"დინამომ" "ასტანასთან" ფრეს მიაღწია - ყველაფერი თბილისში გადაწყდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი „ასტანასა“ და თბილისის „დინამოს“ შორის 1:1 დასრულდა.

მატჩის წინ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ბაბაიანმა იმედი გამოთქვა, რომ ანშლაგი იქნებოდა და სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო. „ასტანა“ დებიუტიდანვე დაეუფლა ინიციატივას და პირისპირ გასულ ამანოვიჩს გატანა მეკარე ლორიამ არ დაანება. „დინამო“ ბევრ შეცდომას უშვებდა, საკუთარ კარს იყო მიჯაჭვული და აიმბეტოვისგან გოლი მიიღო. ამის შემდეგ ქართულმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე გადასვლა მოახერხა და სხირტლაძის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, მერე შანსი კამარამაც ვერ გამოიყენა. ყაზახური კლუბი კვლავ უფრო აქტიურად უტევდა, მომენტებს ქმნიდა და ტომასოვის
დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-40 წუთზე ოვანესიანის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, კონტრიერიშისას ერთ-ერთზე გასულ კამარას მეკარე ჩონდრიჩმა არ გაატანინა, ცოტა ხანში ხარაიშვილის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბოლოს კობოურის შორიდან გასროლილი ჩონდრიჩმა მოიგერია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ, ხელოვნურსაფარიან მოედანს ალღო აუღეს და ანგარიშიც გაათანაბრეს - იმრანის დარტყმული ბურთი მეკარისგან ძელს მოხვდა, დამატებაზე კი სიგუამ ყველას დაასწრო. თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, ტემპმაც მოიმატა, ჩვენი გუნდი ვიზავის ტოლს არაფერში უდებდა, შეცვლაზე შესული ფეხბურთელებიც კარგად გაისარჯენ და საბოლოოდ სასურველი ფრე დაფიქსირდა.

საპასუხო შეხვედრა 19 ივლისს თბილისში გაიმართება.

ასტანა. „ასტანა არენა“. 27 328 მაყურებელი
ასტანა - დინამო (თბ) 1:1
გოლები: 1:0 აიმბეტოვი (11), 1:1 სიგუა (57)

დინამო (თბ): ლორია, მალი (მაისურაძე 72), მარგველაშვილი, ტაბიძე, კობოური (კალანდაძე 46), ოსეი (ოსიყმაშვილი 72), იმრანი (სანგარე 82), ხარაიშვილი (ხვადაგიანი 72), სიგუა, კამარა, სხირტლაძე

მკითხველის კომენტარები / 54 /
ესე მგონია, რომ ბიძოზე ასეთი ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, ფინანსური რა თქმა უნდა თავის სვის კრედიტებით და ბაჩიაშვილებით და კიდევ რა აღარ, ბერა დინამოს იყიდიდა ეხლა სულ სხვა გუნდი გვეყოლბოდა.. მაგრამ რაცაა ეგაა.. ბრძოლაა საჭირო ყველგან და ყველაფერში, დაუღალავი ბრძოლა, თანაც მთელი სიცოცხლე....
givi
13:35 15-07-2023
0
იშვიათად მინახავს უკან პასებზე გაწაფული ფეხბურთელი ბურთს მოწინააღმდეგეს აბარებდეს.კიდევ უფრო იშვიათად მინახავს აფრიკის წარმომადგენელს სირბილი არ შეეძლოს[ასეთის პოვნას მართლაც ნიჭი უნდა]და ასევე იშვიათად მინახავს სწრაფი კონტრშეტევის შესაძლებლობა გქონდეს და ამას არ იყენებდე.მეკარე მანამ ატრიალებს და აწვალებს ბურთს ხელებში სანამ მოწინააღმდეგე უკან არ ჩალაგდება და შანსი არ გაქრება.მერე კი დაიწყებენ ყვლად უაზრო და ყოვლად უსარგებლო [სახიფათოდა სარისკო უფრო]მანევრებს საჯარიმოდან ბურთის გამოსატანად.
საჩინო
12:30 13-07-2023
0

სიახლეები პოპულარული