ჭიაბრიშვილი: მოედნის და სიცხის გამო მძიმე მატჩი გამოვიდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" გასვლაზე "ასტანას" დაუზავდა (1:1). შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი "დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა.

"პირველ რიგში, იმას აღვნიშნავ, რომ როგორც მოველოდით, ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. მთლიანობაში მეტოქემ უკეთ ითამაშა. კარგია, რომ პირველი დაპირისპირება გასვლითი გვქონდა, რომელიც მოედნის და სიცხის გამო მძიმე გამოვიდა. შეიძლება ითქვას, პირველი თამაში ნორმალურად ჩავატარეთ. მე შედეგით კმაყოფილი ვიქნები, თუ საპასუხო შეხვედრის შედეგად მომდევნო ეტაპზე გავალთ", - ციტიტრებს ჭიაბრიშვილს Meta-ratings.kz.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სიცხე რა საქარტველოსი ყინავს ნუ დასცინიტ ხალხს
pepe
12:52 13-07-2023
1
ბიძო ღმერთია? ბიძო ბიძო არიქა ბიძო გვიშველე
რაბუ
10:50 13-07-2023
4

სიახლეები პოპულარული