საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, მარტში, საქართველოს ნაკრების პლეი-ოფის მატჩებამდე, საქართველოს "ინტერის" ლეგენდები ეწვევიან.

გამოცემის ცნობით, "ნერაძურის" ლეგენდები საქართველოს ნაკრების ლეგენდებს დაუპირისპირდებიან.

ჯერჯერობით ცნობილია ის, რომ "ჯვაროსნების" შემადგენლობაში შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი და თემურ ქეცბაია ითამაშებენ.

"ინტერის" შემადგენლობაში კი ხავიერ ძანეტი, ლუიშ ფიგუ, მარკო მატერაცი და ესტებან კამბიასო იასპარეზებენ.

აღნიშნული მატჩი ქალაქ ბათუმში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
კარგად გაარკვიეთ, კობიაშვილს 3 ყვითელი ბარათი ხომ არ აქვს, შეუძლია თამაში?
llcl
18 დეკემბერი 2023 14:03
1
მოიცა, კაცო. იმედი მქონდა მატერაცის გადაეყრებოდა და ნუ მომიკლავ იმედს ))
გია_544
18 დეკემბერი 2023 14:55
1
სიტყვა ლეგენდას ნუ გააუფასურებთ.. არცერთ დიდ ტურნირზე საქართველოს ნაკრებს არ უთამაშია და ღირებულისთვის არ მიუღწევია.. უფრო სწორი იქნებოდა საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები რომ დაგეწერათ..
geo-geo
18 დეკემბერი 2023 14:16
9
მოცემულ შემთხვევაში "ლეგენდებში" იგულისხმება წარსულში სახელოვანი ფეხბურთელები და საქართველოსთვის ასეთები ნამდვილადაა შოთი, ქეცბა, ქინქლაძე . . .
ნიკა
18 დეკემბერი 2023 15:42
4
ნიკა-ს რონალდუ, რონალდო, მესი, ბეკენბაუერი, პელე, მარადონა, ზიდანი, მიულერი, ანრი აი ესენი არიან ლეგენდები.. ამათ ნუ შეადრი შოთის, ქეცბაიას და ქინქლაძეს.. ამათ ერთად რამდენი თამაშიც აქვს ნაკრებში ჩატარებული იმაზე მეტი გოლი აქვს კრისტიანოს ნაკრებში გატანილი. ჩვენი ფეხბურთელებს შეეფერება სიტყვა ვეტერანი.
geo-geo
18 დეკემბერი 2023 20:00
0
რა იქნება ქინქლაძემ რომ წონა დააგდოს,მიემზადოს და ისევ გაგვახაროს , შოთა ხომ ისევ ,,შოთაობს"?! ეჭვიც კი არ მეპარება,რომ ქეცბაია ბოლომდე დაიხარჯება,როგორც ყოველთვის
ადამიანი
18 დეკემბერი 2023 12:12
1
და რა საერთო გვაქვს ინტერთან, რა გვაკავშირებს? მაგათი ჩამოყვანის ხარჯებს კობიაშვილი თავის ჯიბიდან იხდის?
ანდრო
18 დეკემბერი 2023 16:22
2
მოიფიქრეს ფულის გაკეთების კიდევ ერთი გზა))
აუფ
18 დეკემბერი 2023 16:17
2
ზე-ლეგენდებმა, ყაველაშვილმა, მუჯირმა და იაშვილმა რაღა დააშავეს?
ოსი კრემლიდან
18 დეკემბერი 2023 15:59
5
მაგადანის "სკუმბრიას" როდის ჩამოიყვანთ?
გუგული მაღრაძე
18 დეკემბერი 2023 16:54
5
ლეგენდები :))))
დათო
18 დეკემბერი 2023 16:07
2
"ლეგენდები"-ძაან გადაჭარბებული ნათქვამი ხომ არ არის
Gio
18 დეკემბერი 2023 14:01
1
სასაცილოა,სად ინტერი და სად საქართველოს ნაკრები,რამე ბმა,რამე კავშირი ხომ უნდა არსებონდეს?ასე ჰაერზე სად იპოვეს ერთმანეთი.სად ერეკლეო ისეა
Master
18 დეკემბერი 2023 20:26
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული