Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამოდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ საკუთარ ფეხბურთელებს "სამტრედიასთან" (1:1) მატჩის შემდეგ გასახდელში აცნობა.

Geo Team-ის ინფორმაციით, გია გეგუჩაძემ ფეხბურთელებს მიმართა, რომ ასეთ სიტუაციაში მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია, რამდენიმე მოთამაშისთვის კი მთავარი მწვრთნელის სიტყვები ძალიან ემოციური გამოდგა.

გამოცემის ცნობით, ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელობამ გია გეგუჩაძის წინადადება დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, ევროსარბიელზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბმა "შავი ზღვის მეკობრეებმა" განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც სანამ გია გეგუჩაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს არ დატოვებდა, ისინი გუნდის მატჩებს აღარ დაესწრებოდნენ. თუმცა კლუბის
პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავარი მწვრთნელის შეცვლა ბევრ პრობლემას გამოიწვევდა.

გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" 2018 წელს ჩაიბარა, ზღვისპირელები მისი ხელმძღვანელობით 2021 წელს ეროვნული ლიგის ჩემპიონები გახდნენ. 2022 წელს კი სუპერთასიც მოიგეს.

altგეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

altგია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს

მკითხველის კომენტარები / 55 /
ძალიან დიდ პატივს ვცემ ბათუმის დინამოს და ბათუმელებს მაგრამ არა მგონია გეგუჩაძის წასვლით ბათუმის დინამო დალაგდეს ვიმედოვნებ ეს არ მოხდება მეეჭვება ძალიან. წარმატებები ბათუმის დინამოს
ტაჰამატა
21 აგვისტო 2023 00:40
1
ისევ გეგუჩაძის ნაირი თუ დანიშნეს მაშინ კი.

ყველაზე სუსტი მაგ გუნდში მწვრთნელი იყო...
არსაკიძე
21 აგვისტო 2023 09:18
0
ეხლა ნახეთ კარუსელები. ჭიაბერაშვილი ჩხეტიანი ცხადაძე
Dato
20 აგვისტო 2023 18:56
1
სულ 2 ტიტული აუღია საქართველოს მასშტაბით .რას ეფერებოდნენ ნეტა?? თან ჩემპიონატში ფარჩაკ თბილისის დინამოს რო ეთამაშები კიდე
მეიცა
20 აგვისტო 2023 15:51
6
ა გვეშველა, ჭიაბერაშვილი გადადგა, ახლა გეგუჩაძეც . ქართველი ქომაგების ანალიტიკირი ტვინით ვარ აღფთოვანებული , კვარაცხელიამაც აღარ ითამაშოს ნაკრებშიო :) , კაცმა ერთი თამაში ჩააგდო და ხაზი გადაუსვეს, ჭიაბერაშვილმა სწორი ანალიზი გააკეთა გამარჯვების ფსიქიკა არ გვაქვსო და მას დააბრალეს:))))) . თითქოს მხოლოდ მწვრთნელის ბრალია, ჭიაბერაშვილი და გეგუჩაძე კი არა კაპელო და გვარდიოლა ვერ უშველის ჩვენ საქმეს . ისე ასეთ ვითარებაში კვარაცხელიას ადგილზე საერთოდ დავტოვებდი ნაკრებს.
ლაშა 19
20 აგვისტო 2023 12:26
41
ბერიძეს კიდე არ სჯერა , მადლობა პირატებს
აჩი**
20 აგვისტო 2023 21:25
1
საქართველოს კვალობაზე ყველაზე მაგარი ტრენერიც არის და ყველაზე მეტისთვისაც აქვს მიხწეული...პროსტა ბათუმის დინამოს პრობლემა ბერიძე და უფულობააა სიმართლე თუ გინდათ გეგუჩაძე სადაც კი ყოფილა ყველგან მაგარი შედეგი დაუდია გავიხსენოთ ერთხელ მოვხვდით ევრო თასებზე დდა ისიც გეგუჩაძემ გაგვიყვანა...ისე არ დამავიწყდება პატარკაციშვილის დიდი წვლილი დინამო თბილიში დამოუკიდებელ ქართულ ისტორიაში პატარკაციშვილმა ძალიან ბევრი გაუკეთა დინამო თბილის.. ივანიშვილმა იფიქროს კიდე ბევრი იფიქროს...
სიმართლე
20 აგვისტო 2023 23:04
9
ის გუნდი მეგობარო შუშაკის აწყობილი იყო!გახსოვს ჯგუფში რა მოხდა?ჩაწყობილი თამაში რო ითამაშეს პანიონიოსთან?სტადიონზე ვიყავი და მეორე ტაიმში დადგა გუნდი!აღარ თამაშობდნენ არადა მოიგეს პირველი ტაიმი!
გიორგი IV
21 აგვისტო 2023 02:06
3
ამ დღეს ველოდი მოვესწარ,ვიცინი აღარ ვსტირი მე...)))
გიუშა
20 აგვისტო 2023 21:27
2
ეხ ქოჩორ რა ფულის სტანოკი დაგაკარგვინეს…
ჩელენჯერი
20 აგვისტო 2023 20:14
5
ჩემს კომენტარებს, არ აქვეყნებ, არ ვიცი რატომ, მაგრამ მე ვწერ და ვწერ. ჭიას ვადარებ.)))
აუცილებლად უნდა წასულიყო. ამან ცუდად რომ იმოქმედოს, მაინც და იმიტომ, რომ უფრო გამოჩნდეს ხარვეზი.
წარმატებებს ვუსურვებ, ახალ მწვრთნელს და ბათუმის ,,დინამოს,,.
100%
20 აგვისტო 2023 17:03
1
პატონო გია კიდე გაგეხარებიოს საქართველო გვეამაყოს შენით მაგარი ტრენერი ხარ რაც მართალია მართალია ვიღაც ჭორიკნებს ნუ უგდებ ყურს წადი ძმაო საქართველოდან ბევრად მეტს მიახწევ აქ არ გაფასებენ კი ეტყობა ბათუმის ფანობას...
Nikoloz
20 აგვისტო 2023 23:06
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული