გველესიანის 90 წუთი - "პერსეპოლისმა" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო

AutoSharing Option
აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "პერსეპოლისმა" "ისტიკლოლი" საკუთარ კედლებში 2:0 დაამარცხა.

გიორგი გველესიანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და მშვენიერი შეხვედრაც ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელი დაცვის ხაზში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ 63-ე წუთზე მთავარი არბიტრისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, მე-7 წუთზე სტუმრებს დაწინაურება შეეძლოთ, თუმცა სემინ სებაიმ პენალტის ნიშნულიდან ვერ გაიტანა. ამის შემდეგ კი საეიდ სადეღიმ 44-ე და 71-ე წუთებზე ტაჯიკური გუნდის კარი ორჯერ აიღო და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.

რაც შეეხება "პერსეპოლისს", გამართული 3 მატჩის შემდეგ
6 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს, ლიდერ "ალ ნასრს" 3 ქულით ჩამორჩება, მესამე და მეოთხეადგილოსან "ალ დუჰაილსა" და "ისტიკლოლს" კი 5 ქულით უსწრებს.

ეს გუნდები 7 ნოემბერს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცოცხალი თავით არ აძლევენ შანსს ამ ბიჭს მითუმეტეს როცა ჩვენი დაცვა ძალიან მორყეულია. რა დააშავა ასეთი რომ არ ათამაშებენ.
Ucxo
10:48 26-10-2023
0
მატჩის ბოლო 20 წუთს ვუყურე.დამატებული დროის ბოლო,5 წუთზე,მსაჯმა ისეთი პენალტი არ დანიშნა ტაჯიკების კარში,რომ ვერავინ გაიგო,რა ნახა არ დანიშვნის მიზეზად.პირისპირ გასულ ფეხბურთელს,მცველი უკანიდან მუხლის საკეცზე მიახტა,ისე რომ ბურთს არ შეხებია და ბურთი საერთოდაც თავდამსხმელის უკან დარჩა,მერე ეს ბურთი,უკვე ხელით გააჩერა და ფეხზე წამომდგარმა,ბურთი მოიგერია.მსაჯმა არც მაშინ შეაჩერა თამაში და პერსეპოლისის ფეხბურთელებმა რომ ნახეს,თანაგუნდელი ვეღარ დგებოდა,მოედანს გარეთ გადააგდეს ბურთი.ჯერ ვარმა უყურა,ჩვენთან ერთად მომენტს,მერე მსაჯი მივიდა ეკრანთან და კაიხანი უკურკიტა,მერე კი,თამაშის გაგრძელების ნიშანი მისცა.ვერც მე გავიგეწ მიზეზი,ვერც კომენტატორმა და ვერც მაყურებელმა.ნეტავი სილქ უნივერსალკზეწ გაარჩიონ,გადაცემის წამყვანებმა,თუ საშუალება აქვთ,ჩანაწერი ნახონ.
სოსო
17:10 25-10-2023
0

სიახლეები პოპულარული