"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი და ტელეკომენტატორი ლევან სალუქვაძე ყოველთვის გამოირჩევა პირდაპირობით და დაუფარავად ამბობს სათქმელს...

ამჯერად, მან სანაკრებო ბატალიები შეაფასა - ისრაელთან მარცხი და ოლიმპიადაზე მოხვედრის ხელიდან გაშვებული შანსი...

- ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, წავაგეთ პენალტების სერიაში... მაგრამ წავაგეთ არა ერთი მატჩი, არამედ წავაგეთ ოცნება... ოცნებების სასაფლაოა მთელი ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება. ჯერ ქინქლაძისა და არველაძეების თაობის გვჯეროდა, მერე იყო კიდევ სხვა გამონათებები...

მერე მაკედონიასთან მატჩის გვჯეროდა... მერე ამ თამაშის გვჯეროდა... თან ბოლო ორივე დიდი მატჩი თბილისში იყო, ჩვენს ხელში იყო ყველაფერი... მაგრამ
ორივეჯერ რაღაც დავაკელით, ამიტომაც არ ვიმსახურებდით მოგებას! პირველში დავაკელით ის, რომ უეფას მიერ სანქცირებული მაყურებლების რაოდენობა არ შევუშვით სტადიონზე, რომის პაპზე უფრო კათოლიკეები აღმოვჩნდით და წავაგეთ ის თამაში...

მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებდით, ასეთ რამეებზე ვერ გამომედავებით, მაგრამ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა, ხალხი რომ შეგვეშვა... მეორე იყო და, აგერ, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა... მთელი მსოფლიო აქ იყო, ჩვენ კი ორ საუკეთესო მოთამაშეს არ ვათამაშებთ...

მე არ ვიცი, ეს მოთამაშეების გადაწყვეტილება იყო, იმათი კლუბების, მენეჯერების, ფედერაციის, მწვრთნელების, სანიოლის თუ ვისი... არ მაინტერესებს...

მთავარი არის, ვისაც ეხებოდა ამის დარეგულირება, იმას უნდა ექნა ყველაფერი, რომ ამათ ეთამაშათ... როგორ მოხდებოდა? იმიტომ არის იქ ის ხალხი, იმიტომ მართავენ, რომ თვითონ უნდა იცოდნენ...

მესმის, რომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მესმის, რომ მე არ შემეკითხებოდა ვინმე, როგორ მოვქცეულიყავით და არც მაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ პრეტენზია იმაზე მაქვს, დამდგარ შედეგზე შეფასება გავაკეთო...

და ამ შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოს იმ ხალხმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. და გითხრათ, რა შედეგი გაქვთ? - ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში!..

თუ ეს არის თქვენი მენეჯმენტი, მაშინ ასე გააგრძელეთ. გაუფუჭეთ ხასიათი ყველას! გადაღლილი-გადმოღლილი... პატარა ბიჭები არიან და დალაპარაკებოდით... 20 წუთით რომ შემოსულიყვნენ ისრაელთან კვარაცხელია და მიქაუტაძე, გაარღვევდნენ შუაზე ისრაელის დაცვას და გავიდოდით...

თქვენც კარგად იცით, რომ ასეა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხთ. ვისი გადაწყვეტილებაც იყო, ახლა ეს კვიპროსის 3 ქულა სადაც გინდათ, იქ წაიღეთ. გავუშვით ხელიდან ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატი...

რომელი ჯობდა? ამას დიდი რაღაც არ სჭირდება, გააჩერეთ ხალხი ქუჩაში და ჰკითხეთ. ნახევარფინალი კი არა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა გაგვიხდება აუხდენელი ოცნება...

რატომ არ იყო სანიოლი ჯგუფური ეტაპის თამაშებზე? მთელი მსოფლიო აქ იყო ფეხბურთის საყურებლად... თბილისში იცხოვრებსო. თბილისში ცხოვრება იმიტომ კი არ მინდა, "შარდენზე" კაფეში დაჯდეს...

ნაკრების მწვრთნელი ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიდოდა? სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, იქ წავიდოდი საყურებლად სანიოლის ადგილას...

ჯერ ერთი, 10 ფეხბურთელი ამ ნაკრებში ჰყავს, და მერე, ვინც არ არის, პოტენციურად ეროვნულ ნაკრებში მისაწვევია ხვალ და ზეგ... დაგიბერდათ იქ მოთამაშეები, ასაკში არიან... კანკავა რომ წავიდა, სხვები ნაკლები კი არ არიან ასაკით, უკვე მოდის მათი შეცვლის დრო და ამ ნაკრებიდან უნდა შეცვალოთ...

...და დიდი აფიშები - "სანიოლი ისრაელთან მატჩს დაესწრება". დიდი მადლობა! გქონდეთ ახლა კვიპროსის 3 ქულა და ვნახოთ, რაში გამოგადგებათ მაგ ჯგუფში, - თქვა ლევან სალუქვაძემ.


წყარო: Lelo
მკითხველის კომენტარები / 127 /
მიჰაილო მუდრიკი სამივე თამაშში მცირე ტრავმით იჯდა სათადარიგოთა სკამზე,ისე გავიდა ჯგუფიდან უკრაინა,როგორც კი საჭირო გახდა ძირითად შემადგენლობაში დააყენეს და რაც გააკეთა ვინც უყურეთ თამაშს კი ნახავდით.ამას ვიძახდი თავიდანვე,მესმის სეზონი გადატვირთული იყო,მაგრამ ბოლო 6 ტური იყო საჭიროება იმის რომ კვარაცხელიას 90 წუთიანი თამაშები ჩაეტარებინა გავარდნილ სამპდორიასთან და ა.შ.?! სადაც ის თამაშები ითამაშა თავიდან ბოლომდე,ხომ შეიძლებოდა სკამზე მჯდარიყო?!და ისრაელთან თუნდაც მზოლოდ დამატებით დროში ეთამაშა?!ნაპოლის რომ თამაში აქვს იმ დილას განსაკუთრებულად ვიწყებ მომზადებას და ველოდები ხოლმე საღამოს,მაგრამ ამ შემთხვევაში კვარას მხარეს ვერ დავიჭერ,ხვიჩა რომ გერმანელი,ფრანგი ან ესპანელი იყოს,გავუგებდი,რადგან ამ ქვეყნებში მიჩვეულები არიან წარმატებას გულშემატკივრები,მაგრამ ჩვენნაირ ქვეყნებს მონატრებული აქვთ მსგავსი ტურნირები და წარმატებები,ამიტომ ვერ ვამართლებ კვარას.მე დარწმუნებული ვარ იგივე დონის ხორვატი ან სერბი ფეხბურთელი აუცილებლად ჩავიდოდა მის ნაკრებში სათამაშოთ.ძალიან გულნატკენი ვარ როგორც დასრულდა ყველაფერი,რადგან ბევრად მეტი შეგვეძლო და მინიმუმ ოლიმპიადის საგზურს მოვიპოვებდით,თავიდანვე ვამბობდი,თუ ყველა გვეყოლებოდა ჩემპიონობაზეც გავიწევდით
საქართველო
04 ივლისი 2023 22:54
9
ყველაფერი სიმართლე თქვა და რას აკრიტიკებთ მაინც
პიბი
04 ივლისი 2023 15:05
18
და რა თქვა არასწორი?
ნომერი პირველი ამოცანა უნდა ყოფილიყო მაქსიმალური შედეგი და ამ შედეგისთვის რომ ყველაფერი არ გაკეთდა მთავრობის და ფედერაციის მხრიდან.დიახ ყველას უნდა მოენდომებინა და ეთამაშა ვისაც უწევდა ასაკით.
ჩვენ არც ბრაზილია ვართ და არც გერმანია და არც იტალია,მეორე ხარისხოვანი რომ ვეძახოთ ასეთ ტურნირს და მითუმეტეს სახლში.
დამოუკიდებლობის ისტორიაში არაფერი შედეგი არ გვაქ საერთოდ.
და ეს თუნდაც ნახევარფინალი იქნებოდა ძალიან დიდი ნაბიჯი მენტალურადაც სპორცმენებისთვის და ზოგადად ერისთვის....
Maradona
04 ივლისი 2023 12:58
11
ვენაცვალე კვირასაც და მიქაუტაძესაც პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას მაგრამ რადგან საქართველოში ტარდებოდა ეს ტურნირი უნდა მიეღოთ მონაწილეობა ასეთი რაღაც ათასში ერთხელ ხდება ჩვენს ქვეყანაში. მესმის დამღლელი სეზონის მაგრამ როცა ასეთი რაღაც შენს ქვეყანაში ტარდება უნდა ითამაშო. საწყალი აზაროვი ენა გადმოგდებული დარბოდა მთელ მარცხენა ფლანგზე წინ და უკან
ქართველი
04 ივლისი 2023 12:35
5
ოღონ ის გავარკვიო,რა უნდა ამ კაცს და მეტი არაფერი მინდა რა. ჯერ ქეცბაია არ მოსწონდა და ახლა სანიოლის საქმეში იყურება,ხოდა რა გინდა ლევან? მერედა,როცა სტუმრად ყავს ხოლმე კობიაშვილი ან ვინმე სხვა ფედერაციიდან,სანტა ბარბარაა,კოცნამდე ცოტა აკლიათ ხოლმე. მე რას მეუბნები,უთხარი კობიაშვილს,რატომ არ იყო ხალხი მაკედონიასთან და ისიც კვარა სად უფრო საჭირო იყო,ესე რა გავიგოთ,თითქოს აკრიტიკებ,თუმცა პირადად საპნის ოპერას მართავთ. რო საუბრობ,ამდენი ხნის ფანი ვარო და ბლა,ბლა,ის არ იცი რო მწვრთნელი იძახებს შემადგენლობას და არა გულშემატკივარი(წესიერ ქვეყნებში ესეა) ან ფედერაციის პრეზიდენტი.სანიოლმა გამოიძახა ეროვნულში და წავიდა კვარა,მერე სვანაძემ გამოიძახა ახალგაზრდულში და უარი თქვა,რადგან ამის უფლება ქონდა. რათ მინდა ისეთი მწვრთნელი ეროვნულში,ვისაც რაღაცის გამო გეგმების აყრას შეეგუება და რაღაც ახალგაზრულის გამო შემდგენლობას შეცვლის,თქვენ გინდათ? მუდრიკიო კიდევ,ეგ მუდრიკი ჩელსის სკამს ხეხავდა მთელი სეზონი და თუ გაიხსენებთ ჩელსის სეზონს,იფიქრებთ რომელიმე ფეხბურთელი დაღლილი იყო? ჩელსის ძირითადიც ისვენება და მისი სათადარიგოს რა დაღლიდა? ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს,თან კარგად და სხვის საქმეში ჩარევისგან თავი შეიკავოს. მოგისმენიათ,ამ ლევანის ან მაგის ტელევიზიის კომენტატორების წაყვანილი რეპორტაჟები და თუ ეგრეა,რამდენს გამოგირთავთ ხმა? სანდრო ცნობილაძე ყავთ,პირდაპირი რეპორტაჟის დროს ისეთი დაემართა,თუმცა ისევ მუშაობს და მომხამრებლის ყურებს ღუნავს.ამიტომ ყველამ თავის ბ... მამიდას მიხედოს. თავი დაანებეთ კვარას,თქვენი გასარჩევი არ არის და თუ არ გინდათ ნუ მიხვალთ სტადიონზე ან ნუ გვამადლით გადახდილ 5 ლარს. გინდათ მუდრიკი და უყურეთ,მაინც უკრაინის დროშები გაქვთ გამოკრული ნახევარ ქვეყანას. მოვა დრო და კვარა დიდ გამარჯვებას მოგვიტანს,მერე არ შეგრცხვებათ? თუმცა რა სირცხვილი,მაგის საჭიროება არ აქვს ნახევარ ქვეყანას ჯერ და ამ ნახევარში სალუქვაძე მოწინავეა.
ეჰლევანა
05 ივლისი 2023 00:42
27
მოეშვით კვარას და ჟორჟის ლანძღვას. ორივე აპირებდა თამაშს და მერე ერთდროულად ორივემ ზუსტად სიტყვა სიტყვით ერთი და იგივე ტექსტით, (თუ არ გინახავთ მოიძიეთ და ნახავთ რომ ერთი ტექსტია) უარი თქვეს. ოდესმე ალბათ გაირკვევა სინამდვილეში რა მოხდა. თუმცა ეჭვის საფუძველი რომ დაარწმუნეს უარი ეთქვათ , ნამდვილად არსებობს.
მთავარში კი სალუქვაძე მართალია- ქართულ ფეხბურთის ხელმძღვანელობაში რომ საქმე ისე არაა როგორც უნდა იყოს, აშკარაა, და დასანანია რომ დღეს როვა როგორც იქნა ნამდილად პერსპექტიული თაობა წამოვიდა , შეიძლება ესეც დავკარგოთ- ვაისზე და სანიოლზე უკეთესი მწვრთნელი თუ ვერ მოიძებნა ევროპაში საერთოდ რაზეა ლაპარაკი...მაკედონიასთან ცარიელი ტრიბუნებიც - დღემდე არავის აუხსნია რატომ, როცა უფლება გვქონდა ეს ასე არ ყოფილიყო!
არტ
05 ივლისი 2023 09:46
3
რადგან ჩელსის წელს შედეგი არ ჰქონდა,ამიტომ მისი ფეხბურთელები ისვენებდნენ?! მაგარი ლოგიკაა :-) რადგან მუდრიკს თამაში არ გამოსდიოდა,ამიტომ დატვირთვა არ ჰქონია?!ლევანმა შედეგი რაც მიიღო იმაზე გააკეთა კომენტარი და ვინც არის პასუხისმგებელი,იმან გასცეს პასუხი. მარტივია,თუ სანიოლს რამე სერიოზული ოჯახური პრობლემა არ ჰქონდა უდაოა,რომ თბილისში უნდა ყოფილიყო,ლევანი მაგიტომაც არის მართალი,რომ არ აინტერესებს სახელი და გვარი,არცერთი ფედერაციის და არცერთი პოლიტიკური ძალის არჩეული არცერთი თანამდებობის პირი, ფაქტებით საუბრობს და ფაქტი ერთია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ გვქონდა შანსი ფეხბურთში,რომ დიდ ფორუმზე გვეთამაშა და ორივეჯერ ჩავფლავდით და ორივეჯერ ჩვენ დავაკელით,გარანტია იმისა რომ კვარაცხელია,მიქაუტაძით რამეს მივაღწევდით არ არის,ისევე როგორ გულშემატკივარი რომ დასწრებოდა მაკედონიის თამაშს,თუმცა შანსი ხომ გაიზრდებოდა,ხოდა შეიძლება სწორედ ეგ დავაკელით.ამიტომ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ ზოგიერთებმა,თორემ ესე ვიქნებით სულ,მოდის შემდეგი გაზაფხული და მე პირადად უნდობლობის გრძნობა გამიჩნდა,რომ ჩვენ შეიძლება ისევ ჩავფლავდეთ,ისევე როგორც ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა იცის რომ პენალტების სერიაში აუცილებლად დამარცხდება 10-დან 9 შემთხვევაში
საქართველო
05 ივლისი 2023 07:44
11
ასეთი შანსის გაშვება არ შეიძლებოდა
ავთო
04 ივლისი 2023 12:32
2
რატომ ღირდა მუდრიკი 100 და ხვიჩა 10, ისევ გაინტერესებთ, თუ მიხვდით?
goga
04 ივლისი 2023 15:01
7
ის ორი რომ ეთამაშებინათ და შედეგი უკეთესი არ ყოფილიყო, ან სულაც უარესი და კვიპროსშიც წაგვეგო, მაშინ ხომ ამ გადაწყვეტილებას გააკრიტიკებდით?
ორდე
04 ივლისი 2023 15:05
29
მუდრიკმა მარტომ მოუგო საფრანგეთს... არავისზე ნაკლები სტარი არაა. მით უფრო ლიგა 2 ის ფეხბურთელზე. ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ესეთი ტურნირები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვიპროსთან 3 ქულა ამაშიც ვეთანხმები. ვილი სანიოლმა კი ამ ბიჭების 80% ნამდვილად ეროვნულში უნდა გადაიყვანოს და მართლა სად იყო თუ არ იყო
amberგ
04 ივლისი 2023 12:20
7
მუდრიკს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელობამდე ბევრი უკლია. ჰალანდმა რატომ არ ითამაშა 21 წლამდელებში? არ უყვარს თავის ქვეყანა? რამ გაგაბოროტათ ხალხო? შეაქეთ და მოიწონრთ ბიჭების შედეგი. სალუქვაძის ექსპერტობა არ გაიშვას კიდე, ეგ არ იყო დინამოში თანამდებობაზე, მამარდა სასტავში ვერ ხვდებოდა და განათხოვრებული ყავდათ ლოკომოტივში.
Dimo
04 ივლისი 2023 13:10
8
ის ლოგიკაა რომ, 21 წლამდელებში მისი დინის ფეხბურთელებს არ ათამაშებენ და არც მასზეა ეს დამოკიდებული ბოლომდე! პატარა ერის კომპლექსი გვაქვს , თორემ 21 წლამდელთა ევრიპის ჩემპიონატი( მსოფლიოს არ ვგულისხმობ) არ არის მნიშვნელოვანი ტურნირი.
დიმო
04 ივლისი 2023 16:52
5
ყველა გამოხმაურება
თავი დაანებეთ კვარას. ერთი ფეხბურთელი ვერაფერს შეცვლის. ახალგაზრდულნა ნაკრებმა მხოლოდ მონდომება აჩვენა, რაც მართლა დასაფასებელია. მაგრამ ამ ახალგაზრდებმა ძალიან ბევრი რამ უნდა ისწავლონ და ამაზე საუბარია აუცილებელი. ოთხივე მატჩში გაგვიმართლა, ძელები დაგვიმტვრიეს მაგრამ ღვთის წყალობით ბურთები არ გავიდა. ამას მიხედეთ.
გიორგი
04 ივლისი 2023 12:13
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული