ბოსნიელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, ჟილკიჩის და კერემეჰის დარტყმული ბურთები ხარიხას მოხვდა, ორჯერ კი „ტორპედო“ მეკარე კლიაიჩმა იხსნა. ტაიმის ბოლოს მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და პირველივე კუთხური სანდოხაძის გოლით დაგვირგვინდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ოლივეირამ ანგარიში გაათანაბრა, ბუღრიძემ მალევე ისევ წინ გაიყვანა „ტორპედო“, თუმცა შემდეგ კლიაიჩმა გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა და ვარეშანოვიჩმა კვლავ აღადგინა თანაფარდობა. აქედან მოყოლებული, „ტორპედომ“ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა: აქტიურ ბუღრიძეს მეკარემ არ გაატანინა, ორჯერ შორი მანძილიდან შერგელაშვილის ძლიერად შესრულებული საჯარიმოც მოიგერია, მერე არაბიძემ ოდნავ ააცილა მიზანს, ნადარაიას დარტყმული მეკარემ უკუაგდო, ქობულაძემ ბურთი ხარიხას გაარტყა და მატჩი ფრედ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ 77-ე წუთზე მოწინააღმდეგის გუნდში შეცვლაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი გულიაშვილი შევიდა.
საპასუხო შეხვედრა 20 ივლისს ჩატარდება.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - სარაევო 2:2
გოლები: 1:0 სანდოხაძე (43), 1:1 ოლივეირა (47), ბუღრიძე (48), 2:2 ვარეშანოვიჩი (51)