"კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლით შეცდომა დაუშვა და გეტყვით რატომაც..." - ცნობილმა რუსმა აგენტმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა საფეხბურთო აგენტმა ანტონ სმირნოვმა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა. მან ქართველის გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა.

"კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი 70+ რამდენიმე მილიონ ევროდ პრაქტიკულად დასრულებულია, მაგრამ აქ საქმე ფეხბურთში კი არა, ფულშია.

ჩემი აზრით, ეს ტრანსფერი დიდი შეცდომაა, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატი დონით კვლავ მეხუთეა ევროპაში და პსჟ აშკარად არ არის დღეს ევროტურნირებზე დიდი წარმატების პრეტენდენტი. თანაც, 24 წელზე ნაკლებ ასაკში ხვიჩას ასეთი წარსული, წარმატებები და ნიჭი აქვს...

პარიზი, ლუვრი, ტრიუმფალური თაღი, მონმარტრი, კრუასანი და ყველაფერი ეს რა თქმა უნდა,
მშვენიერია, მაგრამ... რჩება ცუდი გემო", - წერს სმირნოვი თავის ტელეგრამ-არხზე.
მკითხველის კომენტარები / 61 /
საფრანგეთის ლიგას, სერია-ა რო ჯობია ყველამ ვიცით, მაგრამ ისიც ხო ფაქტია რომ გააწამეს ეს ბიჭი ახალ კონტრაქტზე.
ნაპოლიმ ბოლო ტურში კი მოიგო, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მიხვდებიან ვინ დაკარგეს (თუკი არი ვინმე ვინც ვერ ხვდება)
ვატო
11:48 21-01-2025
0
ყველაზე ცუდ ვარიანტში, ფეხბურთსაც რომ დაანების თავი 5 წლის მერე 45 მილიონი რჩება. ამაზე ცუდი არარსებობს რომ მოხდეს
მოქალაქე
19:49 19-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული