"დინამო ბათუმის" ევროსეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ დრომდე არც გუნდისა და არც მთავარი მწვრთნელის (თუ არ ჩავთვლით მატჩისშემდგომ ბუნდოვან განცხადებას) ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
ჩვენ არ ვერევით კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში - ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის, რაც ჩვენ წინ, მინდორზე ხდება და ის, რაც გასულ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რასაც სტადიონზე მოსული 20 000-მდე გულშემატკივარი ვითხოვთ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ისტორიული, საჩემპიონო სეზონის შემდეგ
ვფიქრობდით, რომ მთავარი მწვრთნელი აიღებდა პასუხისმგებლობას და ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ დაგვემშვიდობებოდა - როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ველოდით. შესაბამისად, თუკი უახლოეს დღეებში გია გეგუჩაძე არ დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, პირატები და სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაპროტესტოთ მისი გუნდში დარჩენა."
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით
ბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]
მეტი ახალი მწვრთნელი ქართულ ფეხბურთში! - ქართულ-უკრაინული დაპირისპირება და 3 შანსი
ჯინი კი არ არის.
Შეეშვით თბილისის დინამოს და მიხედეთ თქვენ პატენტ დინამოს.
დაიოკეთ ამბიციები და დაიწყეთ მომავალზე ფიქრი ბავშვთა ფეხბურთით.იქნებ რაღაც მოხდეს და ერთი ფეხბურთელი მაინც გაზარდოთ საუკუნეში ერთი
Მე პირადად თქვენი რაოდენობა სტადიონზე სულ ძაან არ მაინტერესებს.ერთი ფეხბურთელი მაინც გაზარდეთ წამლად.სიტისაც არ გაუზრდიაო ფეხბურთელიო...აზრზე ხართ რაც დაწერეთ? Და საერთოდ სადა ხართ საფეხბურთო რუკაზე ქართული მაშტაბით იცით?არ ვიცი საიდან ამხელა ამბიციები?ერთი ტრანსფერი არ გამიგია თქვენი ნორმალური.ერთი ფეხბურთელი არ გაგიზრდიათ ჩვენ წელთაღრიცხვიდან დღემდე და გია გეგუჩაძესგან რა გინდათ???