გიორგი ჭიაბრიშვილი: გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ გვაქვს, რაც დიდი პრობლემაა

AutoSharing Option
"ასტანასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხების შემდეგ კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:

"მოედანზე ორი თანაბარი დონის გუნდი იყო, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე უკეთესი იყო. ამ ეტაპზე დიდ როლს ერთი წუთი თამაშობს, როდესაც ორი გოლი გავუშვით.

ეს გამოცდილებას საჭიროებს. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ, ამ დონეზე აქამდე არ გვითამაშია. თუ მეტოქე კონცენტრაციის დაკარგვას სხვა ტურნირზე გპატიობს, აქ არ გაპატიებს.

ახლა შემდეგ მატჩებზე გადავერთვებით და შევეცდებით, ეს შეცდომები არ დავუშვათ. უკვე ერთი წელია ვმუშაობთ, რაღაც გამოვასწორეთ, რაღაც ვერა და ვფიქრობ, მალე
მივაღწევთ იმას, რისი მიღწევაც გვინდა.

ფსიქოლოგია და მენტალიტეტი - ეს ორი მნიშვნელოვანი რამაა. ეს უბრალოდ ლაპარაკი არაა. ჩვენ გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ გვაქვს, თვითკმაყოფილები ვართ და ეს დიდი პრობლემაა".

მკითხველის კომენტარები / 91 /
ეს არის უცხოელი მწვრთნელის ფსიქოლოგია!გამარჯვებულის ფსიქოლოგია და არა ჩვენი ვოთომ მწვრთნელების ვაი ფსიქოლოგია!გაშვებული გოლოს შემდეგ რომ ამთავრებენ ყველაფერს!
ქომაგი
08:10 21-07-2023
0
გაცელდი ბიწოოოო ლა საყვალელი ხაალ
თენგიზ ქუმსიშვილი
23:04 20-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული