქ იყო, ჩვენ კი ორ საუკეთესო მოთამაშეს არ ვათამაშებთ...

მე არ ვიცი, ეს მოთამაშეების გადაწყვეტილება იყო, იმათი კლუბების, მენეჯერების, ფედერაციის, მწვრთნელების, სანიოლის თუ ვისი... არ მაინტერესებს...

მთავარი არის, ვისაც ეხებოდა ამის დარეგულირება, იმას უნდა ექნა ყველაფერი, რომ ამათ ეთამაშათ... როგორ მოხდებოდა? იმიტომ არის იქ ის ხალხი, იმიტომ მართავენ, რომ თვითონ უნდა იცოდნენ...

მესმის, რომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მესმის, რომ მე არ შემეკითხებოდა ვინმე, როგორ მოვქცეულიყავით და არც მაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ პრეტენზია იმაზე მაქვს, დამდგარ შედეგზე შეფასება გავაკეთო...

და ამ შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოს იმ ხალხმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. და გითხრათ, რა შედეგი გაქვთ? - ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში!..

თუ ეს არის თქვენი მენეჯმენტი, მაშინ ასე გააგრძელეთ. გაუფუჭეთ ხასიათი ყველას! გადაღლილი-გადმოღლილი... პატარა ბიჭები არიან და დალაპარაკებოდით... 20 წუთით რომ შემოსულიყვნენ ისრაელთან კვარაცხელია და მიქაუტაძე, გაარღვევდნენ შუაზე ისრაელის დაცვას და გავიდოდით...

თქვენც კარგად იცით, რომ ასეა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხთ. ვისი გადაწყვეტილებაც იყო, ახლა ეს კვიპროსის 3 ქულა სადაც გინდათ, იქ წაიღეთ. გავუშვით ხელიდან ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატი...

რომელი ჯობდა? ამას დიდი რაღაც არ სჭირდება, გააჩერეთ ხალხი ქუჩაში და ჰკითხეთ. ნახევარფინალი კი არა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა გაგვიხდება აუხდენელი ოცნება...

რატომ არ იყო სანიოლი ჯგუფური ეტაპის თამაშებზე? მთელი მსოფლიო აქ იყო ფეხბურთის საყურებლად... თბილისში იცხოვრებსო. თბილისში ცხოვრება იმიტომ კი არ მინდა, "შარდენზე" კაფეში დაჯდეს...

ნაკრების მწვრთნელი ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიდოდა? სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, იქ წავიდოდი საყურებლად სანიოლის ადგილას...

ჯერ ერთი, 10 ფეხბურთელი ამ ნაკრებში ჰყავს, და მერე, ვინც არ არის, პოტენციურად ეროვნულ ნაკრებში მისაწვევია ხვალ და ზეგ... დაგიბერდათ იქ მოთამაშეები, ასაკში არიან... კანკავა რომ წავიდა, სხვები ნაკლები კი არ არიან ასაკით, უკვე მოდის მათი შეცვლის დრო და ამ ნაკრებიდან უნდა შეცვალოთ...

...და დიდი აფიშები - "სანიოლი ისრაელთან მატჩს დაესწრება". დიდი მადლობა! გქონდეთ ახლა კვიპროსის 3 ქულა და ვნახოთ, რაში გამოგადგებათ მაგ ჯგუფში, - თქვა ლევან სალუქვაძემ.


წყარო: Lelo
მკითხველის კომენტარები / 127 /
მართლა რა უბედურება გჭირთ ყველას, რა პანიკაა ასაკობრივ ნაკრებზე, რა არაფრისგან შექმენით რაღაც უდიდესი დატვირთვის მოვლენა. ნუ გადაამლაშეთ რა - კვარა და მიქაუტაძის ყოფნით შესაძლოა ეს შედეგიც არ ყოფილიყო. რატომ? მეორე ნომერზე და თავდაცვაზე აწყობილ გუნდში კვარას და მიქაუტაძის მსგავსი ფეხბურთელი ასუსტებს დაცვის უნარს და იმიტომ. სიმეონეს ატლეტიკოზე ჩაბეტონებულ დაცვას ვთამაშობდით და ასეთ გუნდში ვინც იყვნენ ისინი უფრო დიდი პლუსები იყო გუნდისთვის. გაგვიმართლა, ბიჭებმა იომეს (იომეს და არა ითამაშეს) და გავედით ჯგუფიდან და პირველად ვიყავით ფავორიტები და ვერ ვითამაშეთ 1 ნომრად. ხოდა ახლა ამის რეალურად ვერ შეფასება და კვარაზე გადაბრალება ცოტა არ იყოს გაუგებარია - 3 წლის წინ რომ ეროვნულის შეუცვლელი ფეხბურთელი გყავს, იმაზე გინდა ისევ ააწყო ასაკობრივი და ივიწყებ რომ იმ ასაკობრივს თავის ბირთვი ყავს და კვარას გარეშე მოდიან ამდენი წელია. მაგ ბიჭების გუნდია დღევანდელი 21 წლამდელები და ცოტა მეტი ეთიკაა საჭირო - თქვენ არ ვარგიხართ, კვარა და მიქაუტაძეა მთელი ნაკრებიო არ უნდა იძახო. პ.ს. მაკედონიას და მაყურებლებს რომ მისტირით - მაყურებლების შეშვება კი არა, მანამდე რომ ვერ მოიგეს მაკედონია სომხეთთან და ვაისი თავს ინახავსო რომ გაიძახოდით და ნაკრებში პრობლემას ვერ ხედავდით, მაგის ბრალი იყო ეგ. რომ გავსულიყავით რამდენი უნდა წავსულიყავით ხოლმე თამაშებზე რომ არ შერცხვენილიყვნენ?
???
05 ივლისი 2023 11:58
6
???
შენ გაიხარე ! აქ ბევრი რასაც ფიქრობს და რისი სურვილიც აქვს , ის ჰგონია უდავო ჭეშმარიტება . რეალობის აღქმის სურვილი არ აქვთ მგონი , ამიტომ ვერც აღიქვამენ . მაყურებლით უნდათ თამაშის მოგება ( კი აქვს მნიშვნმელობა , მაგრამ არა გადამწყვეტი ). ფიზიკური მომზადება დღევანდელ ქართულ ფეხბურთში , რბილად რომ ვთქვათ სასურველზე დაბალია , ტაქტიკური მონახაზები არ არსებობს ,უბურთოდ თამაში არ ვიცით , ანუ ვერ ვიხსნებით და სივრცეებს ვერ ვითვისებთ , ასე შემდეგ და ასე შემდეგ . გასაღები დევს ბავშთა ფეხბურთში , ბავშვების სწორად აღზრდაში . ოლიმპიადაზე , ევროპაზე , მსოფლიოზე გვინდა გასვლა და რით , საკუთარ საჯარიმოში ჯდომით ? ,,ოღონდ არ წავაგოთ" - ეს დევიზი გვინდა გვქონდეს და თამაში მოვიგოთ ? - არ იქნება ეგეთი რამ ერთი-ორი გამართლების გარდა არასოდეს .
ტარიელი
05 ივლისი 2023 13:21
3
როგორც ნიდერლანდების გულშემატკივარს გეკითხები--1978 კრუიფი რომ გაყვა ნაკრებს, იმ მიზეზით რომ არავარ ისე როგორც უნდა ვიყოო.....არ ითამაშა ე.ი.ეაღაც მიზეზი იყო ალბათ.და ის, რომ ეთამაშა აუ დავანგრევდით ყველას, ამ ლირიკას მოეშვით რა.შეიძლება ეს რეზულტატიც არ დამდგარიყო.
კახა ქ.
04 ივლისი 2023 16:29
22
კრუიფმა მერე დაწერა დანანებით- არ მქონდა იმედი, თუ ფინალამდე გავიდოდითო და ამიტომ ვთქვი უარიო
გეშლება პატივცემულო
04 ივლისი 2023 16:36
3
ნეტა ყველამ თქვენ საქმეს მიხედოთ.ბატონ ლევანს კი ურჩევდი თამაშის წაყვანა ისწავლოს მაგრამ რაღა დროსია.სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა რომ არ იცი კვარამ და ჟორჟმა რატო არ ითამაშეს,რაღაზე უნდა გველაპარაკო.ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ და რაღაცეებს ვარაუდობდეთ მაგრამ თქვენ ვალდებული ხართ ამ ინფორმაციას იძიებდეთ და ზუსტათ იცვოდეთ რატომ არ ითამაშეს,არა ის რო არ იცი რატო არ ითამაშეს მაგრამ მაინც აკრიტიკებ.
B
04 ივლისი 2023 13:43
9
ხო, მართლა კოკა-კოლასს დაჯარიმებაზე გამახსენდა. კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს და ეს მოარული ჭორი არამგონია იყოს, რადგან ნამდვილად ჰქონდა ადგილი ნაპოლის პრეტენზიას კვარას ეტიკეტის გამოყენების გამო, ეს ნამდვილად სიმართლეა.
აი 10 მილიონის გადახდა კი მთლად სათანადოდ ვერ გააფიშირდა და ამას აქვს გარკვეული მიზეზი, ეს უბრალოდ არაპროფესიონალური გადაცდომაა, სამსახურებრივი შეცდომა, რაც კრიჟანმა ნაპოლიმ ხელიდან არ გაუშვა...
ასე რომ, ასე იაფს რომ გიხდის კლუბი წელიწადში, რა თანხასაც უმრავლესობა საშუალო დონის ფეხბურთელებისა თვეში იღებს (ამას ხომ მოხერხება უნდა), ბევრი არ უნდა დააყოვნო მანდ...
ლაშა
04 ივლისი 2023 14:10
1
მეც მიმაჩნია რომ ახალ თაობზე უნდა გაკეთდეს აქცენტები, ერთჯერადი შედეგები ცალკეულ თამაშებში და ვაი ვაიგლახით მოპოვებული ქულები მეორე პლანზე უნდა გადავიდეს. მიუუხედავ გამოვარდნისა მაინც დიდ გამოცდილება მიიღო 21 წლამდე ფეხბურთელებმა და მათი გამოძახება უნდა დაიწყონ
სებო
04 ივლისი 2023 13:31
1
ყველაზე კარგი ტიპი. მაგრამ ჩავლილია და აღარ გვინდა ამდენი ნეგატივი
ირაკლი
04 ივლისი 2023 17:01
2
ამ ტიპმა მაგარი ტვინი წაიღო თავისი უაზრო ჭკუოსნობებით... პირველია, თუ მეპრე? მარა ვინც კომენტატორობაში ფულს უხდის - იმან იდარდოს, ჩვენ რატო ვდარდობთ? :)))
დათო
04 ივლისი 2023 15:34
14
ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალი რომ ითამაშეს, ეს ოცნების ახდენა არ იყო?

უმადურობა ძალიან ცუდია.
ზურა
04 ივლისი 2023 15:29
5
ლევან ნაცი ხარ თუ ვინ ხარ
ირაკლი
04 ივლისი 2023 14:38
24
შენ პატივცემულო რატომ გგონია რომ ყველაზე ჭკვიანი ხარ და შეგიძლია ვინც შენს ნააზრევს არ ეთანხმება ნაცია? იარლიყების მიწებებას თავი დაანებე ჩემო კარგო და თუ რამის თქმა აპირებ კონკრეტულ საკითხზე ისაუბრე. ლევან სალუქვაძეა ნაცი და შენ ქოცი? თუ ტროლი ხარ მაშინ გასაგებია პრინციპში.
თავისუფალი მედიის , ,, თავისუფალი " ვებ-გვერდის ადმინისტრატორი იმედია არ დაბლოკავს ჩემ კომენტარს
ქორ-პარიკმახერი
04 ივლისი 2023 15:16
2
ტროლიკ, დღეს ირაკლი მორიგეობს??? :):):):)
უკვე ფეხბურთშიც მასტერობ? კლავიატურის ლომო :):):)
ირაკლის
04 ივლისი 2023 16:08
4
კლუბში თამაში მათი სამსახურია და ნაკრებში თამაში მათი ვალდებულება. რომელიც არ უნდა იყოს. აბა სულ რო გაიძახიან ჩვენთვის მთავარი ჩვენი გულშემატკივრების გახარებაო აბა მეტნაირად როგორ უნდა გაახარო..??!!
გივი
05 ივლისი 2023 23:35
1

სიახლეები პოპულარული