ერთმანეთზე ლამაზი გოლები - არაბიძემ "ლევადიას" დუბლი შეუსრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" ესტონური "ლევადია" 3:1 დაამარცხა.

ქუთაისელთა რიგებში მორიგი შესანიშნავი მატჩი გამართა გიორგი არაბიძემ. 25 წლის შემტევმა მეტოქეს ჯერ ულამაზესი ჯარიმა გაუტანა, შემდეგ კი კვლავ საჯარიმოს გარედან ეფექტური გოლით დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი "ტორპედოს" ნორვეგიელმა ახალწვეულმა, ბიორნ იონსენმა გაიტანა.

სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი ეროვნული ლიგის 1-ელ ტურში "სამტრედიას" დაუპირისპირდება. შეხვედრა 2 მარტს, 20:00 საათზე გაიმართება.

alt"ტორპედოს" დასახული მიზნების მისაღწევად არაბიძე სჭირდება - გუნდის ლიდერის დარჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილია

altსაჯარიმოს გარედან - არაბიძემ

"ჰერკულესს" სუპერგოლი გაუტანა [VIDEO]

alt"შემოთავაზება 3 ევროპული კლუბიდან აქვს, თუმცა თავად საუდის არაბეთში თამაში სურს" - "ტორპედოს" პრეზიდენტმა არაბიძეზე ისაუბრა

alt"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

მკითხველის კომენტარები / 35 /
სავარაუდოდ მაინც არ გამოიძახებენ ნაკრებში. ამ ბიჭმა ბოლო ორ თამაშში რა გოლებიც გაიტანა, მსგავსი ხარისხის შესრულება ბოლოს რომელი ქართველი ფეხბურთელისაგან გინახავთ? საოცარ ფორმაშია. ვინც თამაშებს უყურა, არ გაჩერებულა, სულ მოძრაობს. დრიბლინგის 90 პროცენტი გამოსდის, თითქმის არ კარგავს ბურთს. პასებშიც უიშვიათესად ცდება. რაღა უნდა გააკეთოს მეტი? უბრალოდ სირცხვილია ამ ადამიანის ნაკრებში არ გამოძახება. დამისახელეთ რომელია დღეს ამაზე უკეთეს სათამაშო ფორმაში? ყველაფრის და მიუხედავად დარწმუნებული ვარ არ გამოიძახებენ მარტის თამაშებზე. ისინი ვინც იძახით ,,იი ვერ დარბის” ,,იი არაბეთში გადადის” ,,მაგის ფეხბურთელობა არ გაიშვა” და ათას სიგიჟეს და სისულელეს, ან საერთოდ ფეხბურთის გაგებაში არ ხართ, ან მიზანმიმართული სიბოროტეები. ფედერაცია და სანიოლი კიდევ ძალიან კარგად ხედავს არაბიძის პოტენციალს და აუცილებლად უნდა განუმარტონ საზოგადოებას გულწრფელად, რატომ უკარგავენ შანსს ნაკრებს და არ იძახებენ არაბიძეს და კიდევ რამოდენიმე კარგ ფეხბურთელს. ამჯერწდაც რომ ვერ გავიდეთ ევროპაზე მერე რაღას ვშვებით? ბ ჯგუფიდან შანსი მცირეა. სანიოლი როგორ აგებს პასუხს? გადადგება? და ჩვენ რა მერე? საქართველო ისევ დაკარგავს შანს და რამდენი წლით ვინ იცის. როდესაც ქვეყანას ეხება საქმე, ყველამ კეთილი ინებოს და პირადი გადადოს გვერდით თუ ასეთი არსებობს და ყველანაირი რესურსი გამოიყენოს წარმატებისათვის. იმაზე დიდი სახელი რა იქნება მათთვის ვიდრე წარმატებით დასრულებული მარტის მატჩები და პირველად საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლა? ოქროს ასოებით ჩაეწერებიან ხომ საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში. ამაზე მეტი მოტივაცია რა უნდა ჰქონდეთ უბრალოდ ვერ მესმის.
სიმართლე უნდა ითქვას
17 თებერვალი 2024 21:39
1
არ გამოიძახებენ. ბოსობანას თამაშობენ.
ვანჩოპე
17 თებერვალი 2024 23:43
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული