მინი-ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები 1/8-ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა

AutoSharing Option
მინი-ფეხბურთის მსოფლიო თასის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები მასპინძელ არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან პენალტების სერიაში დამარცხდა და სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა.

ბესარიონ არველაძის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო - გვატემალას 6:0, მექსიკას 2:1, ირლანდიას კი 10:1 სძლია და პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა 1/8-ფინალში მარცხი იწვნია.

არადა, საქართველოს ნაკრები გამარჯვებასთან ახლოს იყო - ბექა ტუღუშმა მე-6 წუთზე ჩვენი გუნდი დააწინაურა, მაგრამ ის 49-ე წუთზე გააძევეს, მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს, ბოლო წუთზე მუჰამედმა ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც მასპინძლებმა 3:2
იმარჯვეს.

ასე რომ, გუნდი, რომელსაც ძირითად დროში არც ერთი თამაში არ წაუგია, შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მსოფლიო ჩემპიონს მიუგეთ, და ვისთან წააგეთ??
საოცრება.
0
იასნია რაც მოხდა თქნ მასპინძელი და თან საუდის არაბეთი, ალბათათ ისეთი წინადადება შესთავაზეს, რომელზედაც უარის თქმა აშკარად სისულელე იქნებოდა და ბრიყვობა-ოოოო , ასე იგიქრეს უმფროსებმა და უთხრენ ბიჭებს ....(((( აბიდნოოო , სლუში , აბიდნოოო
გ.შ. მოცლილი
12:50 02-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული