"გარდიანმა" 2006 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის 60 ყველაზე გამორჩეული დაასახელა და მათ შორისაა თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ალექსანდრე ფეიქრიშვილი.
ტოპ-60-ში ფეიქრიშვილი "პალმეირასის" თავდამსხმელ ენდრიკთან ("რეალის" მოთამაშეა), პსჟ-ის ნახევარმცველ უორენ ზაირ ემერისთან, "ბაიერნის" ფორვარდ ვალენტინ იოტოვთან და სხვა ნიჭიერ მოთამაშეებთან ერთადაა დასახელებული.
"ფეიქრიშვილი თბილისის "დინამოს" აკადემიაში ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება, კლუბში, რომელმაც ისეთი ტალანტები აღზარდა, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მამარდაშვილი და სხვები არიან. ის ძლიერი ნახევარმცველია, საჯარიმოდან საჯარიმომდე თამაში შეუძლია, ამასთან ერთად, კრეატიულია. ბურთით მარჯვედ წინსვლა ეხერხება, გრძელი გადაცემებით შეტევის
მიმართულების შეცვლა, გადამწყვეტი პასის მიცემა ან იერიშის დამაჯერებლად თავად დასრულება. ასევე ყურადღებას იმსახურებს უბურთოდ სწრაფი მოძრაობით, პოზიციური და ჭკვიანური პრესინგით.
როდესაც საქმე ხმამაღალ შედარებამდე მიდის, მისი სათამაშო პროცესი სტივენ ჯერარდსა და ფედერიკო ვალვერდეს შორისაა. ვიდრე ამ ასაკისა გახდებოდა, ფეიქრიშვილმა საქართველოს 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად მოიპოვა მატჩებში გამარჯვებები, ახლახან კი თავის გუნდს დარასელიას თასის მოგებაში დაეხმარა - დაამარცხეს "მონცა", "ჯენოა" და "სევილია". ფინალში მან გამარჯვების გოლი "სევილიასთან" გაიტანა, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა", - წერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა.