ირის ანტმანი: ზედიზედ ორი გამარჯვება მნიშვნელოვანია - ეს დასაწყისია და გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ნაკრებმა სომხეთს მეორე ამხანაგურ მატჩშიც სძლია (3:1). შეხვედრის დასრულების შემდეგ Nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ირის ანტმანმა გააკეთა:

"ზედიზედ ორი გამარჯვების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელები არ არიან მიჩვეულნი სამდღიანი ინტერვალით ორი მატჩის ჩატარებას. გარდა ამისა, რთულია ერთი და იმავე გუნდის წინააღმდეგ თამაში, რადგან მეტოქე შენ შესწავლას ახერხებს.

იყო შეცდომები, თუმცა ეს დასაწყისია და გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს, მათ შორის - მენტალური, ტექნიკური და ტაქტიკური კუთხით. ბევრი დრო არ გვაქვს, მაგრამ ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ და ფეხბურთელები ინდივიდუალურ დავალებებს შეასრულებენ. დასაწყისისთვის
კარგი იყო, თუმცა გუნდთან ერთად მეტი დრო გვჭირდება".

მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველოში უნდა იყოს.ქალთა ფეხბურთში.ქალი!!!არავითარი მამაკაცები,
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული