"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი და ტელეკომენტატორი ლევან სალუქვაძე ყოველთვის გამოირჩევა პირდაპირობით და დაუფარავად ამბობს სათქმელს...

ამჯერად, მან სანაკრებო ბატალიები შეაფასა - ისრაელთან მარცხი და ოლიმპიადაზე მოხვედრის ხელიდან გაშვებული შანსი...

- ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, წავაგეთ პენალტების სერიაში... მაგრამ წავაგეთ არა ერთი მატჩი, არამედ წავაგეთ ოცნება... ოცნებების სასაფლაოა მთელი ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება. ჯერ ქინქლაძისა და არველაძეების თაობის გვჯეროდა, მერე იყო კიდევ სხვა გამონათებები...

მერე მაკედონიასთან მატჩის გვჯეროდა... მერე ამ თამაშის გვჯეროდა... თან ბოლო ორივე დიდი მატჩი თბილისში იყო, ჩვენს ხელში იყო ყველაფერი... მაგრამ
ორივეჯერ რაღაც დავაკელით, ამიტომაც არ ვიმსახურებდით მოგებას! პირველში დავაკელით ის, რომ უეფას მიერ სანქცირებული მაყურებლების რაოდენობა არ შევუშვით სტადიონზე, რომის პაპზე უფრო კათოლიკეები აღმოვჩნდით და წავაგეთ ის თამაში...

მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებდით, ასეთ რამეებზე ვერ გამომედავებით, მაგრამ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა, ხალხი რომ შეგვეშვა... მეორე იყო და, აგერ, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა... მთელი მსოფლიო აქ იყო, ჩვენ კი ორ საუკეთესო მოთამაშეს არ ვათამაშებთ...

მე არ ვიცი, ეს მოთამაშეების გადაწყვეტილება იყო, იმათი კლუბების, მენეჯერების, ფედერაციის, მწვრთნელების, სანიოლის თუ ვისი... არ მაინტერესებს...

მთავარი არის, ვისაც ეხებოდა ამის დარეგულირება, იმას უნდა ექნა ყველაფერი, რომ ამათ ეთამაშათ... როგორ მოხდებოდა? იმიტომ არის იქ ის ხალხი, იმიტომ მართავენ, რომ თვითონ უნდა იცოდნენ...

მესმის, რომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მესმის, რომ მე არ შემეკითხებოდა ვინმე, როგორ მოვქცეულიყავით და არც მაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ პრეტენზია იმაზე მაქვს, დამდგარ შედეგზე შეფასება გავაკეთო...

და ამ შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოს იმ ხალხმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. და გითხრათ, რა შედეგი გაქვთ? - ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში!..

თუ ეს არის თქვენი მენეჯმენტი, მაშინ ასე გააგრძელეთ. გაუფუჭეთ ხასიათი ყველას! გადაღლილი-გადმოღლილი... პატარა ბიჭები არიან და დალაპარაკებოდით... 20 წუთით რომ შემოსულიყვნენ ისრაელთან კვარაცხელია და მიქაუტაძე, გაარღვევდნენ შუაზე ისრაელის დაცვას და გავიდოდით...

თქვენც კარგად იცით, რომ ასეა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხთ. ვისი გადაწყვეტილებაც იყო, ახლა ეს კვიპროსის 3 ქულა სადაც გინდათ, იქ წაიღეთ. გავუშვით ხელიდან ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატი...

რომელი ჯობდა? ამას დიდი რაღაც არ სჭირდება, გააჩერეთ ხალხი ქუჩაში და ჰკითხეთ. ნახევარფინალი კი არა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა გაგვიხდება აუხდენელი ოცნება...

რატომ არ იყო სანიოლი ჯგუფური ეტაპის თამაშებზე? მთელი მსოფლიო აქ იყო ფეხბურთის საყურებლად... თბილისში იცხოვრებსო. თბილისში ცხოვრება იმიტომ კი არ მინდა, "შარდენზე" კაფეში დაჯდეს...

ნაკრების მწვრთნელი ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიდოდა? სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, იქ წავიდოდი საყურებლად სანიოლის ადგილას...

ჯერ ერთი, 10 ფეხბურთელი ამ ნაკრებში ჰყავს, და მერე, ვინც არ არის, პოტენციურად ეროვნულ ნაკრებში მისაწვევია ხვალ და ზეგ... დაგიბერდათ იქ მოთამაშეები, ასაკში არიან... კანკავა რომ წავიდა, სხვები ნაკლები კი არ არიან ასაკით, უკვე მოდის მათი შეცვლის დრო და ამ ნაკრებიდან უნდა შეცვალოთ...

...და დიდი აფიშები - "სანიოლი ისრაელთან მატჩს დაესწრება". დიდი მადლობა! გქონდეთ ახლა კვიპროსის 3 ქულა და ვნახოთ, რაში გამოგადგებათ მაგ ჯგუფში, - თქვა ლევან სალუქვაძემ.


წყარო: Lelo
მკითხველის კომენტარები / 127 /
შეეშვით რა კვარას.კაცმა სამ დიდ ტურნირში ითამაშა,რამდენი ფიზიკური და ემოციური დატვირთვა გადაიტანა.რომ ეთამაშა და ჩაეგდო თამაშები მაშინ რას იტყოდა ბატონი სალუქვაძე?
ოთო
04 ივლისი 2023 16:26
41
ესე იგი ყველა ემოცია და ძალა იტალიაში შემოეხარჯა კაცო. ჩვენ რაღა დაგვრჩა? ვირის თავ-ფეხი?
ირაკლი ქუთაისელი
04 ივლისი 2023 17:13
9
რასაც ვფიქრობდი ზუსტად ამას იძახის ეს კაცი. არ ვიცი ვინაა, მაგრამ 100% სიმართლეს ამბობს. ის ვერ გავიგე რატომ ღიზიანდებით ზოგიერთები, რა ნაცი და რა ქოცი და რა ცარიელი ჭიქა , კონკრეტულად რა წერია აქ ისეთი, რაშიც არ ეთანხმებით. ხვიჩას და მიქაუტაძის წარმატება იმიტომ მიხარია მე პირადად, რომ საქართველოს ნაკრები გაქაჩონ და ისტორიულ წარმატებებს მივაღწიოთ, თორემ კრემონეზეს რომ ნაპოლი მოუგებს რატომ უნდა გამხარებოდა?!!! გინდა ისე გაიმართლონ თავი ბიჭებმა, გინდა ასე, ფაქტია რომ "არ იკადრეს" თემაა! ვიღაცამ უთხრა: მაგ "დონის" არ ხარ, შენ გაცილებით მეტი ხარ, არ უნდა დაიღალო ტყუილად და ვსო, ასეა სავარაუდოდ ეს გადაწყვეტილება მიღებული.
lasha-giorgi
04 ივლისი 2023 16:17
10
ნაცები რომ ყოფილიყვნენ მიშა კერძო თვითმფრინავს გააგზავნიდა კაზანში ხვიჩას ჩამოსაყვანად და კოვიდს აიცილებდა,მაკედონიას მოვუგებდით ხოლო ახლა ხვიჩა და მიქაუტაძე ახალგაზრდულში ითანმაშებდნენ და ოლიმპიადაზეც მოვხდებოდით.იმიტომ რომ მიშას საქართველო უყვარს ხოლო ქოცებს დიდი ფული.
ასეა ეს
04 ივლისი 2023 16:16
33
ლებრონ ჯეიმსიც არ გვაწყენდა... გვეთხოვა იქნებ ეთამაშა?!
aburjga
04 ივლისი 2023 17:44
4
მაშინ აღვადგინოთ ოფიციალურად დიქტატურა და ვინმე თუ არ დაემორჩილება ჩვენს ნებას, დავხვრიტოთ, ხოლო ოჯახი გადავუსახლოთ. და ერთ რიტორიკულ კითხვას დავსვამ კიდევ: ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს (იმათზე ვამბობ ხვიჩას და გიორგის რომ აძაგებენ) და თქვას, რამდენი გაუკეთებიათ სამშობლოს სიყვარულში, სხვას რომ უკიჟინებენ და პატრიოტიზმისკენ მოუწოდებენ? ილიას ჭავჭავაძეს უთქვამს, ისეთმა ფურმა უნდა დამწიხლოს, ჩემზე მეტს რომ იწველისო. როგორ გვიყვარს ქართველებს ჩვენი ქვეყანა ყველა ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. “ფურუნკულები” გვასხედან ათწლეულებია თავზე და 22 წლის ბიჭებს ვაგინებთ.
გიორგი
04 ივლისი 2023 17:34
5
ყველა გამოხმაურება
ვეთანხმები რომ კვარას და მიქაუტაძეს უნდა ეთამაშა, თუმცა რომ არ ითამაშეს ამისგან ტრაგედიაა არ უნდა შევქმნათ და ბიჭებს ლამის ანათემაზე ნუ გადაცემთ. ახალგაზრდა ბიჭები არიან და თავადაც კარგად მოხვდებიან შეცდომას. საერთო ჯამში შედეგებში ყველაფერი იმაზე უკეთაა ვიდრე იყო. თუმცა სანიოლის ბოლოდროინდელი ქცევა და მუშაობა არადამაკმაყოფილებელია, სანიოლთან მიმართებით მთლიანად ვეთამხმები, უფრო მწვავედაც შეიძლებოდა
გიო
04 ივლისი 2023 16:16
4
შენ კი ყველაფერში მართალი ხარ ლევან მაგრამ ვინ აგებს ამ ყველაფერზე პასუხს?ან წარუმატებლობაზე ვინმეს როდესმე უგია პასუხი?.ფედერაცია პირველად მაშინ უნდა გადამდგარიყო ხალხი რომ არ შეუშვეს სტადიონზე და მაკედონიასთან ისტორიული შანსი დავკარგეთ მაგრამ ნამუსმა შეაწუხა ვინმე?ან ეხლა ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი რომ დავკარგეთ ვინმე ინამუსებს და გადადგება?ჩვენც არ ვარგივართ ხალხი თორემ ალყაში უნდა მოაქციო ფედერაცია და სულ კინწისკრით გაყარო.
გიორგი.
04 ივლისი 2023 16:16
6
ამ ორღობის ძალით ექსპერტს სანამ ამდენი დამთანხმებელი ეყოლება, იქამდე ვიქნებით ტრ***
პეტრე
04 ივლისი 2023 16:06
32
ასე ანადგურებენ ყველა მომავალ საფეხბურთო თაობას და ამაში ის კლავიატურის ლომებიც ეხმარებიან, აქ რომ აპრავებენ კვარას და ჟორჟის ართამაშს. არცერთი თქვენგანი არაა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი. არ გინდოდათ მოგება? იყავით დამარცხებულები და უყურეთ ნაპოლის თამაშებს. სულ გაჭედა ხალხმა?!
სიმართლე
04 ივლისი 2023 16:02
11
სრული სიმართლეა ლევანის ნათქვამი. მეტის ღირსი ვართ, იმიტომ რომ ბევრი ისევ უკუღმართად აზროვნებს და კვარას თუ ჟორჟის ართამაშს აპრავებს. მარაზმში ვცხოვრობთ, სრულ მარაზმში. ასეთი რამ არ გამიგია, ხალხი აპრავებდა წაგებას და მოგება არ უნდოდეს!- უნიკალური შანსი გავუშვით; ასეთი შანსები ძალიან იშვიათია!
სიმართლე
04 ივლისი 2023 15:55
7
ლევან გენაცვალე, მაგ აზრზეა მთელი საქართველო..
დაიცა
04 ივლისი 2023 15:46
19
მთელი საქართველოს სახელით, რო ბოდავ, რა რეფერენდუმი ჩაატარე თუ რაშია საქმე?
დაიცას
04 ივლისი 2023 16:43
9
რაზე კამათობთ ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს ფეხბურთი რა მოთხოვეს მეტი?
რუბიკონი
04 ივლისი 2023 15:44
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული