"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი და ტელეკომენტატორი ლევან სალუქვაძე ყოველთვის გამოირჩევა პირდაპირობით და დაუფარავად ამბობს სათქმელს...

ამჯერად, მან სანაკრებო ბატალიები შეაფასა - ისრაელთან მარცხი და ოლიმპიადაზე მოხვედრის ხელიდან გაშვებული შანსი...

- ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, წავაგეთ პენალტების სერიაში... მაგრამ წავაგეთ არა ერთი მატჩი, არამედ წავაგეთ ოცნება... ოცნებების სასაფლაოა მთელი ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება. ჯერ ქინქლაძისა და არველაძეების თაობის გვჯეროდა, მერე იყო კიდევ სხვა გამონათებები...

მერე მაკედონიასთან მატჩის გვჯეროდა... მერე ამ თამაშის გვჯეროდა... თან ბოლო ორივე დიდი მატჩი თბილისში იყო, ჩვენს ხელში იყო ყველაფერი... მაგრამ
ორივეჯერ რაღაც დავაკელით, ამიტომაც არ ვიმსახურებდით მოგებას! პირველში დავაკელით ის, რომ უეფას მიერ სანქცირებული მაყურებლების რაოდენობა არ შევუშვით სტადიონზე, რომის პაპზე უფრო კათოლიკეები აღმოვჩნდით და წავაგეთ ის თამაში...

მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებდით, ასეთ რამეებზე ვერ გამომედავებით, მაგრამ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა, ხალხი რომ შეგვეშვა... მეორე იყო და, აგერ, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა... მთელი მსოფლიო აქ იყო, ჩვენ კი ორ საუკეთესო მოთამაშეს არ ვათამაშებთ...

მე არ ვიცი, ეს მოთამაშეების გადაწყვეტილება იყო, იმათი კლუბების, მენეჯერების, ფედერაციის, მწვრთნელების, სანიოლის თუ ვისი... არ მაინტერესებს...

მთავარი არის, ვისაც ეხებოდა ამის დარეგულირება, იმას უნდა ექნა ყველაფერი, რომ ამათ ეთამაშათ... როგორ მოხდებოდა? იმიტომ არის იქ ის ხალხი, იმიტომ მართავენ, რომ თვითონ უნდა იცოდნენ...

მესმის, რომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მესმის, რომ მე არ შემეკითხებოდა ვინმე, როგორ მოვქცეულიყავით და არც მაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ პრეტენზია იმაზე მაქვს, დამდგარ შედეგზე შეფასება გავაკეთო...

და ამ შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოს იმ ხალხმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. და გითხრათ, რა შედეგი გაქვთ? - ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში!..

თუ ეს არის თქვენი მენეჯმენტი, მაშინ ასე გააგრძელეთ. გაუფუჭეთ ხასიათი ყველას! გადაღლილი-გადმოღლილი... პატარა ბიჭები არიან და დალაპარაკებოდით... 20 წუთით რომ შემოსულიყვნენ ისრაელთან კვარაცხელია და მიქაუტაძე, გაარღვევდნენ შუაზე ისრაელის დაცვას და გავიდოდით...

თქვენც კარგად იცით, რომ ასეა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხთ. ვისი გადაწყვეტილებაც იყო, ახლა ეს კვიპროსის 3 ქულა სადაც გინდათ, იქ წაიღეთ. გავუშვით ხელიდან ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატი...

რომელი ჯობდა? ამას დიდი რაღაც არ სჭირდება, გააჩერეთ ხალხი ქუჩაში და ჰკითხეთ. ნახევარფინალი კი არა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა გაგვიხდება აუხდენელი ოცნება...

რატომ არ იყო სანიოლი ჯგუფური ეტაპის თამაშებზე? მთელი მსოფლიო აქ იყო ფეხბურთის საყურებლად... თბილისში იცხოვრებსო. თბილისში ცხოვრება იმიტომ კი არ მინდა, "შარდენზე" კაფეში დაჯდეს...

ნაკრების მწვრთნელი ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიდოდა? სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, იქ წავიდოდი საყურებლად სანიოლის ადგილას...

ჯერ ერთი, 10 ფეხბურთელი ამ ნაკრებში ჰყავს, და მერე, ვინც არ არის, პოტენციურად ეროვნულ ნაკრებში მისაწვევია ხვალ და ზეგ... დაგიბერდათ იქ მოთამაშეები, ასაკში არიან... კანკავა რომ წავიდა, სხვები ნაკლები კი არ არიან ასაკით, უკვე მოდის მათი შეცვლის დრო და ამ ნაკრებიდან უნდა შეცვალოთ...

...და დიდი აფიშები - "სანიოლი ისრაელთან მატჩს დაესწრება". დიდი მადლობა! გქონდეთ ახლა კვიპროსის 3 ქულა და ვნახოთ, რაში გამოგადგებათ მაგ ჯგუფში, - თქვა ლევან სალუქვაძემ.


წყარო: Lelo
მკითხველის კომენტარები / 127 /
მე მაინც მგონია რომ არ უნდა ეთამაშა არც კვარას არც მიქაუტაძეს. ეს გუნდი ამ ბიჭებმა შექმნეს და ამათი სათამაშო იყო. რაც მოხდა მოხდა. ჯგუფში 3 ფავორიტი გვყავდა ემოციური ფონი ძალიან დიდი იყო. რაც გააკეთეს ამისთვისაც დიდი მადლობა. მომავალი ჩვენია
ლაშა
04 ივლისი 2023 20:30
19
რა გუნდი შექმნეს ერთი. ამათაც მინდორზე არ მოეპოვებინათ ევროპის ჩემპიონატის საგზური.
ჯონი
04 ივლისი 2023 23:02
4
მართალია, ჩვენი აქილევსის ქუსლია, იქ გავისვრით სადაც არავინ ელოდება, სადაც ველოდებით და აუცილებელია- იქ დავაკლებთ ხოლმე. ასპროცენტიანია ეს კაცი: ისრაელი ძვლივს დადიოდა 2-ე ტაიმის 20-ე წუთიდან, მეორე ტაიმის ბოლოს და დამატებით დროში კვარაცხელია აუცილებლად იზამდა მისას, ჟორჟიც, გავიდოდით ევროპის ჩემპიონატის მინიმუმ 4-ე ადგილზე, იქნებ უფრო მეტიც გამოგვედნო, მოვხვდებოდით ოლიმპიადაზე. ხალხი გაიხარებდა, კვარა გახდებოდა გმირი, მეტი ხარისხით წარდგებოდა მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში, მეტი სანსი ექნებოდა მომავალში ოქროს ბურთის.ჟორჟი, იქნებოდა მეტად მოთხოვნადი ტოპ კლუბებისათვის!
ეხლა კი რა: ყველა, ვინც ეხლა აქ ვუზივართ და გადაცილებული ვართ 30 წელს: ვერ ვეღირსებით ვერც ოლიმპიადას და ვერც მსოფლიოს! მითუმეტეს ვერც მედლებს მსგავს ტურნირებზე! დაბარდება კვარა და აღიარებს, რომ ცხოვრების შეცდომა დაუშვა!
დათი
04 ივლისი 2023 19:30
2
ოდესმე გამოვა და იტყვის კვარაცხელია მინდოდა თამაში მაგრამ მითხრეს დაღლილობას დააბრალე და ჩაეხსენიო... აქ ხო მაფიოზები მართავენ ფეხბურთს აქ ხო მთავარი ფულია და მერე ხალხი... უნდა ეყოს კვარას ვაჟკაცობა და თქვას რატო არ დაუდგა მის ძმებს გვერდით როცა ასე ძალიან ჭირდებოდათ მისი დახმარება იმ ცრემლებს რაც ბიჭებმა ღვარეს კვარა დავიჯერო გულგრილად შეხედავდა? დარწმუნებულივარ მათან ერთად მასაც წამოუვიდოდა მწარე ცრემლები... ჩემთვის წარმოუდგენელია ქვეყანა გიყვარდეს რაღაც შეგეძლოს და დაღლილობის გამო არ დაეხმარო? ხალხი 5შვილს ტოვებს და ომში ტყვიაზე მიდის და შვილებს ობლად ტოვებს რა დაღლილობა კვარა დაგვცინი??ქართველი გულშემატკივარი არაა სულელი ყველაფერს კარგად ხედავს დღეს მაფიოზები მართავენ აქ ფეხბურთს ან როდის არ მართავდნენ ჟორდანიას დროს არა თუ მას მერე? აკეთეთ ფულები მიდის მაფიოზებო გაგდით და თქვენი რა მიდის....
რონი
04 ივლისი 2023 21:00
4
ანუ რას ითხოვთ ან ითხოვდით ნაკრებისგან რომელიც ბევრის აზრით გოლსაც ვერ გაიტანდა ისე განადგურდებოდა ყველა შეხვედრაში, რომ ევროპის ჩემპიონები რატომ ვერ გახდნენ???!!! მართლა სულ ბოლომდე გარეკეთ ისე რომ ფსიქიატრიულიც რომ ვეღარ გიშველით წესით??? ესაა კოლოსალური წარმატება რასაც მივაღწიეთ და გმირის წოდება ეკუთვნის თითოეულ ფეხბურთელს. ღმერთმა უფრო მეტს მიგვაღწევინოს, მაგრამ ადეკვატურები ხო ხართ თქვენ აბა ჩაიხედეთ სარკეში რა!!
ალექს
04 ივლისი 2023 18:11
30
ალექს! აქ რომ იკითხო, ყველა მეორე ფეხბურთის პროფესორი,ან მინიმუმ დოცენტია. სამწუხაროდ საქართველოში ნამდვილ გულშემატკივარს, ვაი გულშემატკივარი ჭარბობს.
ზურა
04 ივლისი 2023 23:21
7
მაინც მგონია ლევანი მართალია, კი გასაგებია მეორეხარისხოვანი ტურნირია და ასე შემდეგ, მაგრამ ქევყნისთვის ოლიმპიადაზე გასვლა დიდი ამბავი მგონია და აქედან გამომდინარე, როცა ჭირდები ქვეყანას მაშინ უნდა გამოადგე სწორედ....
Zviads
04 ივლისი 2023 17:42
9
ფეხბურთი ვისაც გესმით გეცოდინებათ რომ ფეხბურთში ოლიმპიადაც მეორეხარისხოვანი ტურნირია...მესამეხარისხოვანი თუ არა კიდე..
Gambler
04 ივლისი 2023 19:15
9
Ხვიჩას რომ ეთამაშა და თამაში არ წასვლოდა, რაც მოსალოდნელი იყო მისი ბოლოდროინდელი ცუდი ფორმის გამო, მერე გენახათ ხვიჩას გინება... Ხმას როგორ იღებთ ხვიჩას საწინააღმდეგოდ, თქვე დაუნახავებო...
Დათო
04 ივლისი 2023 17:38
8
აზზე არ არიან ბიჭო, მარტო ყვირილი შეუძლიათ. 21 წლამდელთა ჩემპიონატი და ოლიმპიადაზე მოხვედრა დიდი რამე ჰგონიათ..წინა 21 ჩემპიონი ვინ არის რო კითხო 90% არც ეცოდინება..
Gambler
04 ივლისი 2023 19:19
7
ვეთანხმები ძირითადში, მაგრამ ჩემი აზრით არაფერი პრობლემა არ იყო ეროვნულში და ახალგაზრდულში ორივეგან თამაში. ხვიჩა როცა დაგვჭირდა შოტლანდიის თამაშის მერე ორი კვირა იყო გასული რა შუაშია ერთმანეთთან. ეგ ერთი და მეორე კიდე ის, რომ ამ შემადგენლობითაც მშვენიერი შანსი გვქონდა. გაეყვანა გაგუა და მაგის ადგილას გულიაშვილი დაეყენებინა, მაინცდამაინც მიქაუტაძე უნდა იყოს გვარად რომ ანდონ თამაში? ან დავითაშვილი დაეყენებინა თავის ფლანგზე, ვერ თამაშობს ამ მარცხენას და ძალაა? მასე კვარაცხელიას თუ დაცვაში დააყენებდა ვერც ეგ მოიტანდა შედეგს.
უვიცი
04 ივლისი 2023 17:30
4
უფრო მეტი სიმწარეც გვახსოვს, მათ შორის საკუთარ სტადიონზე, საკუთარ კარში გატანილი 2 წარმოუდგენელი გოლი ...
ვახსიმონტო
04 ივლისი 2023 17:18
5
ყველაზე კარგი ტიპი. მაგრამ ჩავლილია და აღარ გვინდა ამდენი ნეგატივი
ირაკლი
04 ივლისი 2023 17:01
2
ქოცებს სპორტშიც უჯიშო ბოტები ყოლიათ.ლევანს როგორც ნორმალურ პატრიოტს ქართველს გული დაწყდა რომ ევროპაზე და ოლიმპიადაზე ვერ მოვხდით და რა პონტში ლანძღავთ?ლეღვის ფოთლებივით რომ გადაეფარეთ ამ სამარცხვინო ფედერაციის ჩინოვნიკებს.
ვა რა დონეა
04 ივლისი 2023 16:53
9
როგორც ნიდერლანდების გულშემატკივარს გეკითხები--1978 კრუიფი რომ გაყვა ნაკრებს, იმ მიზეზით რომ არავარ ისე როგორც უნდა ვიყოო.....არ ითამაშა ე.ი.ეაღაც მიზეზი იყო ალბათ.და ის, რომ ეთამაშა აუ დავანგრევდით ყველას, ამ ლირიკას მოეშვით რა.შეიძლება ეს რეზულტატიც არ დამდგარიყო.
კახა ქ.
04 ივლისი 2023 16:29
22
კრუიფმა მერე დაწერა დანანებით- არ მქონდა იმედი, თუ ფინალამდე გავიდოდითო და ამიტომ ვთქვი უარიო
გეშლება პატივცემულო
04 ივლისი 2023 16:36
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული