"სამტრედიამ" კვლავ მოიგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 27-ე ტური და შესაბამისად, მესამე წრე დასრულდა. დღს სამი მატჩი გაიმართა. აუტსაიდერმა "სამტრედიამ" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და ცხრილის ქვედა ნაწილშიც სიტუაცია დაიძაბა. იმერულმა გუნდმა "დინამო ბათუმს" სტუმრად სძლია. დანარჩენი ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

კოლხეთი 1913 2:2 დილა

გორის "დილა" სტუმრად 78-ე წუთამდე ორი ბურთის სხვაობით უგებდა ფოთის "კოლხეთი 1913"-ს, საბოლოოდ კი მატჩი ფრედ დასრულდა - 2:2.

"დილა" უკვე 5 ქულით ჩამორჩა ლიდერ ქუთაისის "ტორპედოს", ფოთელები კი მეშვიდე ადგილზე არიან.

ოთხოვე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 49-ე წუთზე ნიდერლანდელმა
ტაირელ ვაუტერმა დაასრულა კარგი კომბინაცია და სეზონში მე-14 გოლი გაიტანა. მერე კი შოთა შეყილაძემ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა კარში - 0:2. შეყილაძემ წლეულს მეშვიდე გოლი მიითვალა.

"კოლხეთი 1913" მაინც არ გატყდა და კირილ კლიმოვმა მოკლე მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა: მან ჯერ გიორგი მელქაძის პასი მიიღო და მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი, 88-ე წუთზე კი ფოთელთა მეკარემ იაროსლავ კოტლიაროვმა გაუკეთა საგოლე გადაცემა. კლიმოვმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და 2:2.

გაგრა 0:0 დინამო თბ

უგოლო ფრე დავით პეტრიაშვილზე. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში იყო შეცდომები.

"დინამო თბილისი" მეხუთე ადგილზე გადავიდა, "გაგრა" კი მერვეზეა. ბოლო დროს ორივე გუნდი მეტწილად ფრედ თამაშობს, დინამოელებისთვის ეს მეოთხე ფრეა ბოლო ხუთ შეხვედრაში. და მეხუთე 0:0 სეზონში.

დინამო ბთ 1:2 სამტრედია

აუტსაიდერმა "სამტრედიამ" სტუმრად სძლია მოქმედ ჩემპიონ "დინამო ბათუმს". სამტრედიელები ახლა მხოლოდ ორი ქულითღა ჩამორჩებიან მეცხრე ადგილზე მყოფ "თელავს". "დინამო ბათუმი" კი მეოთხეზეა, გუნდს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს...

არადა, ბათუმელები იგებდნენ: მე-6 წუთზე ონორე გომისმა დაარტყა, მეკარე ავთანდილ ლაბაძემ მოიგერია ბურთი და ანგოლელმა მარიო ბალბურდიამ დაამატა - 1:0.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა სამტრედიელთა ესპანელმა თავდამსხმელმა ინიგო მარტინმა ახლოდან დარტყმით გაათანაბრა, ხოლო 77-ე წუთზე სტუმრებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, ბოლო პასი გიორგი ქველაძისა იყო და კამერუნელმა ფრანსია ეკონგოლომ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში - 1:2.

შეგახსენებთ, "სამტრედიამ" წინა ტურში "თელავს" ამავე ანგარიშით მოუგო.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
რატო წავა მშვენიერ ფულს ჭრის ტაიმბოლებით. თვითონ ჭამს და კრიშასაც აჭმევს. მარტო ბათუმის დინამოში არაა ასე. ერთი დიდი საერთო წმენდაა საჭირო ჩემპიონატში მაგრამ პატრონი არაა და მიმხედავი ამათი.
კოკო
13:51 02-10-2024
3
დემჩენკო და ბათუმის დინამო კი ყველაფრის ღირსები არიან იმ პოლიტიკის გამო რაც ამ გუნდს აქვს არჩეული და რაც გულისხმობს ეროვნული ლიგის სხვა გუნდების დასუსტების ხარჯზე ბათუმის გაძლიერებას და რასაც წლებია აკეთებენ ჯერ საბურთალოს წაართვეს ფეხბურთელები, მერე თბილისის დინამოს და ბოლოს გორის დილას მოერივნენ ეს საცოდავები მეტი არ შეუძლიათ და რა ქნან?? ბერიძეს ბოლო წლებში ვინც ნორმალური ედგა გვერდში ყველა მოიშორა და შერჩა დემჩენკო ხელში,,გორის დილას ხელმძღვანელობა რო წავა და სადღაც გადაკარგული აფრიკის სოფლიდან ფეხბურთელს ჩამოიყვანს და შენც იგივეს კიარ აკეთებ რო კონკურენცია იმით გაუწიო ვინ უფრო უკეთეს ლეგიონერს მოძებნის არამედ ცდილობ ის ჩამოყვანილი ფეხბურთელი თუ მწვრთნელი წაართვა მაგით დაასუსტო და კონკურენცია ძლიერს კიარა სუსტს მოუგო რავიცი ეგ რისი ნიშანია ჩმორობის და უტრაკობის გარდა არ ვიცი,,ხოდა მანდედან გამომდინარე ბათუმის დინამოც და ყველა ის გუნდიც რომელიც თავად კიარ ზრდის ან ჩამოყავს ფეხბურთელი არამედ სხვის გაზრდილს და ჩამოყვანილს ართმევს საერთოდ უმაღლესიდან გავარდნის ღირსია,,ბოლო 11-თამაშიდან ერთი მოიგეს მარტო დანარჩენი წააგეს ან ნიჩია ითამაშეს და რაღას უცდის ეს ბერიძე??ონორე გომისზე და რომარიკ ეტუზე უკეთეს ფეხბურთელს რო ვერ მოძებნი გინდა ქართველს და გინდა უცხოელს რომელი გუნდის პრეზიდენტობაზე გაქ პრეტენზია?? ამ საფეხბურთო ნიჭით სავსე ქვეყანაში რო ფეხბურთელს ვერ იპოვი და ვერ გამოზრდი და გორის დილას დაუწყებ ფეხბურთელების წართმევას (თან რა ფეხბურთელების რამედ მაინც ღირდნენ,წლები გამოწურა დილამ ეს ფეხბურთელები და მერე მიცა ბათუმს) იქ უნდა დაიხურო ქუდი ბოდიში მოიხადო და გააჯვა ბერიძე,
gel-100
09:57 02-10-2024
0

სიახლეები პოპულარული