საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრების საწვრთნელი შეკრება

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას გაივლის.

ლავრენტი დავითაშვილის გუნდი, 25 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის "ბ" დივიზიონის მატჩებისთვის რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში მოემზადება.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის "ბ" ლიგის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრები ბულგარეთს, ხორვატიას და ლატვიას დაუპირისპირდება.

საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: მარიამ ჭრიკიშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ანანო ხუცურაული

დაცვა: დიანა მელაძე (თეთრიწყარო), ნინი ყვავაძე (რუსთავი), ლიზი ჯგუშია (ვერე), ლიკა ქობალავა (კოლხეთი, ხობი), ელენე ენჯიბაძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ნია ნოზაძე
(რუსთავი), თამუნა ლონდარიძე (ნორჩი დინამო, თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნათია ჯოჯუა (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ანა საღირაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ანა პავლიაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ლიზი გოგალაძე (კვარტალი, თბილისი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი), მარიამ მამფორია (კვარტალი, თბილისი), ნინი ბერიძე (კვარტალი, თბილისი), ნატა კვირკვაია (კოლხეთი, ხობი), სესილი ყოლბაია (კოლხეთი, ხობი), შორენა ჯანეზაშვილი (ელიტა, თბილისი), მარიამ ოლქიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ლიზი ცაავა (კოლხეთი, ხობი)

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ხობი და ჩყროწყუ, 9 ფეხბურთელი ნაკრებში ცოტა არაა. მეტი ყურადღება უნდა საეგრელოს და დიდ შედეგებსაც დადებენ.
მალხაზ ჯობავა
09:22 25-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული