ქართველი ნახევარმცველი კიევის "დინამოშია" - ის "ლაციოს" მომავალი ფეხბურთელის შემცვლელად მოიაზრება

AutoSharing Option
Sport.ua-ს ცნობით, კიევის "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდში სინჯებზე თბილისის "დინამოს" 17 წლის ნახევარმცველი ალექსანდრე ფეიქრიშვილი იმყოფება.

აღნიშნულია, რომ ქართული კლუბი ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია თავისი ტალანტი გაასხვისოს და ახლა ფეიქრიშვილის დატოვების საკითხი გუნდის მწვრთნელმა იგორ კოსტიუკმა უნდა გადაწყვიტოს.

სხვა უკრაინული გამოცემები წერენ, რომ ფეიქრიშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია, სტაბილურად ვარჯიშობს პირველ გუნდში, მაგრამ ჯერ ჩემპიონატზე არ უასპარეზია, ცენტრალური ნახევარმცველია, შეუძლია საყრდენ ზონაში და გარემარბად ითამაშოს, 18-წლამდელთა ნაკრებში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა,
Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 200 ათასი ევროა.

ადგილობრივი მედიის
მტკიცებით, ფეიქრიშვილი თამაშის მანერით კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ნახევარმცველ ნიკოლაი შაპარენკოს ჰგავს, რომლის 10 მილიონად შეძენასთან "ლაციო" ახლოსაა და ქართველი მის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
"ნეტარ არიან მორწმუნენი". წარმატებები ალექსანდრეს, მაგრამ რით ვერ გავიგეთ, რომ ბოლო წლები კიევის დინამო ქართველი ტალანტების დამღუპველ გუნდად იქცა.
გიზოგ
11:05 12-07-2024
0
ფეიქრიშვილი დინამოს გაზრდილი ძალიან მაგარი ბიჭია, საქართველოს ჩემპიონატს უყურეთ და ნახავთ,უმაღლეს ლიგას და მეორე ლიგას.არა მარტო ამ ბიჭს,სხვა ბევრ ტალანტს კიდევ.
გიორგი
03:02 09-07-2024
0

სიახლეები პოპულარული