გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "შავი ზღვის მეკობრეები" განცხადებას ავრცელებს:

"დინამო ბათუმის" ევროსეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ დრომდე არც გუნდისა და არც მთავარი მწვრთნელის (თუ არ ჩავთვლით მატჩისშემდგომ ბუნდოვან განცხადებას) ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ჩვენ არ ვერევით კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში - ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის, რაც ჩვენ წინ, მინდორზე ხდება და ის, რაც გასულ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რასაც სტადიონზე მოსული 20 000-მდე გულშემატკივარი ვითხოვთ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ისტორიული, საჩემპიონო სეზონის შემდეგ
გუნდის განვითარება შენელდა და ყველაფერმა ძალიან მდორე ხასიათი მიიღო, შედეგად კი ევროტურნირებზე განთესილი გუნდი არაფრით გამორჩეულ მეტოქესთან, ყოვლად უფანტაზიო ფეხბურთის წყალობით პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ჩვენთვის ეს ყოველივე სასტიკად მიუღებელია და ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ.

ვფიქრობდით, რომ მთავარი მწვრთნელი აიღებდა პასუხისმგებლობას და ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ დაგვემშვიდობებოდა - როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ველოდით. შესაბამისად, თუკი უახლოეს დღეებში გია გეგუჩაძე არ დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, პირატები და სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაპროტესტოთ მისი გუნდში დარჩენა."

altგია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

altბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

altმეტი ახალი მწვრთნელი ქართულ ფეხბურთში! - ქართულ-უკრაინული დაპირისპირება და 3 შანსი

მკითხველის კომენტარები / 65 /
მგონი ბერიძესაც ამოუვიდა ყელში გეგუჩაძე და მისცა ,,დაბრო,,მეკობრეებს)))თორემ ესენი ბერიძის ნებართვის გარეშე ჰაერის გაფუჭებასაც ვერ ბედავენ)))
გიუშა
25 ივლისი 2023 14:24
3
თვითონ არსადაც არ წავა. ეგ რომ წამსვლელი ყოფილიყო წინა სეზონის შემდეგ წავიდოდა იმხელა ჰანდიკაპი გაანიავა დინამოსთან ჩემპიონობაზე.
G.LA
25 ივლისი 2023 14:17
2
გია მადლობა.
გია წადი!
ბათუმელი ექსპერტი
25 ივლისი 2023 14:07
1
ეგრე რა! იმედია თბილისელებიც მოგბაძვენ და ააცმევიებენ რომანას და ჯიაბრიშვილს!
გია
25 ივლისი 2023 13:57
2
ხო რააა გეგუცჰაზე ცავიდეს და არველაზეებიდან რომელიმე მოვიდეს ტასჰიიი კუკურიიიიი
mesi
25 ივლისი 2023 13:54
12
ჩემპიონები რო ვერ გახდნენ მაშინ უნდა წასულიყო!მიდის ყოველთვის ფულიან გუნდში და ვითომ რამეს მიაღწია!წავიდეს გაგრაში გახადოს ჩემპიონი და ვაღიარებ რო მაგარია!))
გიორგი IV
25 ივლისი 2023 13:37
2
ფეხბურთელს სირბილი ეზარება და გინდა კლოპი მოუყვანე,მარტო ბათუმზე არ ითქმის დინამოს რა ჭირს დინამოს ალბათ დინამოს თემა გინდათ გეგუჩაძით გადაფაროთ თან ფედერაციას არასოდეს ,,ევასებოდა,, ახლა კარგი მიზეზი აქვს მოსაშორებლად. ეგ კაცი საქართველოს გარეთ უფრო მოიხვეჭს სახელს ვიდრე აქ, კვარაცხელიასი არ იყოს აქ დაიწუნეს ახლა ბუზღუნებენ რატომ არ ითამაშაო.მას რატომ არ მიაქციეთ ყურადღება რატომ გაუშვით ახლა მოგინდათ დახმარება?ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით და იცით დასაჭერები ხართ ყველა მაგრამ სადაა პატრონი
სვანსკი
25 ივლისი 2023 13:35
12
ბათუმის დინამოსათვის, ქართველ მწვრთნელთაგან, იდეალური კანდიდატი კობა ჟორჟიკაშვილია. მისმა გაწვრთნილმა ბოლნისმა ტაქტიკურად გამართული, თანამედროვე ფეხბურთი ითამაშა. ვფიქრობ მის ხელში ბათუმს დიდი წარმატებები ელოდება.
თენგაბი
25 ივლისი 2023 13:32
17
სიმართლე ისარის რო მარტო მწვრთნელი ვერ ითამაშებს ფეღბურთს..არყავს ბათუმს კარგი გუნდი საქართველოს დონეზე შეიძლება რაგაც შეეძლოს მაგრამ ვერაფერს ვერ გახდები ხარაბაძებით და ჯოვინო გლამარიონით დამიჯერეთ ისეთ ტრანსფერებს აკეთებთ ფეღბურთელს უკვე თავისი მოჭმული რო აქვს და დაღმასვლა აქ დაწყებული თუ ნორმალურ ფეღბურთელებს არ დაიმატებთ არაფერი ეშველება ატვეჩაი ვარ თუ გინდა გვარდიოლა იყოს ტრენერი მარტო ბათუმს არ ეხება..ქართული ფეღბურთი არის ხალხივით კროკოზე ფულს რიცხავენ რიცხავენ და სულ აგებენ აი ეგრეაა ზუსტად
Nikoloz
25 ივლისი 2023 14:01
3
სამწუხაროდ დაგვიანებულია. შარშანდელი სეზონის შემდეგ უნდა დაეთხოვათ დინამო თბილისთან იმხელა ჰანდიკაპი რო გაანიავა.
Beqa
25 ივლისი 2023 13:27
3
სამი დისლაქი ვისი არის შემთხვევით დინამო თბილისის გულშემატკივარის ხომ არა ნეტავ? დდდდდდდ
Beqa
25 ივლისი 2023 21:55
0
2 წელია ვიძახი, გასაშვებია გეგუჩაძე, 1 გააზრებული მონახაზი არ აქვს დინამოს, 82 წუთზე შეცვლებმა და 2 თავდამსხმელის გამოყვანამ, დამატებით დროში წაგება, აბა ბებიაჩემის ბრალია? გეგუჩაძე წადი!!!
abara
25 ივლისი 2023 13:22
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული