მისი თქმით, არ შეიძლება ეროვნული ნაკრები მხოლოდ ორ ფეხბურთელზე იყოს დამოკიდებული.
"იმისთვის, რომ მოუგო წარმატებულ გუნდს, შენი ეროვნული ნაკრები უნდა იყოს ძლიერი. ამისთვის კარგი ფეხბურთელები არიან საჭირო. შეხედეთ ნორვეგიის ნაკრებს, თუ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები: მარტინ ოდეგორი, ლეო ოსტიგორი, ერლინ ჰოლანი... თუ ჩვენ არსებულ გუნდზე ვისაუბრებთ, ნორვეგიის ნაკრებთან თამაშის დროს დავინახეთ, რომ მათი ფეხბურთელები ტოპ-5 გუნდში თამაშობენ. ესე იგი, ისინი საუკეთესოები არიან. როცა ასეთ გუნდს ეთამაშები და
კარგ ფეხბურთელებს ხე ვერ მოისხამს და არსაიდან არ ჩნდებიან. თუ ვამბობთ, რომ მაღალხარისხიანი ფეხბურთელებით უნდა დავაკომპლექტოთ ჩვენი გუნდი, გვჭირდება ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი ინტეგრირება ეროვნულ ნაკრებებში", - განაცხადა დარსაძემ.