გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "შავი ზღვის მეკობრეები" განცხადებას ავრცელებს:

"დინამო ბათუმის" ევროსეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ დრომდე არც გუნდისა და არც მთავარი მწვრთნელის (თუ არ ჩავთვლით მატჩისშემდგომ ბუნდოვან განცხადებას) ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ჩვენ არ ვერევით კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში - ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის, რაც ჩვენ წინ, მინდორზე ხდება და ის, რაც გასულ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რასაც სტადიონზე მოსული 20 000-მდე გულშემატკივარი ვითხოვთ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ისტორიული, საჩემპიონო სეზონის შემდეგ
გუნდის განვითარება შენელდა და ყველაფერმა ძალიან მდორე ხასიათი მიიღო, შედეგად კი ევროტურნირებზე განთესილი გუნდი არაფრით გამორჩეულ მეტოქესთან, ყოვლად უფანტაზიო ფეხბურთის წყალობით პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ჩვენთვის ეს ყოველივე სასტიკად მიუღებელია და ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ.

ვფიქრობდით, რომ მთავარი მწვრთნელი აიღებდა პასუხისმგებლობას და ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ დაგვემშვიდობებოდა - როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ველოდით. შესაბამისად, თუკი უახლოეს დღეებში გია გეგუჩაძე არ დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, პირატები და სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაპროტესტოთ მისი გუნდში დარჩენა."

altგია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

altბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

altმეტი ახალი მწვრთნელი ქართულ ფეხბურთში! - ქართულ-უკრაინული დაპირისპირება და 3 შანსი

მკითხველის კომენტარები / 65 /
Geguchadze 1 wlis ujan iyo gasagdebi magram soflis gundu ro xar da fexburtis gartymashi ro ar xar mere aseti shedegi modis. Yvelam kargad icis geguchadze tu darcha ra iqneba momsval sezonsji evrotasdbze. Isev ertidaigive. Kacma es Kobsxidze ver moicilaa da us ukraineli gaushves . Mokled Batumi narto saqartvelos soflis chrmpionatdhi ty izsms rames am mvrtneltan ertad. Goris Dila jer gamoiyureba ertaderti dalagebuli dzlieri da shekruli gundi. Danarchenebi tabashoben ezos fexburts
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
25 ივლისი 2023 13:17
3
აუცილებლად! ბათუმელი მაყურებელი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. თუ ამ მაფიის ხელში ქართულ ფეხბურთს აღორძინება უწერია, ეს ბათუმიდან დაიწყო და უნდა გაგრძელდეს, მართლაც, საოცარ გულშემატკივართა საოცარი მხარდაჭერით.
kvaxo
25 ივლისი 2023 13:10
7
ქართველი "ულტრასები"! წააგებს გუნდი მწვრთნელის ბრალია, ფეხბურთელები არაფერ შუაშია, მოიგებს გუნდი ყოჩაღ მთ. მწვრთნელო! ასეთი მიდგომა ღუპავს გუნდს.
პირატ, ვაი გულშემატკივრებს.
25 ივლისი 2023 12:52
20
ე ბიჭო სად ხართ აქამდე. რაც გეგუჩაძე პირობები აქვს, საქართველოს ჩემპიონატიდან ნებისმიერ ფეხბურთელს იმატებს, მაგრამ მერე უზის სკამზე, მას იმიტომ აკეთებს, მოწინააღმდეგე დაასუსტოს, თორე თავისი "საყვარელი" ფეხბურთელების გარდა იშვიათად ვინმე ახალი ათამაშოს.
შარშან იმხელა უპირატესობა გაანიავა და გადააბარა ჩემპიონობა თბილისის დინამოს, სეზონის დასრულებისთანავე უნდა გადამდგარიყო.
ის არ დაგავიწყდეთ კიდე გეგუჩაძეს რომ გაყვეს, სპორტული დირექტორი დვალიშვილი, სასწაული სატრანსფერო პოლიტიკა რომ აქვს და მაგის ჩამოყვანილი ლეგიონერები რომ ბრდღვნიან მოედანზე ყველაფერს.
JABA
25 ივლისი 2023 12:52
3
გეგუჩაძის წასვლას კი არა ნორმალური უცხოელი მწვრთნელის მოყვანას უნდა ითხოვდეთ...

თორემ წავა გეგუჩაძე და მოიყვანენ ვინმე მალადოი გამოუცდელ გეგუჩაძეს, არ მინდა გვარების დაწერა ისედაც ყველამ იცის წრეზე რომ ტრიალებენ...

მხოლოდ უცხოელ მწვრთნელებშია ჩვენი საკლუბო ფეხბურთის განვითარების შანსი...
ვენეციის კომისია
25 ივლისი 2023 12:46
4
Თქვენ ისეთი ისტორიული და ისეთი მიხწევების გუნდი ხართ მინიმუმ კლოპი უნდა მოიყვანოთ ან ანჩელოტი.აბა კონტე და პოჩეტინიოს ხო არ მოიყვანთ,რა თქვენი საკადრისია?
ბათუმს ქათქათას
25 ივლისი 2023 12:32
40
შენ რა წაიგე ტვინი ეეეე, პატარა დალაგებულად ილაპარაკე, თორე დაუკრეფავში გადადიხარ უკვეე
batigoli
25 ივლისი 2023 13:52
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული