11:00 20-11-2023
"ეს ჩემი ბიჭი "კარვაჰარვაა", მასში ჩემს თავს ვხედავ" - IShowSpeed-ი ხვიჩას ვიდეოზე გაგიჟდა [VIDEO]
AutoSharing Option
"კვარამ" ამერიკელი არაერთი სასიამოვნო ეპითეტით დაახასიათა, რაც IShowSpeed-ისთვის შესანიშნავი მოსასმენი აღმოჩნდა.
"ეს ჩემი ბიჭი "კარვაჰარვაა". აი, ამიტომ მომწონს, ხვიჩა იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მას ვერავინ შეეხება, როცა საქმე ბურთის კონტროლს ეხება. იცით, ხვიჩა ჩემს ბავშვობას მახსენებს. ამიტომ მას პატივს ვცემ.
მეც შენსავით ვთამაშობდი და მუდამ ვეძებდი მოედანს, ფეხბურთელებს, მცველებს. გააგრძელე, რასაც აკეთებ, ძმაო", - ამბობს ცნობილი იუთუბერი ვიდეოში.
შეგახსენებთ, IShowSpeed-ი "ნაპოლის" გარემარბს რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ქალაქ პარიზში, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეხვდა.
ვიდეო: @misho_ghvanidze
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ერთი მაინტერესებს კრიალას ქაღალდების მფლობელი ვინაა რომ გააწყალა გული ამ რეკლამამ .....ტვალეტის ქაღალის რეკლამა აღარ გამიგია!!!!
28
1
კარგით რა? ხამებივით ხართ სუყველა. გაიტანს ბურთებს: აუუუ ჩვენი მზე ჭაბუკი, მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავი, მსოფლიოში შენნაირი არავინ არის, ცის კაბადონზე მჯდომარე მზე და მთვარე და რა ვიცი კიდევ, რა სისულეელებით არ იტენიან ტვინებს, ტვინ გაყინულები? ვაიდა ვერ გაიტანა გოლები? აბა მერე ნახეთ, ისევ ამ" მაქებართა არმიის" ბოღმები და გინება ხვიჩას მისამართით?! დაიცავით ზომიერება, ასე უკეთესი იქნება ხვიჩასთვისაც და ისევე თქვენთვისვე, რომ რაღაცნაირად ეგება დაოკდეთ და ჭკუა ისწავლოთ, რო გადამეტებული არაფერი ვარგა!
13
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული