გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "შავი ზღვის მეკობრეები" განცხადებას ავრცელებს:

"დინამო ბათუმის" ევროსეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ დრომდე არც გუნდისა და არც მთავარი მწვრთნელის (თუ არ ჩავთვლით მატჩისშემდგომ ბუნდოვან განცხადებას) ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ჩვენ არ ვერევით კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში - ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის, რაც ჩვენ წინ, მინდორზე ხდება და ის, რაც გასულ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რასაც სტადიონზე მოსული 20 000-მდე გულშემატკივარი ვითხოვთ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ისტორიული, საჩემპიონო სეზონის შემდეგ
გუნდის განვითარება შენელდა და ყველაფერმა ძალიან მდორე ხასიათი მიიღო, შედეგად კი ევროტურნირებზე განთესილი გუნდი არაფრით გამორჩეულ მეტოქესთან, ყოვლად უფანტაზიო ფეხბურთის წყალობით პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ჩვენთვის ეს ყოველივე სასტიკად მიუღებელია და ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ.

ვფიქრობდით, რომ მთავარი მწვრთნელი აიღებდა პასუხისმგებლობას და ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ დაგვემშვიდობებოდა - როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ველოდით. შესაბამისად, თუკი უახლოეს დღეებში გია გეგუჩაძე არ დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, პირატები და სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაპროტესტოთ მისი გუნდში დარჩენა."

altგია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

altბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

altმეტი ახალი მწვრთნელი ქართულ ფეხბურთში! - ქართულ-უკრაინული დაპირისპირება და 3 შანსი

მკითხველის კომენტარები / 65 /
გეგუჩაძის წასვლას კი არა ნორმალური უცხოელი მწვრთნელის მოყვანას უნდა ითხოვდეთ...

თორემ წავა გეგუჩაძე და მოიყვანენ ვინმე მალადოი გამოუცდელ გეგუჩაძეს, არ მინდა გვარების დაწერა ისედაც ყველამ იცის წრეზე რომ ტრიალებენ...

მხოლოდ უცხოელ მწვრთნელებშია ჩვენი საკლუბო ფეხბურთის განვითარების შანსი...
ვენეციის კომისია
25 ივლისი 2023 12:46
4
სამწუხაროდ დაგვიანებულია. შარშანდელი სეზონის შემდეგ უნდა დაეთხოვათ დინამო თბილისთან იმხელა ჰანდიკაპი რო გაანიავა.
Beqa
25 ივლისი 2023 13:27
3
სამი დისლაქი ვისი არის შემთხვევით დინამო თბილისის გულშემატკივარის ხომ არა ნეტავ? დდდდდდდ
Beqa
25 ივლისი 2023 21:55
0
ე ბიჭო სად ხართ აქამდე. რაც გეგუჩაძე პირობები აქვს, საქართველოს ჩემპიონატიდან ნებისმიერ ფეხბურთელს იმატებს, მაგრამ მერე უზის სკამზე, მას იმიტომ აკეთებს, მოწინააღმდეგე დაასუსტოს, თორე თავისი "საყვარელი" ფეხბურთელების გარდა იშვიათად ვინმე ახალი ათამაშოს.
შარშან იმხელა უპირატესობა გაანიავა და გადააბარა ჩემპიონობა თბილისის დინამოს, სეზონის დასრულებისთანავე უნდა გადამდგარიყო.
ის არ დაგავიწყდეთ კიდე გეგუჩაძეს რომ გაყვეს, სპორტული დირექტორი დვალიშვილი, სასწაული სატრანსფერო პოლიტიკა რომ აქვს და მაგის ჩამოყვანილი ლეგიონერები რომ ბრდღვნიან მოედანზე ყველაფერს.
JABA
25 ივლისი 2023 12:52
3
გია მადლობა.
გია წადი!
ბათუმელი ექსპერტი
25 ივლისი 2023 14:07
1
ეს არის ყველაზე პოპულარული ქართული სპორტული საიტი და ამ კომენტარებს იმედია კითხულობს ბათუმის დინამოს მწვრთნელები და გუნდის მფლობელი. დიახ, დრო კიარა დაგვიანებულიც კია გეგუჩაძის წასვლა! მარტო საპრიზო ადგილებზე გასვლა ვერაფერი შედეგია, არადა გუნდს ყველა პირობა აქვს იმისათვის რომ რამდენიმე ეტაპი გაიაროს თუნდაც კონფერენსლიგაზე.მადლობა მას იმისათვის რომ ისტორიაში პირველად გახადა გუნდი ქვეყნის ჩემპიონი. მან უკვე ამოწურა საკუთარი თავი ამ გუნდში.
გეგუჩაძე წადი!!!
თომა
25 ივლისი 2023 14:39
3
თვითონ არსადაც არ წავა. ეგ რომ წამსვლელი ყოფილიყო წინა სეზონის შემდეგ წავიდოდა იმხელა ჰანდიკაპი გაანიავა დინამოსთან ჩემპიონობაზე.
G.LA
25 ივლისი 2023 14:17
2
ჩემპიონები რო ვერ გახდნენ მაშინ უნდა წასულიყო!მიდის ყოველთვის ფულიან გუნდში და ვითომ რამეს მიაღწია!წავიდეს გაგრაში გახადოს ჩემპიონი და ვაღიარებ რო მაგარია!))
გიორგი IV
25 ივლისი 2023 13:37
2
აუცილებლად! ბათუმელი მაყურებელი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. თუ ამ მაფიის ხელში ქართულ ფეხბურთს აღორძინება უწერია, ეს ბათუმიდან დაიწყო და უნდა გაგრძელდეს, მართლაც, საოცარ გულშემატკივართა საოცარი მხარდაჭერით.
kvaxo
25 ივლისი 2023 13:10
7
ეგრე რა! იმედია თბილისელებიც მოგბაძვენ და ააცმევიებენ რომანას და ჯიაბრიშვილს!
გია
25 ივლისი 2023 13:57
2
ბათუმის დინამოზე თვითონ ბათუმელმა ფანებმა, ვეტერენმა ფეხბურთელებმა და ვითომ ჟურნალისტებმა შექმნეს გადაჭარბებული მოლოდინები, ყველა გადაცემაში ამბობენ რო ბათუმი ყველაზე გამართული გუნდია საქართველოშიო, რანაირად არის გამართული გუნდში ერთი ბათუმელი არ თამაშობს, გუნდს გამართული აკადემია არ აქვს, გუნდს ევრო 21 ზე ერთი ფეხბურთელი არ ყავდა, გუნდი ტრანსფერებს ვერ აკეთებს, იანვარში მოყვანილ ლეგიონერებს ივნისში უშვებენ ეს არის გამართული გუნდი? გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაა დილაში გამოწურული ფეხბურთელების დატაცება. ნახევარი გუნდი დემჩენკოს გამოწურული ფეხბურთელებით არის სავსე და რაც ყველაზე მთავარია ვერც ერთი ვერ ამართლებს სკამზე ზიან. ბათუმის ფანები ქართულ ბაიერნს რო ეძახდით რა აზრი აქვს ეროვნულ ლიგაში თამაშსო მაგ ამპარტავნობამ მიგიყვანათ იქამდე რო გყავთ გუნდი რომელმაც ფეხბურთის თამაში არ იცის. მარტო ლამაზი სტადიონით რო წარმატებები მოდიოდეს ყატარი მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გამხდარიყო. ამპარტავნობამ დაგღუპათ თქვენ. და თუ გგონიათ გეგუჩას გაუშვებენ ცდებით!!!
dogi
25 ივლისი 2023 14:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული