ორი განსხვავებული ტაიმი - "დილა" "აპოელთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „დილა“ თბილისში „აპოელთან“ 0:2 დამარცხდა.

მიუხედავად სიცხისა, შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. თამაში სანახაობრივი იყო. მე-10 წუთზე მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ და მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ყველაზე სახიფათო მომენტი გორულ გუნდს პირველ ტაიმში, 30-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც საჯარიმოდან ჩიტეიშვილის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. კომპენსირებულ დროში მეკარე კუჩერენკომ ქვილითაიას დარტყმული ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი უმეთვალყურეოდ დარჩენილმა კრესპომ გაიტანა.

შესვენების შემდეგ „აპოელმა“ მაღალ პრესინგს მიმართა, თამაშის ტემპიც დაეცა და მოწინააღმდეგემ ანგარიში გაზარდა - საჯარიმოდან ეფრემის დარტყმული
არგასაშვები ბურთი კუჩერენკომ გაუშვა. დარჩენილ დროში "დილა" უშედეგოდ ცდილობდა გატანას. ბოლოს მცველმა სანტოსმა წითელი ბარათი მიიღო და დემჩენკოს შეგირდებმა მარცხი განიცადეს.

აშკარაა, "აპოელი" "დილაზე" უკეთესად დაკომპლექტებული გუნდია და ეს საბოლოოდ შედეგზე აისახა.

საპასუხო შეხვედრა 17 აგვისტოს ნიქოზიაში გაიმართება.

თბილისი. „დინამო არენა“
დილა - აპოელი 0:2
გოლები: 0:1 კრესპო (45+1), 0:2 ეფრემი (64)
გაძევება: სანტოსი (87)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 46 /
დილა მოიგებდა გორში რო ყოფილიყო მატჩი
კიო
11 აგვისტო 2023 01:26
5
მცხეთა რა შუაშია ვერ გავიგე გორის დილა არის გორის დილა საშინაო თამაშები უნდა ტარდებოდეს გორში და არა სხვა ქალაქში ესაა და ეს
იოპი
11 აგვისტო 2023 03:29
2
მცხეთაში დიდი ანგარიშით მოიგებდა)
აკო
11 აგვისტო 2023 01:59
16
წარმატებები დვალს და ქვილითაიას
ვარლამი,პოლინეთიდან
11 აგვისტო 2023 00:57
13
"დილას" წინა ჩატარებული თამაშებიდან გამომდინარე დღეს მეტის მოლოდინი გვქონდა თუმცა აპოელი აშკარად უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა ვიდრე დუნაისკა ან ვორსკლა. მეტი შეეძლო დილას, თითქოს საკუთარი ძალების ვეღარ ირწმუნეს გოლის შემდეგ. ქართულ გუნდებში ხო პრობლემები არ ილევა, ამ შემთხვევაში გორელებს მწირი სათადარიგო სკამი აღმოჩნდა, ვერ გაძლიერდა გუნდი სკამიდან, არ აქვს მეტი რესურსი და რაგინდა რო ქნას მხოლოდ დემჩენკომ.
დავითი
11 აგვისტო 2023 00:47
1
ჩვენ ძელი იმათ გოლი
ეჰჰ სამართალო
11 აგვისტო 2023 00:46
2
ნაპერწკალი აკლდა დილას. ის რაც ყველა იმ ნათამაშებ თამაშებში ქონდა კონფერენც ლიგაზე. შეიძლება დავაბრალოთ იმას რომ გორში არ იყო თამაში და თავიიანთი გულშემატკივრები უფრო მეტ ძალას შემატებდნენ. გოლები ასეთ ბავშვურ შეცდომებზე არ უნდა გაუშვა. თამაშით ვერ ვიტყვი რომ წასაგები იყო ეს თამაში. არ უშავრს გულის გატეხვა არ უნდა იყოს. დილამ ასე რომ გააგრძელოს აუვცილებლად მიაღწევენ საწადელს, იმედია გუნდის შენება გაგრძელდება და ეს გუნდი ერთი წლის გუნდი არ იქნება. კვიპროსზე ველი იმ ნაპერწკალს რაც ახლა დააკლდათ გორელებს. დილამ ხასიათი უნდა აჩვენოს. წარმატება დილას.
G.LA
11 აგვისტო 2023 00:44
2
სრულიად ალოგიკური შედეგი, თამშიდან გამომდინარე. დილამ.რომ გასვლაზე მოიგოს არ გამიკვირდება
Irakli Apkhaidze
10 აგვისტო 2023 23:59
2
გაიხარე ირაკლი.
გიზოგ
11 აგვისტო 2023 11:34
0
"თუ ძალით არავინ მომკლავს,ნებით გამოვიჭრი ყელსა"!ვისაც არსენას ლექსი წაუკითხავს,ან სკოლაში უსწავლია,ალბათ ყველას ეხსომება ეს სიტყვები.სწორედ ქართული გუნდების დაცვაზეა ნათქვამი!ტაიმის ბოლო წუთზე,ჯარიმა რომ ავიკიდეთ უაზროდ,უკვე ვიცოდი,რომ ჩვენი დაცვა,რაიმეს მოახერხებდა და მოახერხეს კიდეც.მეორე ტაიმში,ისევ უაზროდ აღებული ჯარიმა,მცველის გაფრთხილება და მეკარის მიერ მოგონილი გოლი,მერე კი,კიდევ მცველის მიერ გაკეთებული სულელური პასი და კაპიტნის გაძევება.ბოლოსკენ,გორი უკვე იგივე თბილისის დინამო იყო,გატეხილი,დაშლილი და უნებისყოფო.გორში რომ ყოფილიყო,გორი არ წააგებდა,რადგან მაყურებელი მოდუნების საშუალებას არ მისცემდა.შესაძლოა სიცხესაც ვერ გაუძლეს,გორელებმა,მაგრამ დინამოს სტადიონი,აშკარად ძალიან დიდი იყო და მიუხედავად იმისა,რამდენი მაყურებელი მოვიდა,მაინც ცარიელი და დამთრგუნველი ჩანდა.შეიძლება დინამოელებზეც ეს მოქმედებს.განმეორებით მატჩში,სანტოსის არყოფნა,ძალიან დაეტყობა გუნდს,მაგრამ არც აპოელს დაუტოვებიოა,რაიმე შთაბეჭდილება და კარგი დასაწყისის შემთხვევაში,დილას კიდევ ექნება შანსი,ბედი შემოატრიალოს.რა თქმა უნდა ამის შანსი,მცირეა,მაგრამ შესაძლებელი!ასეა თუ ისე,გორელები,გავარდნის შემთხვევაშიც,საკმაოდ სერიოზულ თანხას აიღებენ და მისი საშუალებით,შეეძლებათ,2-3,საკმაოდ კარგი ფეხბურთელების მოყვანა,რომლებიხც დილას,შემადგენლობის ცვლილებების რესურსს მისცემს გუნდს
სოსო
10 აგვისტო 2023 23:44
3
ეს არის ქართული კლუბის მაქსიმუმი და მეტს ვერ მოვთხოვთ. უფრო ძლიერი კლუბი პირველ ტაიმში დაბომბავდა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია. იქ უარესი გველოდება და ფუჭ ილუზიებს ნუ მივეცემით
: )))))))
10 აგვისტო 2023 23:43
13
ვისაც გულზე მოგხვდებათ ნათქვამი წყალი დალიეთ სტატიაში სადაც რამოდენიმე დღის წინ რომელიც მიეძღვნა იმ კლუბს რომელსაც იყო სავარაუდო მეტოქე გასვლის შემთხვევაში ვთქვი რომ ვორსკლას რაც დაემართა პირველ თამაშამდე გასული რო ეგონა თავი ის მოგვივიდოდა გულშემატკივრებს პირველ თამაშამდე 3-4 დღით ადრე რატო უნდა იფიქრო მომავალი მეტოქე ვინ იქნება როცა გავალთ საძებარი გაგვიხდება? რატო ვიცით პირველიდან მეხუთე სართულზე ახტომა იმაზე ადრე მაინც არ იქნება თამაში როცა არის ჩანიშნული და მითუმეტეს 1 კვირიანი დრო ისედაც გვექნება ხო საკომენტაროდ შეიოძლება ერტიდაიგივე შეცდომა გულშემატკივრებმა არ გავიმეოროთ არა
სიმართლე
10 აგვისტო 2023 23:36
2
იმათ კრესპო და ქვილითაია ჰყავდათ და მოიგებდნენ აბა რას იზამდნენ. ჩვენც რომ აგვეყვანა ბატისტუტა და მარიო ჟარდელი, ორ გოლს ჩვენც გავიტანდით.
ივან კამპო
10 აგვისტო 2023 23:36
11

სიახლეები პოპულარული